7.Work Out

173 38 21
                                    

კაფეში ბახის Air ისმოდა. სტუმრები ამ შესანიშნავი მელოდიის ფონზე ყავას მიირთმევდნენ და ერთმანეთში ჩუმად საუბრობდნენ,რადგან არ სურდათ იმ მყუდროების დარღვევა,რომელიც სუფევდა.  ზოგი მისთვის იჯდა და აღებულ წიგნს კითხულობდა,ზოგი კი მუშაობდა და წინ უამრავი ფურცელი ელაგა. ყველა თავისთვის იყო.

სოას გადაწყვეტილებით,დასვენების დღეებში კაფეში თვითონ იმუშავებდა,რადგან იმდენად უყვარდა ეს ადგილი,რომ დათმობა ენანებოდა. დახლთან მდგომი ადგილზე ცეკვავდა და ნასწავლ ილეთებს იმეორებდა,არ უნდოდა ხვალინდელ რეპეტიციაზე ცუდი შთაბეჭდილება დაეტოვებინა.

ფიქრებიდან ზარის ხმა აფხიზლებს და თავს კარისკენ ატრიალებს. ჯენო და სოიონი კინკლაობით შემოდიან კაფეში,მაგრამ მალევე ჩუმდებიან,რადგან ხალხი მკაცრად და ცივად უყურებს.

-გამარჯობათ - ჩუმად ეცინება გოგოს - დასხედით და ახლავე მოგიტანთ რამეს.

-მალე მოდი,მოსაყოლი გაქვს რაღაცეები.

-გასაგებია სოიონ - ხითხითებს სოა და სამზარეულოში გადის ყავის მოსადუღებლად.

უკან ყავით და ნამცხვრით ბრუნდება და ჩუმად ეცინება. როგორც ყოველთვის,ჯენო და სოიონი ხმადაბლა კამათობენ. ამ ორს ჩვეულებრივად ცხოვრება არ შეუძლიათ,აუცილებლად უნდა იკამათონ,მაგრამ მაინც კარგი მეგობრები არიან,ერთმანეთს გასაჭირში გვერდით უდგანან.

-სოა,ანგელოზი ხარ - ამოთქვამს სოიონი და ნამცხვარს პირში იტენის - ისე მართლა ანგელოზი ხარ,ეს რა გაცვია.

სოა თავს დაეჭვებით ათვალიერებს. თეთრი კაბა,თეთრი კედები და თმა ლამაზად აქვს ჩამოშლილი მხრებზე.

-ამით იმის თქმა უნდოდა,რომ ლამაზი ხარ - ოხრავს ჯენო და გოგოს ანიშნებს,რომ მის გვერდით ჩამოჯდეს - დაიწყე ახლა.

-რა გაინტერესებთ?

-ყველაფერი - გამოტენილი პირით ამოთქვამს სოიონი - ყველაფერი, გესმის?

°Lu•Min•Ous°Where stories live. Discover now