-დარწმუნებული ხარ,რომ ყველაფერი გამოგვივა? - ნერვულად ჰკითხა საჭესთან მჯოდმ ბიჭს და ღვედს თითები ისე ჩაავლო,რომ მკვდრის ფერი გაუხდა.
-სოა,ფერი არ გადევს - ანერვიულებულმა გახედა ბიჭმა და სიჩქარეს უკლო.
-არ გააჩერო - თვალებდახუჭულმა სთხოვა და უფრო მაგრად ჩაებღუჭა ღვედს - გზა გააგრძელე.
-კარგად ხარ?
-უბრალოდ ვღელავ - თვალები არ გაუხელია ისე უპასუხა. იცოდა,რომ თუ გზას გახედავდა და ყურადღება გაეფანტებოდა,აუცილებლად ცუდად გახდებოდა.
-სოა,მოკვდი? - უკვე სერიოზულად ღელავს ჯისონი და თვალის კუთხით უყურებს.
გოგო სასტიკად გაფითრებულია. სახეზე ოფლის წვეთები დაუცურავს და ისეთი შესახედია,რომ ნამდვილად შეგაშინებს. თვალები დახუჭული აქვს და ღრმად სუნთქავს,ცდილობს თავს მოერიოს და პანიკას არ აყვეს,მაგრამ ფლავდება.
აღელვებული ბიჭი მანქანას აჩერებს და მთელი ტანით მისკენ ტრიალდება.-მომხედე - მის სახეს ხელებში იქცევს და თბილი ხმით იწყებს საუბარს,რადგან იცის რომ დაამშვიდებს და შემდეგ გზის გაგრძელებასაც შეძლებენ - სოა,შემომხედე - გოგო თვალებს ნელა ახელს და მზერას მის საოცრად ლამაზ ქამელეონის თვალებს უსწორებს,რომელიც დღეს მწვანეა - პირველად იღებ კონკურსში მონაწილეობას?
-არა - ჩუმი,თითქმის შეუმჩნეველი ხმით ამბობს,მაგრამ ხვდება რომ ზედმეტად ჩუმად მოუვიდა - არა,პირველად არ ვიღებ მონაწილეობას.
-მერე რატომ ღელავ ასე ძალიან? - ხელები ჯერ კიდევ მის სახეზე აქვს შემოხვეული და აიძულებს თვალებში უყუროს,თვალით კონტაქტი არ გაწყვიტოს.
-დიდი ხანია შესვენებაზე ვარ,არ ვიცი გამომივა თუ არა - კვლავ ჩურჩულებს გოგო - არ ვიცი მეყოფა თუ არა ძალა.
-შენ ლი სოა ხარ - მკაცრად ეუბნება ბიჭი და ამ ტონით ცდილობს მის გამოფხიზლებას - კორეის საუკეთესო გოგო მოცეკვავე,ეს ყველამ იცის.
ESTÁS LEYENDO
°Lu•Min•Ous°
Fanfic"Through dance we meet each other" "thats means..." "Thats means dance is our destiny"