რომ არა ტელეფონის გამაყრუებელი ზარი,სოა სულაც არ აპირებდა საწოლიდან ადგომას,მაგრამ იმ დონეზე უშლიდა ეს საზიზღარი სიმღერა ნერვებს,რომ ზოზინით წამოდგა და ტელეფონს უპასუხა.
-გისმეთ? - ძილისგან დაბოხებული ხმით წარმოსთქვა და შეეცადა თვალები გაეხილა,თუმცა ვერ შეძლო. იმდენად ყავდა ძილის სამყაროს ჩათრეული,რომ უკან გამობრუნება ძნელი იყო.
-ლი სოა? - გაისმა მეორე მხრიდან ქალის ნაზი და ამავდროულად ხავერდოვანი ხმა - ხომ ნამდვილად ლი სოა ბრძანდებით?
-დიახ,ვინ გნებავთ? - ყველანაირად ცდილობს მთქნარების შეკავებას გოგო,მაგრამ არ გამოსდის და პირზე ხელს მთელი ძალით იფარებს.
-ცეკვის სტუდია Mirrors იდან გიკავშირდებით - ნელა და გაწელვით საუბრობს ქალი,რაც უფრო მეტად აღიზიანებს გოგოს,თუმცა არაფერს ამბობს და მოთბინებით იცდის როდის დაასრულებს საუბარს - თქვენი განცხადება ვნახეთ და გვინდა გაცნობოთ,რომ აგიყვანეთ. ჩვენი სტუდიისთვის კარგი კადრი იქნებით,თანაც გვჭირდებით.
-გასაგებია,ნახვამდის - ნახევრად მძინარემ უთხრა და ის-ისაა ტელეფონი უნდა გაეთიშა,რომ გაიაზრა რაც უთხრეს და ბოლო ხმაზე დაიკივლა - მოიცა,რა თქვით? - გადამოწმება უნდოდა,ვერ უჯერებდა ყურებს რომ ეს მართლა გაიგო -სერიოზულად მეუბნებით? კარგი კადრი?
-თქვენ აყვანილი ხართ Mirrors ის მოცეკვავედ თქვენი ნიჭისა და მოხერხებულობის გამო და გვინდა სიამოვნებით გითხრათ,რომ სიხარულით ვიმუშავებთ თქვენნაირ მოცეკვავესთან და ამავდროულად კარ პერფორმერთან.თქვენნაირი კადრები სანთლითაა საპოვნი - მეორე მხარე ცდილობს ხმაში სიცილის ნოტები არ გაეპაროს,მაგრამ ფლავდება. იმდენად სასაცილოა გოგონას რეაქცია,რომ უბრალოდ სიცილს ვერ შეიკავებდით და რასაკვირველია ისიც ვერ ახერხებს.
-ესეიგი ამიყვანეთ? - კვლავ არ სჯერა გოგოს. თვალებს გამწარებული აცეცებს ოთახში და ცდილობს რამე ისეთი იპოვოს,რასაც ხელს ჩაავლებს და მის აღფრთოვანებას გამოხატავს.
ESTÁS LEYENDO
°Lu•Min•Ous°
Fanfic"Through dance we meet each other" "thats means..." "Thats means dance is our destiny"