-კაილ არ იღვიძებ?თორმეტი დაიწყო
-აუ ძალიან მეძინება,ავდგები ცოტა ხანში
-კაი,მე მანამდე საუზმეს მოვამზადებ
-მიდი ოღონდ მაშინდელივით არ დაწვა.
ცოტა ხანში მეც ავდექი,ცუდ გუნებაზე ვიყავი,შინაგანი შფოთვა არ მაძლევდდა თავისუფლად ყოფნის საშუალებას,ჩავიცვი და სამზარეულოში გამოვედი,სადაც ნაილი ცდილობდა რაიმე მოემზადებინა,მე კი მივუახლოვდი და სიცილი ძლივს შევიკავე როდესაც წინსაფარ შემოხვეული დავინახე
-რა გაცინებს?
-ნაილ ძალიან სასაცილო ხარ
-მართლა?
-ხოო
ლოყაზე ვუჩმიტე და მაგიდასთან დავჯექი.საუზმობამ უხმოდ ჩაიარა,ვცდილობდი არ მეფიქრა იმაზე რაც ამ დღეს მელოდა,თუმცა რადგანაც დავპირდი აუცილებლად უნდა შევხვედროდი სკუტერს.
მოვრჩით თუ არა ნაილი მაშინვე წავიდა სამსახურში,მე კი მოგვიანებით სკუტერმა დამირეკა და შეხვედრის ადგილი მითხრა,ძალიან ვნერვიულობდი,თან საშინლად მეზარებოდა,მაგას მერჩივნა სახლში დავრჩენილიყავი და საინტერესო ფილმისთვის მეყურებინა.
გავემზადე და მისკენ გავემართე,დიდი დრო არ დამჭირვებია,რაც უფრო ვუახლოვდებოდი გული მით უფრო მეტად მიჩქარდებოდა
-კაილ შესანიშნავად გამოიყურები
-აქ მაგისთვის დამიბარე?
-ჩემზე ისევ ბრაზობ?
-სკუტერ ვერ ვხვდები რა გინდა
-გახსოვს ერთად რომ ვსეირნობდით ხოლმე მდინარის ნაპირას?შემდეგ კი ერთმანეთზე ჩახუტებულებს რომ გვეძინა ყველასგან შორს?
-კიი,მახსოვს
-მენატრება ის დრო როდესაც მოფერებითი სახელით მომმართავდი,მე კი ხელში გიტაცებდი ამ დროს და მთელი ძალით ვცდილობდი შენს დატრიალებას
-რატომ ცდილობ ცეცხლზე ნავთის დასხმას?იცი რომ მაგ დროის გახსენება ჩემთვის მძიმე მომენტებთან არის დაკავშირებული
-კაილ სულ არ შეცვლილხარ
-და რატომ უნდა შევცვლილიყავი?
-ზოგი ასაკთან ერთად ჭკვიანდება შენ კი...
-სკუტერ შენთან ლაპარაკს აზრი რომ არ ჰქონდა ეს ისედაც ვიცოდი,ჩემი ბრალია აქ წამოსვლაზე რომ დაგთანხმდი
-შენ სულ არ მოგენატრე?
-არა
-მე კი სულ შენზე ვფიქრობდი
-კიი მჯერაა
-ეს სიმართლეა
-სკუტერ შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა და ასეც რომ იყო არ გაქვს ამის თქმის უფლება,შენ ცოლი გყავს,მე კი ქმარი იცოდე ყველაფრის ზღვარი,მე ის 16 წლის გოგო აღარ ვარ შენს ჭკუაზე რომ ატარებდი,ზედმეტს არაფერს არ ეცადო იცოდე მწარედ განანებ.
მისთვის არც კი შემიხედავს ისე გამოვეცალე იქაურობას,ეს ნაბიჭვარი ისევ ბედავს და ამდენი წლის შემდეგ მოდის და თავის იდიოტურ სურვილებზე მესაუბრება,საერთოდ რა მინდოდა მისნაერ იდიოტთან.
სახლში რომ მივედი ნაილი დამხვდა,გამიკვირდა სამსახურიდან ასე ადრე არ ბრუნდება ხოლმე,ტელეფონზე საუბრობდა,მისი საუბრის მოსმენა არც მიცდია რადგან უკვე გათიშა ტელეფონი როდესაც დამინახა
-კაილ რა მალე დაბრუნდი
ხმა უკანკალებდა
-ხოო ნაილ,ზოგჯერ ადრეც მიწევს ხოლმე დაბრუნება,ტელეფონი გამოვტაცე და ვნახე დარეკილები ვისთან ჰქონდა,ღმერთო ჩემო ისევ ალინა
-კაილ დამიბრუნე ტელეფონი
-დაგიბრუნებ,ოღონდ ჯერ მითხარი რას ხლართავთ თქვენ ორნი
-არაფერსაც არ ვხლართავთ
-აბა რა საერთო გაქვთ?
-ის ჩემი ძმაკაცის ცოლია
-მერე რაა?ნაილ იცოდე კიდევ თუ დაუშვებ შეცდომას არ გაპატიებ,აეც შენ და მაგ კახპასაც თმებით ვითრევ
-რომ იცოდე საერთოდ რაზეც ვსაუბრობდით ამ სიტყვებს არ იტყოდი
-ხო და მითხარი რაზეც საუბრობდით
-ალინას ბავშვი ავად არის
-რაა?რა ჭირს?
-კაი დამშვიდდი
-ნაილ მითხარი
-სისხლის გათეთრება(ლეიკემია) აქვს
მისი სიტყვები რამდენიმე წამის განმავლობაში ჩამესმოდა,ვერ ვიჯერებდი,ეს რანაირად,შოკურ მდგომარეობაში აღვმოჩნდი,უეცრად ალინას მიმართ განცდილი ყველა წყენა დამავიწყდა და საშინლად შემეცოდა,არა მარტო ის,რათქმაუნდა პატარა ტრევისი და ლიამიც
-ნაილ დარწმუნებული ხარ?
-კიი კაილ,დღეს ოპერაციას უკეთებენ
-ალინამ ეს რატომ არ მითხრა?
-ალინა აპირებდა თქმას,მაგრამ...
-ღმერთო,ახლა მათ ჩვენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ,ნაილ წავიდეთ გთხოვ
-რათქმაუნდა.
მე და ნაილი მაშინვე მივედით საავადმყოფოში,თავდაპირველად ლიამი შეგხვდა,ცუდი ფერი ედო საშინლად ღელავდა
-ლიამ არ ინერვიული,იმედია ყველაფერი კარგად იქნება
-მეც ამის იმედი მაქვს კაილ
ლიამს გადავეხვიე,სულ კანკალებდა და ტიროდა,მეც მასთან ერთად მინდოდა მეტირა მაგრამ ისეთ შოკში ვიყავი რომ ლაპარაკიც კი მიჭირდა.
-კაილ შენც მოხვედი?
ალინა ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს,განადგურებული იყო,მის ადგილას ყოფნას არავის ვუსურვებ,ეს მართლაც დიდი ტკივილია
-ალინა
მასთან მივედი და მთელი ძალით ჩავეხუტე
-ყველაფერი კარგად იქნება
-კაილ ტრევისს რომ რამე მოუვიდეს...
-ალინა ამაზე ნუ ფიქრობ
-როგორ არ ვიფიქრო?
-დიდი ხანია ეს იცი?
-რამდენიმე დღეა,ტრევისს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და ექიმთან რომ წავიყვანეთ ეს გვითხრა
-რატომ არ მითხარი?
-ვერ შევძელი კაილ,შენთან რა პირით მოვსულიყავი?
-კარგი ნუ ნერვიულობ,წამოდი თუ გინდა გარეთ გავიდეთ,სუფთა ჰაერზე,აქ დიდ ხანს ყოფნით შეიძლება შენც ცუდად გახდე.
მე და ალინა გარეთ გამოვედით,ცოტა გრილოდა ამიტომ ვთხოვე რომ რამე მოეცვა,მაგრამ ის არც კი მისმენდა,მისი მესმოდა,შვილი ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამაა,ყველაფრის მიუხედავად ის მაინც დედაა და რათქმაუნდა განიცდის ამ ამბავს.გარეთ საკმაოდ დიდ ხანს ვიყავით,უხმოდ და ყოველგვარი კითხვების გარეშე მივუყვებოდით გზას,ალინამ რამდენჯერმე გამომხედა და გამიღიმა,მეც საპასუხოდ გავუღიმე,მისი ულამაზესი ღიმილი არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ მისთვის უემოციოდ შემეხედა,ვსეირნობდით და ბავშვობის ტკბილ მოგონებეს ვიხსენებდით,ეს ერთადერთი საშუალება იყო იმ მომენტში რითიც მისი ოდნავ გამხიარულება შემეძლო,მხოლოდ ღმერთმა იცის იმ მომენტში მის გულში რაც ხდებოდა,რათქმაუნდა ამ ამბავს მეც განვიცდიდი,ტრევისი ჩემს ხელში გაიზარდა და მის გამო მეც გული შემტკიოდა,რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ გზაზე ნაცნობი სახე შევნიშნე
-გამარჯობა გოგოებო
-გამარჯობა ზეინ
ზეინი მოწყენილი ჩანდა
-ალინა არ ინერვიულო
-თქვენთვის რა ადვილი სათქმელია,იქ ჩემი შვილი წევს,ახლა მას ჭრიან ზურგიდან დანით
ამაზე ალინამ კიდევ დაიწყო ტირილი,მე და ზეინი კი ვცდილობდით მის დაწყნარებას,თუმცა უშედეგოდ,მისთვის რა უნდა გვეთქვა როდესაც ჩვენ თვითონ არ ვიცოდით ამ ყველაფერს რა შედეგიც მოყვებოდა
-გოგოებო მე შევალ შიგნით
-კარგი ზეინ
-თუ რამე დაგჭირდებათ მითხარით.
-ალინა გახსოვს ბავშვობაში ცუდად რომ ვხვდებოდით ერთმანეთს გვერდიდან არ ვშორდებოდით?
-მახსოვს კაილ,ეს ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებებია,შენ ყოველთვის კარგი მეგობარი იყავი,ჩემზე ისე ზრუნავდი როგორც საკუთარ დაზე,მე ეს არ დაგიფასე,სამწუხაროდ მე არ აღვმოჩნდი შენთვის ისეთი მეგობარი როგორსაც იმსახურებ
-ალინა ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის,ჩათვალე რომ დავივიწყე ყველაფერი
-შენ კი დაივიწყებ,მაგრამ მე როგორ დავივიწყო?
-შეცდომას ყველა უშვებს ალინა,მთავარია ამას მივხვდეთ და მისი გამოსწორება ვცადოთ
-ყველა შეცდომას მაინც ვერ გამოასწორებ,კაილ მართლა ვნანობ იმას რაც გაგიკეთე,მაგრამ არ გთხოვ რომ მაპატიო,ამას არ ვიმსახურებ
-შენ უკვე მთხოვე პატიება და მეც გაპატიე,ახლა მთავარი ტრევისის ჯანმრთელობაა.
საავადმყოფოში მალე დავბრუნდით,ირგვლივ ყველა დაძაბული ჩანდა,თუმცა ამას ბოლომდე არავინ იმჩნევდა,ცოტა ხანი იქვე ვიყავით და ველოდებოდით შედეგებს,რამდენიმე წუთში ექიმი გამოვიდა პალატიდან,მე და ალინა კი მასთან მივედით
-ექიმო როგორ არის ჩემი შვილი?
-ძალიან ვწუხვარ!
სიტყვებითაც ვერ აღვწერ ალინას იმ დროინდელ მდგომარეობას,გაშეშებული იდგა ერთ ადგილას,სრულიად უემოციოდ და თითქოს სადღაც გულის სიღრმეში ტყუილი ეგონა ეს ყველაფერი.მხოლოდ რამდენიმე წუთში შეძლო ხმის ამოღება
-არააა!ეს ტყუილია
-ალინა გთხოვ დამშვიდდი
-კაილ მითხარი რომ ეს არ არის სიმართლე,მითხარი კაილ
მისთვის არაფრის თქმა არ შემეძლო,მის სევდიან თვალებს ალბათ აღარაფერი აღარ გამოასწორებდა,აცრემლებული და სრულიად დაუცველი იდგა ჩემს წინაშე,ვერაფერს ვამბობდი რითიც მის დამშვიდებას შევძლებდი,ან რა უნდა მეთქვა მან ხომ რამდენიმე წუთის წინ შვილი დაკარგა,თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი,მაგრამ არ შემეძლო ეს მისთვის დამენახვებინა,ახლა მას მეგობრების გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდება,მეც თუ ვიტირე ვინღა დაეხმარება ამის გადალახვაში,ლიამიც საშინელ მდგომარეობაში იყო,ვერც კი ვხვდებოდი ღმერთმა ასე რატომ გაიმეტა ისინი.
-კაილ იმის გამო ვისჯები რაც შენ გაგიკეთე
-ალინა...
-ჯობდა ღმერთს მის ნაცვლად მე მოვეკალი,ასე უფრო სამართლიანი იქნებოდა
-ნუ სულელობ
-კაილ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია,მე არავისზე არ ვფიქრობდი საკუთარი თავის გარდა,რაც დავიმსახურე ის მივიღე,უბრალოდ ჩემი უცოდველი შვილი არ მემეტებოდა ამ ყველაფრისთვის
ის ისე ტიროდა რომ მის გვერდით გული მიჩუყდებოდა,მინდოდა მთელი ძალით ჩამეკრა გულში,მაგრამ ვხვდებოდი რომ ამას არანაირი აზრი არ ქონდა,მის ტკივილს ამით მაინც ვერ შევამსუბუქებდი.
დღეები გადიოდა,მოვლენები კი არ იცვლებოდა,მიუხედავად იმისა რომ როგორც იქნა ცხოვრების ჩვეულ რითმს დავუბრუნდი,შინაგანად მაინც მაკლდა რაღაც,თანაც ძალიან ბევრი,როგორც შეგვეძლო ალინას და ლიამს ვეხმარებოდით ამ ყველაფრის გადალახვაში და ეს კარგადაც გამოგვდიოდა,მათ სახეზე ნელ-ნელა ღიმილს ვატყობდი,მაგრამ არა ნამდვილს,უბრალოდ ცდილობდნენ როგორმე ძლიერები ყოფილიყვნენ და ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტიკება იქნებოდა იმ მომენტში.
ერთ საღამოს ტელევიზორთან ვიჯექით მე და ელენა,როდესაც ისევ შემომივიდა უცნობი ზარი
-კაილ სკუტერი ვარ
-ახლა რაღა გინდა?!
-რატომ ასე უხეშად?
-სკუტერ შენთვის არ მცალია!
ხმამაღლა დავუყვირე რის გამოც ელენას ცოტა შეეშინდა
-კარგი რაა,როდემდე უნდა იყო ჩემზე გაბრაზებული?
-სკუტერ ჩვენ შორის უკვე დიდი ხანია დასრულდა ყველაფერი და ჯობია ეს შეიგნო!
მისთვის არც მომისმენია ისე გავუთიშე,შემდეგ კი მისი ნომერი დავბლოკე,თან გავლანძღე იდიოტი.
-კაილ ვინ იყო?
-ისეთი არავინ ნაილ
-საინტერესოა რა ხდებოდა თქვენ შორის?
-არაფერი ნაილ,რა გინდა?
-რა უნდა მინდოდეს?ჩემი ცოლი ვიღაც კაცს ელეპარაკება და უბრალოდ მინდა ვიცოდე ვინ არის
-ნაილ ზედმეტებში ხომ არ ერევი?
-კაილ იცოდე თუ ვინმეს ხვდები...
-ვის უნდა ვხვდებოდე?!შენ ხო არ გაგიჟდი?!ბავშვთან რეებზე მელაპარაკები?
-კარგი,მაშინ ცალკე გავიდეთ და იქ დაგელაპარაკები
ნაილთან ერთად საძინებელში გავედი
-გისმენ,რა გინდა?
-კაილ ძალიან ბევრს გითმენ,ამას შენც ხედავ,იცოდე ჩემი მოთმინება არ გამოსცადო,დამიჯერე ეს არ მოგეწონება
-ნაილ ვერ ვხვდები რა გინდა
-ძალიან კარგადაც ხვდები,მითხარი ვის ელაპარაკებოდი
-ჩემ ყოფილ შეყვარებულს,რომელიც ახლა ჩემი ახლობლის ქმარია,კმაყოფილი ხარ?
-ყოფილი შეყვარებული არა?კაილ ანგელოზი რომ არ ხარ ეგ ისედაც ვიცოდი,მაგრამ ამას უკვე აღარ ველოდი,ყოჩაღ
-ნაილ მე მასთან აღარაფერი აღარ მაქვს,ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა,გეფიცები მე ჰარის გარდა...
-ჰარი?დაასრულე
-ნაილ ამის თქმა არ მინდოდა
-დიახაც გინდოდა,ალბათ მეც შენი ყოფილი უნდა გავხდე რომ გამიმართლოს,კაილ არ მეგონა ასეთი დაუკმაყოფილებელი თუ იყავი,შენ უკვე ყველანაირ რეკორდს ხსნი
-ნაილ სულ ცოტაღა მიკლია რომ რამე არ ჩაგარტყა,ძალიან კარგად იცი რატომაც გამოგყევი ცოლად და ახლა რატომაც ვჩერდები შენთან,ნუ მანანებინებ რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შენს გვერდით გავატარე,ყველაფრის მიუხედავად მე შენ როგორც ქმარს მაინც გცემ პატივს და შენც ეცადე ამას როგორმე
-ვცდილობ,შენ ვერც კი ხვდები რას ვგრძნობ შენს მიმართ,რომ ხვდებოდე ალბათ მასე არ ილაპარაკებდი
-ხო ალბათ მართალი ხარ,ბოლოდროინდელმა ამბებმა ჩემზე ძალიან იმოქმედეს,საშინლად გაღიზიანებული ვარ
-მესმის,მეც იგივე მდგომარეობაში ვარ,მაგრამ ყოფილ შეყვარებულებს მაინც არ ვხვდები.
ლაპარაკი დავასრულეთ თუ არა მაშინვე გავიდა სახლიდან,არც კი დავინტერესებულვარ იმით თუ სად წავიდა,მაშინვე ელენასთან მივედი და მასთან ერთად მულტფილმის ყურება განვაგრძე
-დედა
-ხოო საყვარელო
-რატომ იჩხუბეთ შენ და მამამ?
-ჩემო პატარა,ზოგჯერ უფროსებს მოსდით ხოლმე უთანხმოება,მაგრამ იცოდე ჩვენ ორივეს ძალიან გვიყვარხარ
-მეც მიყვარხართ
ელენა ჩამეხუტა და მეც მთელი ძალით ჩავიკარი გულში,მის გარეშე ალბათ ვეღარც წარმომედგინა ჩემი ცხოვრება,ყველანაირად ვცდილობდი რომ ჰარმონიულ ოჯახურ პირობებში გაზრდილიყო და ეს ასეც ხდებოდა.
შუადღეს გადავწყვიტე ალინასთან წავსულიყავი,მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ნამდვილად კარგად იყო,მე და ელენა ერთად წავედით მასთან,ვცდილობდი ელენასთან არ შემემჩნია ის დაძაბულობა რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი.
მასთან მალე მივედით
-კაილ შენ ხარ?
-ხოო ალინა
ალინა არც მაცადა შესვლა ისე ჩამეხუტა,შემდეგ კი ელენა აიყვანა ხელში და ის ჩაიკრა გულში
-როგორ გაზრდილა ჩემი ნათლული
-ალინა თავს როგორ გრძნობ?
-ძალიან კარგად
ვხვდებოდი რომ ცდილობდა არ შეემჩნია,თუმცა მე რას გამომაპარებდა,თვალები ჯერ კიდევ ჩაწითლებული ქონდა ამდენი ტირილისგან
-ალინა ამ ყველაფერს გადალახავ,მთავარი მოთმინებაა
-არამგონია კაილ
-გთხოვ ალინა,შეწყვიტე,ასე ნუ ლაპარაკობ,შენ ძლიერი გოგო ხარ ყველაფერს გადაიტან,შენი ტკივილი მეც იგივენაირად მტკივა,ხომ იცი როგორც ადრე ახლაც მინდა რომ ბედნიერი იყო
-ვიმედოვნებ ოდესმე ვიქნები ბედნიერი
-რათქმაუნდა იქნები,შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ,კიდევ გააჩენ შვილს,ამაზე არ იდარდო.
ალინას აღარაფერი აღარ უთქვამს,მივხვდი რომ ჩემმა საუბარმა დააფიქრა,მესმის რომ საშინელება შეემთხვა,მაგრამ მას ჯერ კიდევ ქონდა შანსი ყველაფრის შეცვლის.
ალინასთან რამდენიმე საათიანი ყოფნის შემდეგ,როცა უკვე დავიღალე,სახლში წამოსვლა გადავწყვიტე
-ალინა უკვე გვიანია,მე უნდა წავიდე
-კაილ?
-გისმენ
-ელენა დღეს ჩემთან დატოვე რა
-კარგი ალინა,თუ ეს შენ ტკივილს შეგიმსუბუქებს დავტოვებ.
ალინას გავუღიმე,ორივეს ჩავეხუტე და წამოვედი.
სახლში წასვლის სურვილი დიდად არ მქონდა,არც თუ ისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ ჰარი მომენახულებინა,ისედაც დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და ძალიან მომენატრა.
საავადმყოფოს მალე მივუახლოვდი,ჰარი ჯერ კიდევ არ ყავდათ გაწერილი,რადგან მას მოტეხილობებიც ქონდა,რომ შევედი მის პალატასთან სევდიანი ზეინი დამხვდა,რომელსაც აცრემლებული თვალები ქონდა
-კაილ ჰარისთან მოხვედი?
-ხოო ზეინ,ძალიან მომენატრა
-ახლა ძინავს,მაგრამ თუ გინდა შედი მაინც.
მეც რათქმაუნდა შევედი,ჰარის მართლაც ეძინა,ასეთ მდგომარეობაშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა,მასთან მივედი და მისი ხელი დავიჭირე
-ჰარი,რომ იცოდე როგორ მენატრები და მაკლიხარ,საშინლად მჭირდები,ვწუხვარ რომ შენი ამ მდგომარეობაში ნახვა მიწევს და არაფერი შემიძლია მოვიმოქმედო შენს გამოსაჯანმრთელებლად,იმის უნარიც კი არ შემწევს რომ თვალებში ჩაგხედო და თუნდაც ასეთ მდგომარეობაში გითხრა რასაც ვგრძნობ,რომ იცოდე შენს აქ ყოფნაში რამდენი რამ მოხდა,ჰარი უშენოდ ძალიან მიჭირს,ამდენი პრობლემის მიუხედავად შენი დანახვა მაინც მსიამოვნებს და ძალას მმატებს,როგორც არ უნდა გამოიყურებოდე ენერგიით მავსებ და ცხოვრების ხალისს მიბრუნებ ჰაროლდ.
ამ ყველაფრის თქმა რომ დავასრულე მას შუბლზე ვაკოცე და ფეხზე წამოვდექი,პალატიდან გასვლას ვაპირებდი როცა უეცრად ხელი ჩამკიდა
-კაილ მოიცადე.