𝑪𝒉𝒂𝒑𝒕𝒆𝒓 6

568 37 0
                                    

მე და ჰარი გამთენიისას დავბრუნდით ქალაქში,ჰარიმ თავისთან წასვლა შემომთავაზა,მაგრამ არ გავყევი ჩემი სახლი მომენატრა,კარგი დრო ვატარეთ,მშობლიურ სახლს კი არაფერი არ ჯობია.
ჰარის დავემშვიდობე და სახლში ავედი,მამიდაჩემი უკვე დაბრუნებული იყო
-მამიდა როგორ ხარ?
-მომენატრე კაილ
-მეც
-ხომ არ მოიწყინე?
-მეგობრები არ მაძლევდნენ ამის საშუალებას
-ძალიან კარგი.შენი შეყვარებული რატომ არ ამოიყვანე?
-ეჩქარებოდა
-ალბათ გშია ხომ?
-კი ძალიან
-ხო და მოდი,ისაუზმე
მამიდა თავის ამბებს მიყვაბოდა,დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე.ტელეფონს,რომ დავხედე,ნაილის ზარი იყო შემოსული ამიტომ გადავურეკე

კაილი: ნაილ მირეკავდი?

ნაილი: კი გირეკავდი,ჩვენი შეთანხმება დაგავიწყდა?

კაილი: გამახსენდა

ნაილი: დღეს გეცლება?

კაილი: კი ნაილ

ნაილი: კარგი მაშინ საღამოს გამოგივლი

კაილი: კარგი მანამდე მოვემზადები

ლამაზი კაბა ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე,კი მინდოდა ამ საღამოს დამესვენა,მაგრამ ნაილს უარს ვერ ვეტყოდი,ისედაც რამდენჯერ მთხოვა.ალინას ამის შესახებ ვუთხარი,უცნაურად მიყურებდა,ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იქცეოდა
-კაილ
-ჰოო ალინა
-ეგ კაბა გამომწვევი არაა?
-არა,რა იყო?
-რავიცი მაინც იფიქრე სანამ დრო გაქვს
-კარგი რა მოხდა ასეც რომ იყოს,მხოლოდ ნაილთან ერთად მივდივარ
-მე გაგაფრთხილე
-კაი მგონი მოვიდა უკვე,უნდა წავიდე,გაკოცე
-მიდი აბა და ჭკვიანად იყავი
-პაკა
ნაილმა თავისი მანქანით გამომიარა,საკმაოდ
ელეგანტური იყო
-ნაილ რა სიმპათიური ხარ
-შენ კი ულამაზესი ხარ,როგორც დაგპირდი ქალაქ გარეთ გავალთ,იმედია წინააღმდეგი არ ხარ
-არა რას ამბობ
-ძალიან კარგი
ნაილი როგორც ყოველთვის მორცხვად მიღიმოდა თან მანქანას მართავდა,ჰარისთვის არაფერი მითქვამს,საჭიროდ არ ჩავთვალე,მერე მოვუყვები.
-მოვედით
-უკვე?რა ლამაზი ადგილია,რასტორანი ზღვის პირას
-მოგწონს?
-შესანიშნავია.
ნაილი გადავიდა,შემდეგ კარი გამიღო და მეც გადავედი,იქაურობა ძალიან ლამაზი იყო,და გემრიელობების სურნელიც ტრიალებდა,ძალიან მომშივდა,იმედია ნაილი ძალიან არ დაიხარჯება,ყოველ შემთხვევაში ვეცდები მაინც
-რას შეუკვეთავ?
-რამე სალათს
-რამეს დალევ?
-მმმ,კიი
-რას?
-რასაც შენ
-ჩემთან ნუ ხარ ასეთი ოფიციალური,კაილ
-მაპატიე
-კარგი არაუშავს,ღვინო არ გინდა?
-კიი,რომელი
-მე თეთრი მიყვარს
-იყოს თეთრი
ნაილი მთელ სახეზე აწითლებული იყო,ძალიან ოფიციალური ვახშამი მოაწყო,თითქოს რაღაც მეგობრობაზე მეტი იყო ამ ყვრლაფერში.
ცოტა ხანში ორივე დავთვერით,ძალიან არა ოღონდ,ოდნავ
-არ გინდა წყალთან მივიდეთ?
-ნაილ იმედია არ ჩახვალ,არ შეიძლება ნასვამზე
-არა ნუ გეშინია
-კარგი მაშინ გავისეირნოთ
ნაპირზე ვსეირნობდით,გრილი და სასიამოვნო ღამე იყო,ნაილი იქვე ჩამოჯდა,მოწყენილი ჩანდა,თან ღვინის ბოთლი ეჭირა ხელში და შიგადაშიგ სვამდა ხოლმე,ძალიან დაძაბული იყო
-ნაილ ყველაფერი რიგზეა?
-არა,ალბათ არც არასდროს იქნება
-რატომ?
-კაილ
-გისმენ ნაილ
-რაღაც მინდა გითხრა,მაგრამ არ ვიცი როგორ
-მითხარი ნაილ,ნუ ნერვიულობ
-კაილ იცი მე....
-თქვი
-კაილ მე შენ მიყვარხარ
რამდენიმე წამი ხმის ამოღება არ შემეძლო,არ მეგონა ნაილისგან მსგავ სიტყვებს თუ მოვისმენდი ოდესმე,იმედები გამიცრუვდა,მეგონა კარგი მეგობარი შევიძინე,მას კი თურმე..
-ნაილ რას ამბობ?-თვალზე ცრემლი მომადგა
-კაილ ეს სიმართლეა,იმ დღიდან რაც პირველად დაგინახე შენს გარდა ვერავისზე ვფიქრობ,მიყვარხარ თანაც ძალიან,ამას არ გამოვხატავდი არასდროს,მაგრამ ამდენის მოთმენა აღარ შემიძლია,ჩემს გრძნობებს გულში ვეღარ ვიტევ,კაილ გამიგე გთხოვ
-ნაილ დამშვიდდი
-კაილ მე შენგან იგივე გრძნობას არც ველოდი,ვიცი რომ ჰარი გიყვარს
-ჰარი რა შუაშია,მე შენ როგორც მეგობარს ისე გიყურებ,ნაილ გთხოვ არ გეწყინოს
-არა,არ მეწყინება
ტიროდა,ძალიან შემეცოდა,მისი კარგად მესმის,მეც ხომ გამომიცდია ცალმხრივი სიყვარული
-ნაილ წავიდეთ აქედან,ბნელა
-კარგი წავიდეთ
იქვე მყოფ სასტუმროში მივედით,ერთ ნომერი ავიღეთ,არ მინდოდა ნაილს ბევრი გადაეხადა.
მე საწოლზე დავწექი,ის კი გვერდზე მდგომ სავარძელზე მოკალათდა
-კაილ
-ნაილ დაწყნარდი გთხოვ
-ძალიან მიყვარხარ
ნელ-ნელა მიახლოვდებოდა,ჩემთან შეხებაც კი სცადა
-ნაილ არ შემეხო,გთხოვ,თუ გინდა რომ დავივიწყო ყველაფერი და ჩავთვალო რომ არაფერი გითქვამს,და არც ჰარის მოვუყვე დღევანდელის შესახებ უბრალოდ შემეშვი და დაიძინე,ხვალიდან კი ყველაფერი ძველებურად იქნება,ჩვენ ისევ მეგობრები ვიქნებით
-ამ ყველაფრის შემდეგ შეძლებ ჩემთან ისევ იმეგობრო?
-კი როგორ ვერ შევძლებ,შენ ამაზე არ ინერვიულო,გთხოვ დაიძინე,თუ გინდა საწოლზე დაწექი,უბრალოდ დაიძინე და მეტი არაფერი.
დილით აღელვებულს გამეღვიძა,ნაილის გვერდით თავს უხერხულად ვგრძნობდი,ავდექი წყალი შევისხი,ცოტა მოვწესრიგდი და ნაილიც გავაღვიძე,უკვე დრო იყო სახლში დავბრუნებულიყავით.
-ნაილ თავს როგორ გრძნობ?
-თავი მტკივა ცოტა
-ხოო,მეც ბევრი დავლიეთ გუშინ,არ ადგები?
-ავდგები,შენ როგორ ხარ?
-არც ისე კარგად
-ხომ თქვი რომ ყველაფერს დავივიწყებო?
-ნაილ ეს შენ მართლა გინდა?
-ეს შენი ცხოვრებაა,შენ წყვეტ ვინ უნდა გიყვარდეს და ვინ არა,შეგიძლია არ გიყვარდე ეს შენი ნებაა
-ნაილ ხო იცი რომ ძალიან მიყვარხარ,ოღონდ ისე არა როგორც...
-ხოო,მესმის,კარგი გავემზადოთ და
გავიდეთ.
მთელი გზის განმავლობაში ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია,ნაილი ნაწყენი ჩანდა,თუმცა არ იმჩნევდა,მან ხომ იცის ჰარი როგორ მიყვარს,ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო.
-მოვედით
-ნაილ შენ არ შემოხვალ?
-მე არ მცალია
-კაი,ნახვამდის
-ნახვამდის.
სახლში რომ მივედი შხაპი მივიღე და ჩემს ოთახში წამოვწექი,ნაილის სიტყვები ჩამესმოდა,ნამდვილად არ მინდა მას გული ვატკინო მაგრამ სხვა გზა არ მაქვს,მე სხვა მიყვარს,იმედია ოდესმე შეეჩვევა ამას და ისიც ისე შემომხედავს როგორც მე ვუყურებ.
კარზე კაკუნის ხმა შემომესმა და ავდექი,არაფრის თავი არ მქონდა
-კაილ სად ხარ ამდენ ხანს?
-ვიწექი ალინა
-ცუდად ხო არ ხარ?
-სუსტად ვარ ცოტა,შენ რას შვრები?
-ისე შემოგიარე,სუსტად რატო ხარ?
-გუშინ დავლიეთ,მეორე დღეს სულ ასე ვარ ხოლმე
-ვიცი ხოო,როგორი დრო გაატარეთ?
-კარგი
-მეტს არაფერს იტყვი?
-მეტი რა უნდა ვთქვა?
-რავიცი აბა
-ალინა რის თქმას ცდილობ?
-კაილ მაინტერესებს შენ და ნაილი რას აკეთებდით,რაზე საუბრობდით,მე შენი საუკეთესო დაქალი ვარ და არ მაქვს იმის უფლება,რომ ვიცოდე ეს ყველაფერი
-რათქმაუნდა გაქვს
-მერე?
-ალინა შემეშვი გთხოვ
-ნაილმა რამე ისეთი ხომ არ ჩაიდინა?
-შენი აზრით ნაილი ისეთი ადამიანია რომ ვინმეს ცუდად მოექცეს?მითუმეტეს გოგოს?
-აბა ასე რატომ ხარ?
-არ ვიცი
-იმედია არაფერს მიმალავ
-დამალვით არა,უბრალოდ საჭიროდ არ ვთვლი რაღაც უმნიშვნელი დეტალებით გამოგიტენო თავი,ახლა უნდა დავიძინო,შენ თუ გინდა აქ იყავი.
ოთახში შევედი და ტირილი დავიწყე,ალინასთვის ეს როგორ მეთქვა,ჰარისთან რომ წამოცდეს,თუ ვეტყვი არ წამოცდება,მაგრამ მაინც ვერ გავრისკავ.ალბათ დიდი დრო დამჭირდება ამის გადასატანად,ეს ყველაფერი ნამდვილად არ იყო ადვილი ჩემთვის,არც ნაილისთვის იქნება,რატომ არის ბუნება ასეთი დაუნდობელი?რატომ იტანჯებიან ადამიანები ცალმხრივი სიყვარულით?რატომ?ეს ყველაზე საშინელი გრძნობაა,მითუმეტეს მაშინ როდესაც მისთვის ვერაფერს ვაკეთებ,მის მიმართ იგივეს ვერ გამოვხატავ რასაც ის იმიტომ რომ მე ის არ მიყვარს როგორც ბიჭი.
-პრივეტ
-პრივეტ ალინა
-რა სახე გაქვს,გილოცაავ დაბადების დღეს
-მადლობა,შემოდი
-იმედია მთელი დღე ასე ყოფნას არ აპირებ,18ის გახდი ბოლოსდაბოლოს
-რამეს ვიზამ
-მაგრა უნდა გავერთოთ დღეს
-იმედია გავერთობით
-რატომაც არა,მე ბიჭებს ვეტყვი და საღამოს აქ შევიკრიბებით
-გადაგიწყვეტია უკვე ყველაფერი
-აბა ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღე არ უნდა აღვნიშნოთ,მიყვარხარ,საღამოს მოვალთ
-კაი მიდი აბა.
ოთახისკენ მივდიოდი როდესაც მამიდამ გამაჩერა
-ჩემო ლამაზო გილოცავ,ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ
-დიდი მადლობა მამიდა
-ხო იცი როგორ მიყვარხარ
-მეც ძალიან მიყვარხარ
-ახლა უკვე სრულწლოვანი ხარ და მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია
-ხოო ვიცი
-ვინმეს პატიჟებ?
-კი ალინას და მეგობრებს
-იმედია კარგად გაერთობით
-მათთან ერთად ყოველთვის კარგად ვერთობი

Never leave me |Completed|Onde histórias criam vida. Descubra agora