Harry's POV
დილით ადრე გამეღვიძა,გვერდით ულამაზესი კაილი მეწვა,მთლიანად შიშველი იყო,მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი,მისი ვარდისფერი ტუჩები ჩემს მკერდს ედებოდა,თან ცოტა სველიც იყო.გულში ჩავიკარი,ასეთ მოკლე დროში ასე ძალიან როგორ შემაყვარა თავი?ხელებს ნაზად ვუსვამდი,არ მინდოდა გამეღვიძებინა,ისე ტკბილად ეძინა,არ მჯერა ნუთუ მე ვიყავი ის არაკაცი ვინც ამ ანგელოზ გოგოს შეურაწყოფას აყენებდა?რაც არ უნდა გავაკეთო მის წინაშე დამნაშავე ვარ,ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვასწორებ,დავუმტკიცებ რომ მე სხვა ადამიანი ვარ და სულაც არ ვარ ისეთი როგორიც პირველ შეხვედრაზე მნახა.
Alina's POV
რომ გავიღვიძე თავი საშინლად მტკიოდა,არადა ბევრი სულაც არ დამილევია,არ ვიცი რომელი საათი იყო,მხოლოდ იმას მივხვდი რომ უკვე გათენდა და ადგომის დრო იყო,ჩავიცვი და გამოვედი,ჩაიდანი დავადგი ვიფიქრე ჩაის გავაკეთებ თქო,ტახტზე ჰარი და კაილი დავინახე,ისე საყვარლად იყვნენ ჩახუტებულები სურათის გადაღება მომინდა,თუმცა ეს კარგი იდეა არ იქნებოდა.
-გაღვიძებას არ აპირებთ?(ხმამაღლა დავიყვირე)
-ალინა მღვიძავს რა გაყვირებს?
-ჰარი კაილიც გააღვიძე,თუ არ გინდა კიდე ვიყვირო
-ალინა რა ხასიათზე ხარ?
-მშვენიერ ხასიათზე ვარ კაილ,არ ინერვიულო,ვიფიქრე ტახტზე დავჯდებოდი წყნარად ჩაის დავლევდი თქო
-მალე ავდგებით ნუ ბრაზობ
მგონი ზედმეტად უხეშად გამომივიდა,იმედია კაილს არ ეწყინა,ზოგჯერ გაღიზიანებული ვარ ხოლმე
-ჩაის დალევთ?
-აუუ კიი,ხო დალევ ჰარი?
-კიიKylie's POV
ალინა ცუდ გუნებაზე ჩანდა,ჰარის თანდასწრებით ვერ ვკითხე მიზეზი,იმედია ცუდი არაფერი მომხდარა,ამ ბოლო დროს ძალიან დაძაბულია
-გოგონებო მე უნდა წავიდე
-ასე მალე ჰარი?
-ხოო,შემოგივლი მერე(მაკოცა)
ჰარის წასვლის შემდეგ,ალინას გავხედე უემოციოდ იჯდა
-ალინა რა გჭირს?
-რა უნდა მჭირდეს?
-დღეს რაღაც უცნაურად იქცევი რაშია საქმე,ის გაქვს?
-ხო მარა მიზეზი სხვა არის
-რა არის მიზეზი?
-ჯერ მე თვითონ არ ვარ დარწმუნებული,რომ გავარკვევ გეტყვი,ბარემ დგახარ და ჩაი კიდევ დამისხი რაა
-კაი
-როგორი იყო?
-რაა?
-რა არა ვინ,ჰარი
-აააა,არაჩვეულებრივი,რა იყო?
-არაფერი,კაია თუ მოგეწონა
-შენ რას შვრები ლიამთან?
-თემა ნუ გადაგაქვს,თავი დაიცავით?
-კი რათქმაუმდა
-ძალიან კარგი
-ალინა ჰარი ძალიან შეიცვალა ჩემს მიმართ,შენც ამჩნევ ხო ამას?
-კი,თავიდან არ მჯეროდა,მაგრამ საავადმოყოფოში რომ იყავი მაშინ მივხვდი რომ ნამდვილად უყვარხარ,შენზე ძალიან ღელავდა,თან მთელი ამ დროის განმავლობაში სულ იქ იყო
-ვერ ვიჯერებ
-დაიჯერეე
ცოტა ხანს ვისაუბრეთ მე და ალინამ,ჩაი დავლიეთ,მოგვიანებით წავიდა,კერძო მასწავლებელთან აგვიანდებოდა.
პოპ კორნს ვჭამდი და ტელევიზორ ვუყურებდი,როდესაც ვიღაცამ მომწერა,მმმ ნაილი ყოფილა