𝑪𝒉𝒂𝒑𝒕𝒆𝒓 17

444 30 2
                                    

(ახლანდელი დრო)

kylie's POV

ვიდექი და ვისმენდი ამბავს რომელიც არარეალურად ჟღერდა ჩემთვის,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სიზმარში ვიყავი და მისგან თავის დაღწევას ვერ ვახერხებდი,ალინას ნათქვამი თითოეული სიტყვა გულში ეკალივით მესობოდა,არც კი ვიცოდი მისთვის რა უნდა მეთქვა,მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ
-ალინა ეს როგორ გამიკეთე?!
-კაილ ეს ადრე იყო დამიჯერე...
-ალინა არ გრცხვენია?შენი აზრით მე იგივეს გავაკეთებდი?შენი აზრით ჩემს საუკეთესო დაქალს ცხოვრებას დავუნგრევდი?
-კაილ მაპატიე
-რა გაპატიო?შენ თვითონ არ მომიყევი რა საზიზღრობებიც გაქვს გაკეთებული?შენ თვითონ არ აღიარე ჰარის გამო ჩემზე და საკუთარ თავზეც რომ თქვი უარი?მიპასუხე ამის შემდეგ პატიებას რა ნამუსით მთხოვ?
ყვირილის თავიც აღარ მქონდა,მას მშვიდად ვესაუბრებოდი,გატეხილი გულით
-კაილ ეს ადრე იყო,მას მერე ჰარისთან არაფერი მიცდია
-და მაშინ რატომ სცადე?!
-სულელი ვიყავი
-შენ ახლაც სულელი ხარ ალინა,რადგან გგონია რომ ამ ყველაფერს გაპატიებ
-კაილ გთხოვ ერთი შანსი მომეცი,ძალიან გთხოვ,გპირდები მასე აღარ მოვიქცევი
ალინა ისე ტიროდა მისი სიტყვები თითქოს გულწრფელი იყო
-აქ რატომ მოხვედი,ჰარის პატიებას რის გამო სთხოვდი?
-კაილ გთხოვ ერთი შანსი მომეცი
-თემა ნუ გადაგაქვს,მგონი გკითხე რაღაც
-ჰარის მე დავეჯახე მანქანით,შენთვის ყველაფრის თქმას აპირებდა და იმიტომ
-ამდენი ხანი შენნაირ ადამიანთან როგორ ვიყავი,საკუთარ დად მიმაჩნდი,ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარდი
-ახლა აღარ გიყვარვარ?
-იმსახურებ ამას?
-კაილ მე ყოველთვის მიყვარდი უბრალოდ,ვიცი ცუდად მოვიქეცი,ძალიან ვნანობ,გთხოვ მაპატიე
-ჰარი ავად არის და აღარ გჭირდება?
-ეგ რა შუაშია,უშენოდ ძალიან გამიჭირდება
-ალბათ მეც მაგრამ შევეჩვევი
-კაილ სად მიდიხარ?მომისმინე გთხოვ
-შენთან სალაპარაკო აღარაფერი აღარ მაქვს,დაივიწყე რომ დაქალი გყავდა ჩემი სახით.
მოვდიოდი და ვცდილობდი უკან არ გამეხედა,არ მინდოდა ისევ ჩამეხედა მის მოღალატე თვალებში,არ მინდოდა კიდევ ერთხელ შემეგრძნო ის ყველაფერი რის დავიწყებასაც დღემდე ვცდილობ,მინდოდა ყველანაირი ურთიერთობა გამეწყვიტა მასთან,ალბათ ეს დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა,მაგრამ მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი.
ელენას გავუარე და პირდაპირ სახლში წავედით,ჩემი უხასიათობის მიზეზს ვერ ვეტყოდი,მას ალინა ძალიან უყვარს მე კი არ შემეძლო მისთვის გული მეტკინა,ჯერ ძალიან პატარაა ამისთვის.
საშინლად მოწყენილი ვიყავი,ამდენი იმედგაცრუება ერთი ადამიანისთვის საკმაოდ ბევრია,მიკვირს როგორ ვუმკლავდები ამ ყველაფერს.
საღამოს ნაილი დაბრუნდა სახლში,მომიახლოვდა და შუბკზე მაკოცა
-როგორ საყვარელო?
ხმა არ გავეცი
-კაილ არ გესმის?
-მესმის ნაილ
-მოწყენილი რატომ ხარ?
-არ შეგიძლია უბრალოდ თავი დამანებო?
-როგორც გინდა.
მასთან ლაპარაკის თავი ნამდვილად არ მქონდა,არ ვაპირებდი მისთვის იმ ყველაფრის დაზუსტებას რაც ალინამ მითხრა,ეს ფაქტია,ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ,ამ ყველაფრის შემდეგ კი ორივენი მთხოვენ რომ ვაპატიო და მათთან ერთად ისე ვიცხოვრო თითქოს არაფერი მომხდარა,ეს სრული მარაზმია.
დეპრესიული ცხოვრების დაწყებას ნამდვილად არ ვაპირებდი,ამიტომაც ჩემს საქმეებს დავუბრუნდი,ვცდილობდი ისე მეცხოვრა როგორც ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ,კარგად გამომდიოდა სხვებისთვის იმის დანახება რომ ბედნიერი ვარ,ჩემს გულში ჩახედვა კი არავის შეეძლო.
-კაილ დაბრუნდი?მიხარია შენი დანახვა
-მეც ლუკასს,მომენატრა აქაურობა
-ალინა რატომ მოვიდა?
-ლუკასს მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ,ჩემი თანდასწრებით მისი სახელი აღარ ახსენო
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ
-მარტო როგორ შეძლებ ბიზნესის მართვას?
-ვინმე სხვას ვნახავ
-ჩემი ნათესავია ერთი,კარგი გოგოა,თუ გინდა სცადე მასთან თანამშრომლობა
-კარგი ვნახოთ.
ეს იდეა ნამდვილად მომწონდა,ბიზნეს პარტნიორის გარეშე გამიჭირდებოდა,ამიტომ ურიგო არ იქნებოდა ვინმესთან ერთად გამეგრძელებინა საქმე.
ლუკასმა თავისი ნათესავი გამაცნო,სასიამოვნო შესახედაობის ახალგაზრდა გოგო იყო
-გამარჯობა მე ლიზა ვარ
-გამარჯობა მე კაილი,იმედია კარგად გავუგებთ ერთმანეთს
-იმედია
-ლიზა შენს აქ მოყვანას ლუკასის გამო დავთანხმდი,ეს ძალიან სარისკო საქმეა,იმედები არ გამიცრუო,ეცადე ჩემი ნდობა დაიმსახურო და შემდგომში შესაძლოა ბიზნეს პარტნიორებზე მეტიც გავხდეთ
-ყველანაირად შევეცდები
-ძალიან კარგი.
ვცდილობდი დრო ისე გადამენაწილებინა რომ ყველაფერი მომესწრო,სამსახური,ბავშვის აღზრდა,სპორტული აქტივობა და ა.შ. ასევე ჰარის მონახულებაც,მასთან ხშირად დავდიოდი,ის კი ვერაფერს ხვდებოდა,მისი ამ მდგომარეობაში ნახვა გულს ისე მტკენდა რომ მინდოდა იქვე მოვმკვდარიყავი,საშინელებაა საყვარელი ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ნახვა,მითუმეტეს იმის ვინც ერთ დროს ჩემი ცხოვრება გაალამაზა.

Never leave me |Completed|Donde viven las historias. Descúbrelo ahora