𝑪𝒉𝒂𝒑𝒕𝒆𝒓 7

563 34 0
                                    

Harry's POV

დილით გავიღვიძე თუ არა ულამაზესი კაილი დავინახე,ჩემს მკლავზე ედო მხარი,თმები ოდნავ აწეწილი ჰქონდა,ძალიან ცხელი იყო,ტანზე ვეფერებოდი,მას კი მშვიდად ეძინა.
გადავწყვიტე ავმდგარიყავი და მისთვის საუზმე მომემზადებინა,ბევრი არაფერი გვქონდა ამიტომ ბეკონი და კვერცხი შევწვი ერთად,ისიც მალე ადგა,ახალგაღვიძებულიც ულამაზესი იყო
-გაიღვიძე ბაჭია?
-ეგრე ნუ მეძახი
-მაპატიე,ხო ისაუზმებ?
-კიი,შენ მოამზადე?
-ხოო,რა გიკვირს?პირველად ხომ არ ვამზადებ?
-არა
-დღეს რა ვქნათ?
-რა გინდა რომ ვქნათ?
-მმმმმ
-სად გირჩევნია?
-სადაც გინდა,მაგრამ მერე რა ვქნათ,კაილ?
-თუ გინდა სადმე გავიაროთ
-შეიძლება,მე შუადღეს უნდა გავიდე,ხო არ მოიწყენ?
-არა,სად მიდიხარ?
-ბიჭებთან უნდა გავიარო
-ძალიან არ დაიგვიანო.
საუზმეს რომ მოვრჩით ჩავიცვი და ლუისთან წავედი,კაილი არ მოიწყენს,ალინასთან ერთად გაერთობა
-რას შვრები ლუი?
-ეხლა მივდიოდი უნივერსიტეტში,შენ რას შვრები?
-მე ისეთს არაფერს,იმ დღეს რომ გაჩითე კიდე გაქვს?
-რა იყო მოგეწონა?
-აუ ძაან მაგრა წავიდა
-ცოტა უნდა მქონდეს
-მიდი მოიტანე რაა
-ჰარი არ გინდა,იმ დღეს უბრალოდ გავერთეთ,აღარ გინდა შეეჩვევი
-მოიცა რაა,გამოიტანე
-კარგი,მე გაგაფრთხილე
ლუიმ მოიტანა კოკაინი,ძალიან ცოტა იყო
-ლუი შენ არ გინდა ხომ?
-არა
-ძალიან კარგი
თითქმის ერთ შესუნთქვაზე შევისუნთქე,თავიდან არა მაგრამ მერე იგივე ეფექტი ქონდა რაც წინაზე,სამყაროს სხვანაირად აღვიქვამდი,იმ მომენტში მეგონა,რომ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა,სამწუხაროდ ვცდებოდი
-ლუი,საიდან ჩითავ?
-არ გეყო ჰარი?
-ბიჭო რო გეკითხები მიპასუხე
-ვიყიდე ერთი ტიპისგან,შუამავალია
-მომეცი მაგის ნომერი

Kylie's POV

ჰარიმ რომ წავიდა ცოტა მოვიწყინე,ამიტომ ალინას გავუარე და ერთად წავედით საყიდლებზე,თან სამსახურის მოძებნაც მინდოდა,ჰარის ხარჯზე ხომ არ ვიცხოვრებდი
-კაილ ეს კაბა ნახე მოგიხდება
-ძალიან ლამაზია,მაგრამ ზედმეტად გამომწვევი
-მერე რაა,არ გინდა ჰარი გააგიჟო?
-მას ეს არ სჭირდება
-გასაგებია,ესე იგი შენ ისედაც ატყვევებ მას
-რათქმაუნდა
-კარგია
-ალინა მუშაობის დაწყება მინდა,არ იცი სად შეიძლება დავიწყო?
-კაილ ჩემი სახლის წინ რომ ბარია,იქ შეგიძლია დაიწყო დამხმარედ,მე იქ ვიყავი თავიდან,მერე დრო აღარ მქონდა
-ხვალ ან ზეგ მივალ,ამიყვანენ?
-მთავარია შრომისმოყვარე იყო და აგიყვანენ
-ეგ არაა პრობლემა
-ხო და წავიდეთ ხვალ,ჰარისთვის არ გითქვამს?
-ჯერ არა,ვეტყვი საღამოს
-მაინტერესებს რას იტყვის
-რა უნდა თქვას,იმედია გაუხარდება
-იმედია
ჰარის სახლს რომ ვუახლოვდებოდით,იქვე ნაილის მანქანა დავინახე,რა უნდოდა,მერე მივედით მასთან,ალინამაც შენიშნა
-ნაილ აქ რა გინდა?ჰარი აქ არაა
-ვინ თქვა რომ ჰარისთან მოვედი კაილ?
-აბა კაილთან მოხვედი?
-ალინა შეიძლება ისე გამოიარა,არ შეიძლება?
-კიი,როგორ არა,რო არ მეჩქარებოდეს ვკითხავდი მიზეზს,კაი აბა გაკოცეთ
-ნაილ აქ რატომ მოხვედი?
-კაილ შენი ნახვა მინდოდა
-ჩვენ ხომ შევთანხმდით
-მე შენ არაფერს გაძალებ,უბრალოდ მინდოდა მენახე,არ დამპატიჟებ შენთან?
-როგორ არა
რა ვქნა?გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი,მე მას პატივს ვცემდი,მაგრამ მაინც მეშინოდა ჩვენი მეგობრობა არ დასრულებულიყო,მე მართლა მინდოდა მასთან კარგი ურთიერთობა მქონოდა,მაჰრამ არა სასიყვარულო.
-ჰარი სად არის?
-ლუისთან იქნება
-შენ რას შვრები?
-გამოცდებისთვის ვემზადები
-წელს აბარებ ხო?
-ხოო
-ჩემზე გაბრაზებული ხარ?
-არა
-აბა თვალს რატომ მარიდებ?
-ნაილ არ გინდა გთხოვ,მაშინდელის გამო ისედაც შოკში ვარ,შევეჩვევი და მერე ისევ ჩვეულებრივად დაგელაპარაკები
-არ მინდა რომ ჩემზე გაბრაზებული ან ნაწყენი იყო,იმტომ რომ ძალიან მიყ...
-ნაილ გაჩუმდი,თუ გინდა რომ შენთან ურთიერთობა არ გავწყვიტო ამ თემაზე აღარ დამელაპარაკო
ჩემთვის ამ სიტყვების თქმა ძალიან რთული იყო,ცალმხრივი სიყვარული მართლაც საშინელებაა.
მე და ნაილი აივანზე გავედით,უკვე საღამო იყო,ცოტათი გრილოდა
-ჰარი სად არის ამდენ ხანს,ვურეკავ და არ პასუხობს
-ეგრე იცის ხოლმე არაუშავს
ნაილი ძალიან მიახლოვდებოდა,ამან ცოტა შემაშინა
-ნაილ რას აკეთებ
-მინდა თვალებში გიყურო
ის მართლაც სიმპათიური იყო,მაგრამ მე ჰარი მიყვარდა,მას სხვა თვალით როგორ შევხედავდი
-ნაილ
-ულამაზესი ხარ,შენი ტუჩები,შენი თვალები
-ნაილ შეწყვიტე
ტუჩები მელ-ნელა მომიახლოვა და ჩემსას შეახო,რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექით სანამ ჰარის ხმა არ გავიგონეთ
-ჰეიი აქ რა ხდება
ჯანდაბა იმედია ვერ დაინახა
-ჰარი ისე შემოვიარე
-შენ რა ჩემთვის შეყვარებულის წართმევას აპირებ?
-არა რას ამბობ?
-კარგი რა გჭირს ვიხუმრე
-ჰარი ნასვამი ხარ?
-ხოო ცოტათი კაილ,იმედია ნასვამ ბიჭებზე ალერგია არ გაქვს
-არა-მასზე ცოტა გაბრაზებული ვიყავი,არცერთხელ არ დაურეკავს
-ნაილ თუ გინდა გაგაცილებ
-ჩემით წავალ
-ხოო წადი წადი თორე დაღამდება და შენ სახლს ვეღარ მიაგნებ ვაჟიშვილო-ჰარიმ სიცილი უაზროდ დაიწყო
-ჰარი როგორ მელაპარაკები
-თუ მიდიხარ წადი
ჰარი უცნაურად გამოიყურებოდა,თითქოს მხიარული იყო,მაგრამ ცოტა სიბრაზეც ემჩნეოდა,ხომ არ მიხვდა რამეს,იმედია არა.
-მდააა
-რა მოხდა ჰარი?
-რა უნდა მომხდარიყო?არც არაფერი,მჰჰჰ
-გაღიზიანებული მეჩვენები
-შენ და ნაილი უხდებით ერთმანეთს,ვერაფერს ვიტყვი
-ჰარი რას ამბობ?გაგიჟდი?
-მე გავგიჟდი?გგონია ვერ დავინახე რა ახლოს იყავით ერთმამეთთან?!
-ჰარი შენ რომ არ მიყვარდე აქ ხომ არ გადმოვიდოდი
-ეგ არავინ იცის
-ანუ არ მენდობი?
-არ არა,უფრო ვერ
-იდიოტი ხარ
ტირილით გავიქეცი საძინებლისკენ,რა უაზროდ ეჭვიანია,ნასვამი ასე უნდა ჭედავდეს ხოლმე სულ?
-კაილ რა გჭირს?
-შემეშვი ჰარი
-კაი რაა,რაზე ბრაზობ
-იცი რაზეც
-მაპატიე,ხუმრობა იცი რა არის?
-შენ არ ხუმრობდი
-თავიდან არა,მაგრამ ეხლა მივხვდი რომ მართალი ხარ
-ხოო,კაია რომ მიხვდი,ეხლა წადი
-ჩემი საძინებლიდან მაგდებ?
-კარგი მაშინ მე წავალ
გაბრაზებული ავდექი და ამ დროს ჰარიმ გამაჩერა
-სად მიდიხარ?დარჩი
-გამატარე
-რო არა?
ჰარი ჩემს ტუჩებს შეეხო,ხელი ძლიერად ჩამავლო,არ მიშვებდა
-ჰარი
-კაილ რა მაცდური ხარ
-ჰარიი
მისთვის წინააღმდეგობა აღარ გამიწევია,რადგან ეს ყველაფერი მეც ძალიან მინდოდა,თავიდან მიბრაზდება მერე კი ასე საყვარლად ცდილობს ხოლმე ჩემს შემორიგებას.
-ჰარი დღეს სად იყავი მთელი დღე?
-ლუისთან
-რატომ არ დამირეკე?
-ისე გავერთე დამავიწყდა
-მე კი მთელი დღე შენზე ვფიქრობდი
-მაპატიე კაილ,იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ
-მეცც,მაკოცე
ჰარის ჩემი გეგმების შესახებ ვესაუბრე,სამსახურის შესახებ ძალიან მოეწონა,მართალია ცოტა ნასვამი იყო,მაგრამ მაინც გამიგო,რათქმაუდა აუცილებელი იყო მუშაობის დაწყება,თან სწავლა.
მომდევნო დღეებიც მეტად საინტერესო იყო,მე და ჰარი დროს ერთად ვატარებდით ხან სად ხან სად,მასთან არასდროს მწყინდებოდა,მამიდასაც ხშირად ვნახულობდი,ისევე როგორც ჩემს მეგობრებს,მე და ნაილი ვცდილობდით მეგობრული ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა,უფრო სწორედ მე ვცდილობდი ამას,მას კი სხვა გზა არ ჰქონდა.
ჰარის იმ დღის შემდეგ ნაილზე აღარ უეჭვიანია,მასთან დაკავშირებით კითხვებს აღარ მისვამდა,თუმცა ამ ბოლო დროს ცოტა უხეშად იქცეოდა,ალბათ ამ ყველაფრის მიზეზი მისი ბავშობის დროინდელი ტრამვებია.
-ჰარი სად მიდიხარ?
-მომწყინდა სახლში,გარეთ გასვლა მინდა
-გინდა სადმე წავიდეთ?
-მინდა რომ მეგობრები ვნახო,შენ დარჩი
-ჰარი უკვე მერამდენედ
-კარგი რაა,ისედაც სულ ერთად ვართ,ცოტა ხნით რომ გავისეირნო არ შეიძლება?
-როგორ არა.
ჰარის საღამოსკენ გავიდა,მეც გადავწყვიტე ალინასთან გავსულიყავი,მისთვის არ დამირეკავს,ჩავიცვი და ისე დავადექი.
-პრივეტ კაილ
-პრივეტ ალინა,მარტო ხარ?
-არაა,შემოდი
-ჰარი სახლში არ არის და ძალიან მოვიწყინე
-აქ დარჩი თუ გინდა
-კარგი,ლიამ?
-პრივეტ კაილ
-პრივეტ ლიამ
-აბა კარგად გოგოებო,უნდა წავიდე
-რას აკეთებდით შენ და ლიამი?
-ამა გამოიცანი
-მგონი ჯობია თქვენც ერთად გადაცხოვრდეთ
-მოიცა რაა,ჯერ ისეთი არაფერი ხდება,უბრალოდ მოგვწონს ერთმანეთი და სექსი გვაქვს
-მინდა რომ ბედნიერი იყო ალინა,ხო იცი?
-როგორ არა
მე და ალინამ ჯერ ფილმს ვუყურეთ,შემდეგ ნაყინი ვიყიდეთ და გავისეირნეთ
-კაილ რამდენი ხანია შენთან ერთად არ მისეირნია მთვარის შუქზე,როგორ მომნატრებია
-მე ბავშვობა გამახსენდა,სულ ერთად ვსეირნობდით,კაი დრო იყო
-მაშინ სადარდებელი არაფერი გვქონდა
-ახლა რა გვაქვს?
-მაშინ შეყვარებულები არ გვყავდა,მათ გამო ცრემს არ ვღვრიდით,ახლა ყველაფერი შეიცვალა
-ალინა ლიამთან თავს კარგად არ გრძნობ?
-ლიამთან თავს გადასარევად ვგრძნობ
-ხო და რა გინდა
-შენ როგორ გრძნობ თავს ჰარისთან?
-მშვენივრად
-ეჰჰჰ
-რა მოხდა?
-არაფერი
-რა არაფერი?ალინა
-მოკლედ დიდი ხანია რაღაცის თქმა მინდა და ვერ გეუბნები
-რისი თქმა გინდა
-ეს მხოლოდ ჩემი ეჭვებია
-თქვი
-მე მგონი ნაილს უყვარხარ
-ვიცი
-კაილ შენ ვერ გამიგე,ნაილს როგორც ქალი ისე უყვარხარ
-ვიცი თქო ალინა
-საიდან იცი?
-მაშინ ვახშამზე რომ დამპატიჟა ყველაფერი მითხრა
-ანუ ნამდვილად უყვარხარ?
-ხოო
-აუუ რა მაგარია
-რა არის მაგარი?
-კარგი რაა,მაგ შენ უჟმურ ჰარის ბევრად ჯობია
-ალინა რეებს ამბობ?მე და ნაილი შევთანხმდით რომ მხოლოდ მეგობრები ვიქნებით და მეტი არაფერი
-ამას შენ შეუთანხმდი
-ალინა გთხოვ,არ მინდა ამ თემაზე საუბარი,ისედაც გული მტკივა ჩემს გამო ასე რომ იტანჯება
-ხო და მიეცი შანსი
-ალინა ეს ჩემი მხრიდან არასწორი საქციელი იქნება,მე ჰარის ვხვდები
-ეგრევე ჩაუგორდი თქო არც მითქვამს,ნელ-ნელა რაა
-ალინა შენ არაფერი არ გესმის
-ეს შენ არ გესმის არაფერი,ჯობია დავბრუნდეთ,აცივდა
-კარგი.
მე და ალინამ ბავშვობა გავიხსენეთ,მთელი ღამე კარჰად ვერთობოდით,უცებ ჰარიმ დამირეკა,ჯანდაბა მისი გაფრთხილება დამავიწყდა
-გისმენ ჰარი
-სად ასე გვიან?!
-ალინასთან,რა გაყვირებს?
-რომ გაგეფრთხილებინე კარგი იქნებოდა
-შენ ხო რას ამბობ სულ მირეკავ
-ეგ რა შუაშია ახლა?
-ხვალამდე ჰარი
-რაო ჰარიმ?
-რატომ არ გამაფრთხილეო
-ხო არ ეჭვიანობს?
-იმ დღეს ნაილი იყო ჩემთან,ცოტა იეჭვიანა
-არა აქვს საეჭვიანო თუ რაა?
-ალინა გეყოს
-კაი ხოო დავიძინოთ
-ძილინებისა.
საკმაოდ გვიანი იყო როცა დაძინება გადავწყვიტეთ,გვიანაც გაგვეღვიძა,ალინას დავასწარი და მასზე ადრე ავდექი
-უკვე მიდიხარ?
-ხოო,ბევრი სამეცადინო მაქვს
-კაი
-შენ არ ადგები?
-აუუ არაა,ძაან მეძინება
-კაი წავედი ზარმაცუნა,მერე დაგირეკავ
-მიდი ხოო.
სახლში რომ მივედი არავინ იყო,კარგია რომ გასაღები თან მქონდა,ჰარი ისევ არ იყო სახლში,რა უცნაურია,აქ იმისთვის გადმოვედი რომ სულ მარტო ვიყო?
-ჰარი სად ხარ?
-ეხლა გავედი
-მალე მოხვალ?
-არ ვიცი,სამსახურის მერე ლუისთან ვაპირებ გასვლას,რამე ხომ არ გინდოდა?
-არა რა უნდა მინდოდეს?
-ძალიან კარგი
-ჰარიი
-გისმენ
-მომენატრე
-მეც,ვეცდები მალე მოვიდე
-ძალიან მიყვარხარ
-მეც ჩემო სიხარულო.
მეცადინეობა დავიწყე,დატვირთული წელი მქონდა,უამრავი სამეცადინო და კიდევ ათასი რამ,ისე გავერთე სწავლაში რომ ძლივს გავიგე კარზე კაკუნი რომ იყო
-როგორ ხარ კაილ?
-კარგად შენ ლუი?
-კარგად,რას შვრები?
-ეხლა ვმეცადინეობდი,სიმართლე გითხრა ცოტა დავიღალე კიდეც
-მეც დამღალა ამ უნივერსიტეტმა,ჰარი სადაა?
-სამსახურშია
-შენც დაიწყე ხომ?
-ხოო,ალინას სახლთან რომ ბარია იქ
-კარგია,საახალწლოდ რას აპირებთ?
-მაგაზე ჯერ არ გვიფიქრია
-იქნებ რამე მოვიფიქროთ,შარშანდელის მსგავსი
-კარგი იქნებოდა,იმედია ჰარისაც მოეწონება,მასთან ამ თემაზე ჯერ არ გისაუბრია?
-არაა,ჰარი რამდენიმე დღეა არ მინახავს
-მოიცა გუშინ შენთან არ იყო?
-არა,რა იყო?
-არა არაფერი
რა უცნაურია,ამდენი ხანი მეგონა ჰარი ლუისთან დადიაოდა,რატომ მატყუებდა?ვინმე ხომ არ ჰყავს?არაა,არამგონია,მაგრამ რაღაც აშკარად ხდება,ნეტა რა?
-კაილ რამე მოხდა?
-არა ლუი
-რა ჩაფიქრებული ხარ?
-რაღაცაზე ჩავფიქრდი,მაპატიე
-კაი კაილ უნდა წავიდე,ისე შემოგიარე მომენატრე უბრალოდ
-კაი მიდი ლუი,შემოიარე ხოლმე.
ახლა რა ვქნა,ჰარიზე ვფიქრობდი,რისთვის დასჭირდა ჩემი მოტყუება,ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევა,რომ მოვა ყველაფერს გავარკვევ,მასთან ამ თემაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს,არ მინდა ჰარის და ლუის მეგობრობას პრობლემა შევუქმნა.
რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა ჰარი,ფხიზელი ისევ არ ჩანდა,ყველაფრის მიუხედავად მაინც მონატრებული მყავდა და გულში ჩავიკარი,ისიც მთელი ძალით ჩამეხუტა,კარგი სურნელი ჰქონდა
-ჰარიი ძალიან მენატრები როცა სახლში არ ხარ
-მეც მენატრები პატარავ
-სად იყავი?
-ნაილთან,ვსვამდით
-გეტყობა
-შენ ხომ არ მოიწყინე მარტომ?
-კიი,მოვიწყინე უშენოდ
-მაშინ გაგართობ,არ გინდა?
-მინდა
ჰარიმ თავისკენ მიმწია და მაკოცა,ეს კოცნაც მონატრებული მქონდა,მაიკა უცებ გაიძრო,მისი ლამაზი სახე მატყვევებდა,ტანსაცმელი უცებ გამხადა და საქმეს შეუდგა,მისი სველი ტუჩები ჩემს კისერში დასრიალებდა,მგონი ჰარი ასეთი ცხელი არასდროს ყოფილა.
ჰარის მალევე ჩაეძინა,მე ვერ ვიძინებდი,ფიქრები არ მასვენებდა,ჰარი აშკარად რაღაცას მიმალავდა,ეს როგორმე უნდა გამერკვია,თავიდან მისი ტელეფონი ავიღე,ვიფიქრე ესემესებს შევამოწმებ თქო,ისეთი არაფერი იყო,ამიტომ შარვლის ჯიბეში ჩავუდე,რაღაც კიდევ ედო ჯიბეში,პატარა პარკი იყო,ჯიბიდან ამოვიღე შიგნით რაღაც ფხვნილი ეყარა,ჯანდაბა,იმედია ეს ის არ არის რასაც მე ვფიქრობ,ნუთუ ჰარი ნარკ.....არა ამ ფიქრებს თავიდან ვიგდებდი,ბიჭი რომელიც მთელი გულით მიყვარს ასე არ მატკენს გულს,იმედია,ეს როგორ ვუთხრა,ახლა მაგის გამო ვერ გავაღვიძებ,ჩემს პირველ შეყვარებულს მარიხუანას მოწევას ვერ ვპატიობდი ეს კი...თავს საშინლად ვგრძნობდი,იმედები გამიცრუვდა,მეგონა ყვრლაფერი დასრულდა,დასრულდა ჩვენი სიყვარულის ისტორია,მას ტკბილად ეძინა,მე კიდევ ცრემლებად ვიღვრებოდი,რა გულუბრყვილო ვარ,ასე ბრმად როგორ ვენდე მას,იქნებ ვცდები,მაგრამ ამის შანსი ძალიან მცირეა,არ მეგონა ჰარი ამ დონემდე თუ დაეცემოდა,ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი,მეგონა მისი უცნაური ქცევები მისი ტრამვების ბრალი იყო,მას ნამდვილად რთული ბავშვობა ჰქონია,მისი ნამდვილად მესმის,მაგრამ ეს მეტისმეტია,მე მას ვენდობოდი,საკუთარ სულს და სხეულს ვანდობდი,მან კი ასე უნდა მომატყუოს?მთელი ღამე მსგავს ეჭვებში ვიყავი,ბოლოს კი მივხვდი რომ ჯერ ყველაფერი უნდა გამერკვია,იქნებ სინამდვილეში სულ სხვა რამ ხდება.

Never leave me |Completed|Donde viven las historias. Descúbrelo ahora