-შენ?
-როგორ ხარ კაილ?
-ჰარი?
ტირილი მინდოდა,მაგრამ თავს ვიკავებდი,რაც ძალიან რთული იყო
-კაილ
-ჰარი შენ აქ რა გინდა?
-მანდ დიდ ხანს იდგები?
ჰარისთან შევედით,ის ძალიან შეცვლილი იყო,მისი მანერებიც და გარეგნობაც ძალიან შეიცვალა,ის ბევრად უფრო თავაზიანი იყო,ვიდრე მანამდე,გრძელი თმები ჰქონდა,წვერი ოდნავ ამოსვლოდა ნიკაპზე,საოცრად სიმპათიური იყო,სიტყვებითაც ვერ აღვწერ ისეთი,ჩემში ძველმა გრძნობებმა ამოხეთქეს,რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას არ ვიღებდით
-ზეინ დაგვტოვე მე და კაილი
-კარგი
-კაილ
-გისმენ ჰარი
-ძალიან მომენატრე,შენ არა?
-ჰარი სად იყავი ამდენი ხანი?
-ლონდონში ვიყავი,ბიძაჩემთან
-რატომ დაბრუნდი?
-ვერ გავძელი
-ჰარი შენი სახლიდან რომ წამოვედი ჩემთვის არც ერთხელ არ დაგირეკავს და არ მიგიკითხივარ,ახლა კი ამბობ რომ მოგენატრე?!შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა
მისი თანდასწრებით ავტირდი
-კაილ რომ დამერეკა რა უნდა მეთქვა,ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი,ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი,ხომ იცი იმას ფხიზელ მდგომარეობაში არ ვიზამდი,რასაც ვაკეთებდი,ძალიან ვნანობ,მაპატიე გთხოვ
ჰარიც ატირდა,მისი სიტყვები ნამდვილად გულიდან ამოსული იყო
-ჰარი...
ტელეფონზე ნაილმა დამირეკა,ვუთხარი რომ სახლისკენ მივდიოდი,თან ვსეირნობდი,ამ სიტუაციაში სხვა ვერაფერი მოვიფიქრე
-ვიცი რომ ნაილზე დაქორწინდი
-ჰარი მე შენთვის არასდროს მიღალატია,გეფიცები,როცა შენთან ვიყავი ნაილთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდა
-ვიცი კაილ,ეს მაშინაც ვიცოდი,უბრალოდ ბრაზის ამონთხევის ერთადერთი გზა ეჭვიანობა იყო,წამლების ზემოქმედება რომ მთავრდებოდა აგრესიის მოზღვავებას ვგრძნობდი,ვიცი ჩემი ბრალია,თავს არც ვიმართლებ,არაკაცი ვარ
-კარგი ჰარი დამშვიდდი,აქ დიდხანს ვერ დავრჩები,უნდა წავიდე
-გაგიყვანო?
-მირჩევნია ზეინმა გამიყვანოს
-კარგი კაილ,ამ დღეებში გნახავთ შენ და ნაილს
-კარგი ჰარი,კარგად.
ზეიმა წამომიყვანა თავისი მანქანით,სახლში მალე მივედით,ნაილი როგორც ჩანს ჯერ კიდევ წვეულებაზე იყო,ერთადერთი რაც იმ მომენტში მინდოდა ეს დაძინება იყო,ზეინს დავემშვიდობე და საძინებელში შევედი,საშინლად დაღლილი ვიყავი,არავისთვის აღარ დამირეკავს,რამდენიმე წუთში მკვდარივით ჩამეძინა.
დილა რათქმაუნდა ხმაურით დაიწყო,ეს ხმაური გარედან შემოდიოდა,ნაილიც სახლში იყო
-გაიღვიძე პატარავ?
-ნაილ გვიან მოხვედი?
-კიი,საკმაოდ,მაგრამ მაინც დაგასწარი ადგომა
-ისეთი დაღლილი ვიყავი ვეღარ გავძელი წვეულებაზე
-მაშინ შენ ვერ ჩემს დაბადებისდღეზე ვერ გაძლებ,ხვალ
-ეგ სულ არ მახსოვდა,რას ვაპირებთ?
-ვიწრო წრეში მხოლოდ
-კაი რაა ნაილ
-არ ადგები?
-კიი,თან მამიდაჩემთან გავივლი,ელენას წამოვიყვან
-ხო რათქმაუნდა,იმედია არ მოიწყინა ანგელოზმა
-იმედია.
მე და ნაილმა ერთად ვისაუზმეთ,შემდეგ კი ელენას წამოსაყვანად წავედი,ჩვენს ქუჩას რომ გავცდი,ნაცნობმა ხმა მომესმა,ეს მანქანაში მჯდომი ჰარი იყო
-კაილ სად მიდიხარ?მე წაგიყვან
-მამიდაჩემთან მივდივარ
-კარგი დაჯექი
მის გვერდით დავჯექი,გრძელი თმები ძალიან უხდებოდა,პერანგის ზევითა ღილები გახსნილი ჰქონდა ისე რომ გულ-მკერდი მთლიანად უჩანდა,მისი ტატუები ძალიან კარგად გამოიკვეთა.
-მამიდას ხშირად ნახულობ ხომ?
-ხოო,თან ელენაც უნდა წამოვიყვანო
-ელენა ვინ არის?
-ჩემი ქალიშვილია
ჰარის აღელვება შევატყე,სახეზე სულ გაწითლდა,ხმაც უკანკალებდა
-ანუ შენ და ნაილს შვილიც გყავთ
-ხოო,რატომ არ უნდა გვყავდეს?
-როგორ არ უნდა გყავდეთ,მგონი მოვედით
-კარგი გადავალ,დამელოდები?
-კი რათქმაუნდა.
კორპუსში მალე ავედი,კარი მამიდაჩემმა გააღო
-პრივეტ მამიდა
-როგორ ხარ კაილ?
-კარგად შენ?
-კარგად,მოდი
-ელენას წავიყვან
-დედა მოხვედი?
-მოვედი ჩემო სიხარულო,მიდი გაემზადე უნდა წავიდეთ
ელენა მალე გაემზადა და დაბლა ჩავედით
-ჩაჯექი საყვარელო
-გამარჯობა
-გამარჯობა პატარა,მე ჰარი ვარ
-მე ელენა
-სასიამოვნოა
-დედა ეს კაცი ვინ არის?
-ჩემი მეგობარია საყვარელო
-ძალიან საყვარელია,თან ჩემსავით მწვანე თვალები აქვს
-ხოო?
-ხოო
სახლთან მალე მივედით,ელენა მალევე გადავიდა,მე და ჰარი კი დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს
-კაილ ულამაზესი ხარ
-ჰარი მეე...
-კაილ
ჰარი თმაზე შემეხო,მისი სახე ჩემთან ძალიან ახლოს იყო,მინდოდა მისი მარწყვივით ტუჩები დამეგემოვნებინა მაგრამ ეს არ შეიძლებოდა
-ჰარი მე გათხოვილი ვარ
-ვიცი,მაპატიე
ჰარი გადავკოცნე და მანქანიდან გადმოვედი,მისი სურნელი თან გამყვა,ეს ძალიან სასიამოვნო იყო.
-მოვიდა ჩემი ორი პრინცესა?
-ნაილ შენ ჯობია იმათ დაურეკო ვისაც ხვალ ვპატიჟებთ
-ჰარი დაბრუნდა იცი?
-მართლა?შენ საიდან იცი?
-გუშინ ლიამმა მითხრა
-ხოო
-იცოდი?
-ნაილ როგორი ტორტი გინდა შოკოლადის თუ მარწყვის?
-შოკოლადის
-ძალიან კარგი,ახლავე დავრეკავ და შეკვეთას მივცემ
-საერთოდ არ მიხარია 24 ის რომ ვხდები
-რატომ?უკვე დიდი კაცი ხარ
-აქამდე არ ვიყავი დიდი?
-კიიი,როგორ არა,მე მანამდე გამოვიცვლი
-კაი.
გამოსაცვლელად შევედი ოთახში როცა ელენაც შემომყვა,მოწყენილი ჩანდა
-რა მოხდა ელენა?
-დედა ჰარის კიდევ ვნახავთ?
-კი ვნახავთ ხოლმე
-ძალიან საყვარელი და მეგობრულია
-ოჰჰჰ,მოგეწონა?
-ხოო
-ვაიმე ჩემო პატარა,რა საყვარელი ხარ,გინდა გავისრირნოთ?
-კი.
მე და ელენა გარეთ გავედით სასეირნოთ,კარგი ამინდი იყო ამიტომ დიდ ხანს გავჩერდით,ჰარიზე ვფიქრობდი,მისი დავიწყება შეუძლებელია,ის ხომ ასე ძალიან მიყვარდა,მასსავით ჯერ არავინ მყვარებია(რათქმაუნდა ბიჭს ვგულისხმობ)მისი მზერა თავიდან არ ამომდის,მისი ულამაზესი მწვანე თვალები,ვარდისფერი ტუჩები და გრძელი თმა რომელიც საოცრად სიმპათიურს აჩენს,რატომ არის ასეთი კარგი?რატომ?მე ხომ გათხოვილი ვარ,ოჯახი მყავს,მაინც მასზე რატომ ვფიქრობ?რაც მან გამიკეთა იმის მერე ისევ მისი სიყვარული რატომ მწვავს,გარეთ რომ არ ვყოფილიყავი ალბათ ვიტირებდი,ამ იდიოტმა ჩემი მიძინებული გრძნობა გააღვიძა,საერთოდ რატომ გამოჩნდა?ის და ზეინი ამდენი ხანი შეთანხმებულად მოქმედებდნენ როგორც ჩანს,ჰარი კი არც თუ ისე ცუდი ადამიანი ყოფილა როცა გავიცანი,თუ ზეინს დავუჯერებთ რათქმაუნდა.
გარეთ დიდ ხანს ვიყავით
-დედა ნაყინს მიყიდი?
-ელენა რომ ცივა
-დედა გთხოვ რა,არ გავცივდები
-კარგი გიყიდი,ოღონდ მარტო დღეს
-კარგი.
საღამო იყო როცა სახლში წავედით,ნაილი რაღაც გემრიელობას ამზადებდა
-რას აკეთებ ნაილ?
-იაპონური საჭმელია,იმედია მოგეწონება
-იმედია,როგორც ჩანს დროს ტყუილად არ ხარჯავ,ყოჩაღ ნაილ
-აბა რა ვქნა
-კაი ნუ ბრაზობ,ხელებს დავიბანთ და მოვალთ
-მალე მოდით
ხელები დავიბანეთ თუ არა მაგიდასთან დავჯექით,ამ დროს ალინამ დამირეკა,რა დროულად იცის ხოლმე
-გისმენ ალინა
-კაილ როგორ ხარ?გუშინ ძალიან მალე წახვედი ვიფიქრე...
-კარგად ვარ ალინა,ახლა გაგახსენდი?
-ახლა გავიღვიძე და რა მექნა?
-ამდენი ხანი გეძინა გოგო?
-ხოო,აბა ხვალ რას ვშვრებით?
-ნაილის დაბადების დღეზე?
-არა ჩემსაზე,ხოო ნაილისაზე
-მეგობრები ვიკრიბებით,შენც მოდი
-რათქმაუნდა მოვალ,აბა კი არ გავმაზავ
-ტრევისიც წამოიყვანე
-ვნახოთ,ძიძას თუ ეცლება ის დაიტოვებს,ხოო მართლა ლუკასიც მოვა მემგონი
-მოვიდეს რა პრობლემაა
-კაი გკოცნი წავედი
-მიდი ხოო.
-ვინ იყო?
-ალინა,ვინ იქნებოდა?
გემრიელად ვივახშმეთ და დავწექით,ნაილი უკნიდა ამეკრო და მოფერება დამიწყო
-კაილ რომ იცოდე რა კარგი სუნი გაქვს
-მართლა?
-ხოო
ნაილმა ნელ-ნელა ხელები ქვევით ჩამიყო,მივხვდი რაც უნდოდა
-ნაილ დღეს არა გთხოვ
-რატომ საყვარელო?
-არ ვარ კარგად
-კარგი მაშინ ტკბილი ძილი
-ძილინებისა ნაილ.
-ნაილ როგორც ყოველთვის დამასწარი არა ადგომა?
-ხოო,კარგ ხასიათზე ვარ რატომღაც,ამიტომ ვერ დავიძინე
-რატო არ იქნები კარგ ხასიათზე?24 წლის გახდი
-ეჰჰ დავბერდი
-რა დაბერდი,გილოცავ გიჟოო
-მადლობა საყვარელო
-ჩემზე მეტად ალინა აქტიურობს წვეულების მოწყობაში
-საყვარელი
-ნაილ ზეინიც მოვა?
-კი სავარაუდოდ
-არაუშავს
-ვერ ვხვდები როგორ გამოვიდა
-ნაილ ამას რა მნიშვნელობა აქვს?დღეს შენი დაბადების დღეა,ხო და გავერთოთ
-ხოო რათქმაუნდა.
მალევე ავდექი და საუზმე მოვამზადე,ელენას ჯერ კიდევ ეძინა,ძილისგუდობაში მე დამემსგავსა,ერთი სული მქონდა საღამო როდის მოვიდოდა,რატომღაც მეც ნაილის მსგავსად კარგ ხასიათზე ვიყავი.
შუადღეს ალინამ დამირეკა
-კაილ რას შვრები?
-ვემზადები ალინა,შენ და ლიამი როდის მოხვალთ?
-საღამოსკენ,ბავშვს ძიძას დავუტოვებ
-ხოო როგორც გინდა,არ დაიგვიანოთ
-არაა.
მალე მოსაღამოვდა,ბევრნაირი საჭმელი გავაკეთე,ნაილიც მეხმარებოდა,სასმელებიც მოვიმარაგეთ და სტუმრებმაც დაიწყეს მოსვლა.
-ნაილ გილოცავ
-მადლობაა
-დაგვიბერდი ძმაა
-კაი ერთი
-აბა კიდე ბევრს ველოდებით?
-ხო მგონი
არც თუ ისე დიდი დრო იყო გასული როცა ზეინიც შემოვიდა,მას ყველა უცნაურად უყურებდა,მითუმეტეს როდესაც ჰარიც შემოყვა,მის დანახვაზე გული ამიჩქარდა,საოცრად სიმპათიური იყო
ყველაფერი ასე რატომ უხდება?რატომ არის ასეთი მიმზიდველი?
-გამარჯობა ჰარი
ცივად მიესალმა ნაილი
-გამარჯობა ნაილ და გილოცავ
-მადლობა
-ჰარიი
ალინა მასზე ისევ გაბრაზებული იყო
-პრივეტ ალინა,როგორ ხარ?
-მშვენივრად
-ძალიან კარგი,მიხარია რომ შენ და ლიამი ერთად ხართ
-მეც მიხარია რომ შენ და კაილი ერთად არ ხართ
-ალინა...
-ჰარი არ მაინტერესებს რას მეტყვი,ამ დღესასწაულს შენს გამო არ ჩავიშხამებ,იცოდე
-კარგი.
წვეულება გვიანობამდე გრძელდებოდა,ცოტა მეძინებოდა კიდეც მაგრამ ვცდილობდი როგორმე გამეძლო,რაღა დარჩა,ბიჭები თითქოს შერიგდნენ,მათ შორის დაძაბულობას ვეღარ ვამჩნევდი,მეც სწორედ ეს მინდოდა,ბავშვობის მეგობრებს შორის მსგავსი უთამხმოება არ უნდა არსებობდეს.
-კაილ სამზარეულოში არაყია და მოიტანე რაა
-კარგიი
სამზარეულოში გავედი არყის ასაღებად როდესაც ფეხის ხმა გავიგონე
-კაილ
ჰარი უკნიდან ამეკრო
-ჰარი გაგიჟდი?რას აკეთებ?
-მაპატიე,უბრალოდ ძალიან მომენატრე,შენ არა?
-მეე...
-თქვი
-მეც მომენატრე
-ისევ გიყვარვარ?
-ჰარი ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის
-არის კაილ,შენი სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს
-ჰარი რა გინდა?არ მცალია
-კაილ თავს ნუ იტყუებ და მეც ნუ მატყუებ,ვიცი რასაც გრძნობ,გგონია ვერ ვხვდები?
-ჰარი ასე რატომ მტანჯავ?
-გპირდები ამიერიდან აღარ დაგტანჯავ
ჰარიმ ცრემლი მომწმინდა
-შენ ადრეც მასე ამბობდი
-ვიცი კაილ მაგრამ მაშინ არ ვიყავი ჩამოყალიბებული
-ეჭვი მაქვს რომ არც ახლა ხარ
-კაილ მე ძალიან შევიცვალე
-ვიცი ამას ვამჩნევ
-კაილ ვიცი რომ გიყვარვარ
-ჰარი შემეშვი,წადი აქედან გთხოვ,წადიი
ჰარიმ მოულოდნელად მაკოცა,თანაც ისე რომ კინაღამ დავდნი
-კაილ სად ხარ ამდენ ხანს,არყის მოტანას...
-ალინა?
-აქ რა ხდება?
-ჰარი დაგვტოვე რაა
-კარგი
-კაილ შენ რა გაგიჟდი?