1. გამომიჭირეს.

4.4K 227 100
                                    


ისევ მაღვიძარა.

ღმერთმანი, ნუთუ ოდესმე მექნება საშუალება, კარგად გამოვიძინო ისე, რომ ამ ტვინის წამღებმა ხმამ არ გამომაღვიძოს? თანაც, ამდენი ხნის შემდეგ, მგონი პირველად მესიზმრებოდა რაღაც სასიამოვნო, რაღაც უფრო თბილი და მიმზიდველი, ვიდრე საშინელი კოშმარებია, რომლებიც არასდროს მაძინებენ, როგორც არ უნდა მოვინდომო.

მაღვიძარა გამოვრთე და ძლივს გადმოვედი ლოგინიდან, ზამთარია, საშინლად ცივა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პატარა სახლსაც გათბობა მშვენივრად ათბობს, მაინც საშინლად შემცივა ამ დილაადრიანად.

ვერ ვიტან დილით ლექციებს, ვერაფრით მივეჩვიე. თითქოს სულს მაძრობენ, როცა ძილი მაკლდება და ზომბივით დავდივარ, მინიმუმ შუადღემდე მაინც, თუკი ორგანიზმა პროტესტი არ გამომიცხადა და საღამომდე ზომბად არ დამტოვა. ვატყობ, დღესაც არანაკლებ მდგომარეობაში ვიქნები და მიუხედავად იმისა, რომ მალევე გავემზადე და სახლიდანად შეფუთულმა გამოვდგი ფეხი, მაინც ვერ მოვახერხეე ტვინის უჯრედები როგორმე ამემუშავებინა. ზამთრის სუსხიანი დილა კი, ლამის ყინავდა თითოეულ მათგანს.

კამპუსამდე მისასვლელად ოცი წუთი დამჭირდა ფეხით, ყურებს ლამის ვეღარ ვგრძნობდი, თითებიც მოყინული მაქონდა, რადგან გულზე ჩამოკიდებულ ფოტოაპარატს არ ვაცილებდი და თავს ვწყევლიდი, ავტობუსით რატომ არ წამოვედი-თქო. არასდროს მიყვარდა ტრანსპორტი და შესაბამისად ვცდილობდი, როგორმე ამერიდებინა მისთვის თავი, მაგრამ როცა ასეთი სიცივეა, უბრალოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქრო ადამიანმა, მაგრამ არა, ისე ვსჯი ამ უკანასკნელს, თითქოს რაიმე დამეშავებინოს წინა ცხოვრებაში.

ლამის ფეხებიც კი აღარ მემორჩილებოდა უკვე, მაგრამ როგორღაც გადავრჩი, რადგან შენობაში შევაღწიე და მასში დაგროვებული სითბო, ერთიანი ძალით შეეჯახა ჩემს გაყინულ სხეულს და ჟრუანტელმაც დამიარა სიამოვნებისგან. ბოლოს და ბოლოს, ხელები მოვაცილე მაგრად ჩაკიდებულ ფოტოაპარატს და ჯიბეებში ჩავიდე. აქამდე ვცდილობდი, სიცივისგან მაინც დამეცვა ერთადერთი ნივთი ჩემს ცხოვრებაში, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და ახლა, როცა შენობის სითბო იცავს, რაღაც მხრივ, რომ არ გაიყინოს, ჩემს თავზე ფიქრიც გადავწყვიტე.

STUCKINMYBRAIN - .TAEKOOK. 🍂Where stories live. Discover now