23. პაემანი.

1.5K 162 39
                                    


დილით გაღვიძებისას, პირველი, რაც ვიგრძენი, სრული სიმძიმე იყო, რომელსაც სხეულში ვგრძნობდი. თვალების გახელაც კი არ მინდოდა, თითქოს ქუთუთოები ზედ მეკიდა და თუ გავახელდი, ჩამომცვიებოდა კიდეც, თუმცა, ეს ერთადერთი მიზეზი არ იყო, რისთვისაც არ მინდოდა გაღვიძება.

გუშინდელი საღამოდან ყველაფერი მახსოვდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდად მსმელი არ ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ არ მახსოვს რას ვაკეთებ, ახლა ყველაფერი ვიცი, შეიძლება დეტალებში არა, მაგრამ ის მაინც მახსოვს, რა სისულელე გავაკეთე.

ჯონგუკს სიყვარლში გამოვუტყდი.

ღმერთმანი, ახლა რას უნდა ველოდო? ვიცოდი, რომ დიდხანს ვერ გავჩერდებოდი, დიდხანს ვერ მოვითმენდი იმის დამალვას, რასაც სინამდვილეში ვგრძნობდი, მაგრამ ასე მალე და ასეთ მდგომარეობაში თუ გავტყდებოდი, ნამდვილად არ მეგონა. ახლა კი, ერთადერთი სადარდებელი, რაც მაქვს, ის არის, თუ როგორი რეაქცია ექნება დღეს ჯონგუკს.

სულ ოდნავ შევარხიე სხეული, ძალიან ნელა გავახილე თვალები და იმ მიმართულებით გავიხედე, საითკენაც ჯონგუკი მეგულებოდა, მაგრამ საწოლის მეორე მხარე ცარიელი დამხვდა. გაკვირვებულმა თავის წამოწევა გადავწყვიტე, ჯონგუკის ოთახისთვის რომ თვალი მომევლო და მომეძებნა სად იყო, მაგრამ ნაბახუსევზე ამის გაკეთება ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე. ისევ საწოლზე დარჩენა და ცოტახნით ჭერისთვის მიშტერება გადავწყვიტე, სანამ გონს მოვიდოდა ჩემი სხეულიცა და გონებაც.

დაფიქრება მჭირდებოდა. დაფიქრება იმაზე, თუ როგორ ამეხსნა ჯონგუკისთვის ყველაფერი ისე, რომ არ შემეშინებინა. მაგრამ ჩემი გონება მაინც იმას მიმეორებდა გამუდმებით, რომ არ იყო საჭირო რაიმე ამეხსნა ან მეთქვა მისთვის. ნორმალურ ურთიერთობაში, ნამდვილად არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა გააკეთონ მას შემდეგ, როცა პარტნიოს სიყვარულში გამოუტყდებიან.

STUCKINMYBRAIN - .TAEKOOK. 🍂Where stories live. Discover now