შეხვედრაზე მე და ჯონგუკი, რამდენიმე დღეში შევთანხმდით, ისევ მის სახლში, რადგან თვითონ თქვა, რომ უკეთესი ადგილი, მისი სახლის გარდა არ მოიძებნებოდა და თან მიზეზად ისიც მოიყვანა, რომ უკვე დამუშავებულ ვიდეოსაც მაჩვენებდა და თან, ჩემი ფოტოაპარატიც უნდა წამეღო, თუმცა, რეალური მიზეზი, რისთვისაც მასთან მივდივარ, აშკარაა.ჩემი სხეული შეშლილივით აღარ რეაგირებს იმ ფაქტზე, რომ ჯონგუკთან მივდივარ, თითქოს მიეჩვია კიდეც ყველაფერს, განსაკუთრებით კი ჯონგუკთან სიახლოვეს. აღარ ვნერვიულობ, უფრო ვფოქრიაქდები თითოეული ამ სიახლისგან და იმისგან, რომ ჯონგუკთან კიდევ უფრო დიდი დრო უნდა გავატარო. მართალია, ალექსითიმია საერთოდაც არ არის კარგი მიზეზი იმისთვის, რომ მასთან ვიყო, მაგრამ ჩემს გულს ამას ნამდვილად ვერ აუხსნი, განსაკუთრებით კი იმ მომენტში, როცა მას ხედავს და ღმერთმა იცის, რა მძრაობებს აკეთებს.
უნდა შევწყვიტო გამუდმებით ჯონგუკზე ფიქრი და იმის წარმოდგენა, რა ემართება ჩემს გულს, როცა მის სიახლოვესაა, თორემ ჩემი საყვარელი ლექტორის ერთ სიტყვასაც ვერ გავიგებ და მერე ნამდვილად არ მეშველება, როცა საგანსაც ძალიან მარტივად ჩავაფლავებ.
უკვე სემინარის დასრულებისას, გარეთ სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი და კაფეტერიისკენ ავიღე გეზი, სადაც უკვე ჯიმინი მიცდიდა. კაფეტერია როგორც ყოველთვის, უამრავი სტუდენტით იყო სავსე, მაგრამ ამას ჯიმინის მოძებნაში ხელი არ შეუშლია. მისი ქერა თმების გამორჩევა, კილომეტრიდანაც შემიძლია, მით უმეტეს, მისი თხელი სხეულისა და ჯდომის მანერას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც საკმაოდ შესამჩნევია, თუკი ამ ბიჭს იცნობ და მის მანერებსაც უკვირდები.
-მომიტანე? - მაშინვე ვიკითხე, როგორც კი მაგიდასთან, მის წინ დავჯექი და ჯიმინისგანაც მივიღე თვალების ატრიალება საპასუხოდ.
-მადლობა, მეც კარგად ვარ, - მობეზრებით თქვა და ჩანთიდან წიგნი ამოიღო, რომელიც ვთხოვე, რომ მოეტანა. - განსაკუთრებული არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და ჯანმრთელობითაც, არაფერი მიჭირს.
YOU ARE READING
STUCKINMYBRAIN - .TAEKOOK. 🍂
FanficHe fell in love with the pill that could take away all his pain, Then he fell in love with a whole new drug that could fill his veins, And then, he's high, He lives in the sky. ~19.12.2019 - 23.04.2020