5. ფრენა გადაიდო.

1.4K 187 110
                                    


Confusion - the state of being bewildered or unclear in one's mind about something.

* * * 

კაბინეტიდან გამოსულს, გამახსენდა, ჯიმინი როგორ ცდილობდა, პროექტის შესახებ ეთქვა ჩემთვის კაფეტერიაში მაშინ, როცა მე ჯონგუკზე ფიქრით ვიყავი დაკავებული. ახლა მხოლოდ ის გამახსენდა, ჯიმინმა რომ ახსენა, მონაწილეებს რექტორი არჩევს და ყველაფერი მასზეა დამოკიდებულიო. აჰა, შენი ლექტორი და მისი დამოკიდებულება ამ პროექტზე. ამდენი ადამიანიდან, მაინც და მაინც ჯონგუკი აღმოჩნდა ის ერთადერთი, რომელიც ჩემთან ერთად უნდა წამოვიდეს ტოკიოში.

-თეჰიონ, დამიცადე. - უკვე დერეფანს მივუყვებოდი, როცა ჯონგუკის ხმა მომესმა უკნიდან. სვლა არ შემინელებია, პირიქით, ლამის ავაჩქარე კიდეც. სასაცილო იცით, რა არის? აქამდე ლამის ვოცნებობდი კიდეც, რომ ჯონგუკი გამეცნო, მასთან ერთად დრო გამეტარებინა და ახლა, როცა ვიცნობ და შემიძლია კიდეც მასთან ვიყო, მეშინია, რომ ჩემმა თავმა, სისულელემდე არ მიმიყვანოს და აჰა, გავურბივარ კიდეც ასე თავგანწირვით.

იმ ადამიანისგან ვცდილობ თავი შორს დავიჭირო, რომელიც სინადვილეში, გულს მიჩქარებს, ძალას მაკარგინებს და ტვინს მირევს. მშვენიერია, მეტი რაღა მიზეზები მჭირდება, რომ მას გავექცე?

-არ მჯერა, რომ ამ ყველაფერს, ასე მშვიდად დასთანხმდი. - როცა მომიახლოვდა, პირველი მე ამოვიღე ხმა, კიდევ ერთხელ რომ არ ეთქვა რაიმე სისულელე.

-აბა, რა უნდა გამეკეთებინა? - გვერდით ამომიდგა და მაიძულა გავჩერებულიყავი.

-შეწინააღმდეგებოდი, სხვა რა უნდა გაგეკეთებინა?

-რატომ? - თვალებში ისე ჩამაშტერდა, ლამის სუნთქვა დამავიწყდა. - მიზეზი?

ვერაფერი მოვიფიქრე. ხომ ხვდებით, რომ მე თვითონაც ვაჭარბებ ყველაფერს? არაფრისგან ისეთ კოშკებს ვქმნი, ლამის პირამიდებად გადაიქცნენ და მეც ფარაონად მაქციონ, აკლდამაში დასამარხად. ერთი ჩვეულებრივი პროექტია, ჩვეულებრივ თემაზე გასაკეთებელი, უბრალოდ, ჯონგუკთან ერთად უნდა წავიდე ტოკიოში, მასთან ერთად უნდა ვიყო სასტუმროში, ერთ ოთახში და ვინ იცის...

STUCKINMYBRAIN - .TAEKOOK. 🍂Where stories live. Discover now