ცხოვრებაში პირველად მესიამოვნა ასე ძალიან დალევა. ნამდვილად არ ვიცი, რითი იყო გამოწვეული ეს ფაქტი, მით უმეტეს, რომ დიდად სასმლის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ჯონგუკის გვერდით ყოფნა და ისიც, თუ როგორ მძრაფრად აღვიქვამდი მის სიახლოვესა და გამაგიჟებელ სურნელს, ნამდვილად უფრო სასიამოვნოს ხდის ამ პროცესს. სიგარეტიც იმდენიხანია არ მომიწევია, ისიც კი სხვანაირად მოქმედებს ჩემზე.-ჯეიქეი, - ინსტიქტურად მივატრიალე თავი მისკენ. - შეიძლება, ასე მოგმართო?
ჯონგუკმა რამდენჯერმე დაახამხამა თვალები, გამომცდელივით დამაკვირდა და როცა დარწმუნდა, ნამდვილად ვეკითხებოდი, გაეღიმა. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ამ ბოლოს, კიდევ უფრო ხშირად ვხედავ მის სახეზე ემოციებს, იმდენად ხშირად, რომ მე თვითონაც მიკვირს. მაგრამ ისე მომწონს ეს ცვლილება მასში, რომ უნებურად მევსება სიამაყის გრძნობით სხეული, ვამაყობ, რომ მისი ცხოვრებაც ისე იცვლება, როგორც ჩემი.
-ეს რაიმეს შეცვლის?
-შეიძლება? - ისე გამეღიმა, ჩემი თავის გამიკვირდა. ალკოლოჰოლი რომ ორგანიზმს ასე მართავს, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ახლა თავს ასე უცნაურად კარად ვგრძნობ, შეიძლება არის.
-თუკი რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შენთვის, მაშინ შეგიძლია, დამიძახო.
-და თუ არ აქვს?
-არც ჩემთვისაა მნიშვნელოვანი.
-ანუ, ჩემზეა დამოკიდებული, დაგიძახებ თუ არა? - მისკენ მივატრიალე თავი და ჩემდა გგასაკვირად, უკვე მიყურებდა ოდნავ დაწვრილებული თვალებით.
მხოლოდ ახლა გავაანალიზე რა ახლოს ვისხედით ერთმანეთთან და უნებურად ამიჩქარდა გულისცემა. მისი სიახლოვე მაგიჟებს და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ერთდროულად. ისეთი უცნაური გავხდი მის ხელში, რომ შემიძლია ვთქვა, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ.
YOU ARE READING
STUCKINMYBRAIN - .TAEKOOK. 🍂
FanficHe fell in love with the pill that could take away all his pain, Then he fell in love with a whole new drug that could fill his veins, And then, he's high, He lives in the sky. ~19.12.2019 - 23.04.2020