6. სასტუმრო.

1.4K 188 80
                                    




ნამდვილად ვეწინააღმდეები საკუთარ თავს, როცა ვცდილობ, რომ ჯონგუკისგან თავი შორს დავიჭირო, ვეცადო არაფერი მაკავშირებდეს მასთან და ასე თუ ისე, გამოვეცალო, მაგრამ ყოველთვის, როცა ამას ვაკეთებ, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვდივარ. სინამდვილეში, მინდა მასთან ყოფნა და მინდა, რომ ასე კიდევ დიდიხანი იყოს. ერთადერთი, რაც გამუდმებით მჭამს შიგნიდან, ეს შიშია იმისა, რომ არაფერი იქნება ისე, როგორც მინდა. ეს კი, თავისთავად, მიზეზი ხდება, რისთვისაც ვცდილობ, მასში ბლომდე არ ჩავეფლო.

რამდეენად გამომდის, ამას ვერ გეტყვით, რადგან ვხვდები, ნელ-ნელა, როგორ ვმარცხდები საკუთარ თავთან.

აეროპორტში მომხდარი „ინციდენტიდან" დიდი დრო არ გასულა, როცა გამოაცხადეს, რომ ფრენები აღდგა და ჩვენც გარკვეულ გასასვლელთან უნდა მივსულიყავით, თვითმფრინავში ჩასახსხდომად. სულ ორი საათი უნდა გაგვეტარებინა თვითმფრინავში და ესეც საკმარისი იყო, გული ამჩქარებოდა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც აეროპორტში მოხდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად შემტრიალდა. დაარჩენილი ორი საათი ისე გავიდა, ვერც კი გავაანალიზე.

გადაბმულად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, ყველაფერზე, რასაც ჩვენი გონება გაწვდებოდა, გარდა აეროპორტში მომხდარისა. ისე მოხდა, ვინტაჟური ფოტოაპარატის ჩასადები იყიდა, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგე, არ მინდა-თქო. ბოლოს მაინც ისე მოხდა, რომ ღიმილი ვერ დავმალე, როცა ფოტოაპარატი ჩასადებში ჩავდე და გულზე ჩამოვიკიდე. გამიხარდა, ვაღიარებ, მაგრამ მასთან ამას მაინც არ გამოვხატავდი.

ლაპარაკისას გადავწყვიტეთ, რომ ტოკიში ჩასვლიას ბევრს ვივლით, რათა ვიდეოს ფორმატი გამოცდილებიდან ავაწყოთ და არა ჩვენი ფანტაზიიდან. წესით კარგი უნდა გამოვიდეს, თუ გავითვალისწინებთ, როგორი კარაგი ედითორიცა და გადამღებიცაა ჯონგუკი, მაგრამ სინამდვილეში, საერთოდ ვერაფერს ვერ ვიზამთ, თუკი კონკრეტული თემა არ მოვიფიქრებთ, რაზეც ყველაფერს ავაწყობთ. ჩვენ ორს კი, წარმოდგენა არ ვაქვს, რა უნდა იყოს ეს კონკრეტული „რაღაც", რაზეც ყველაფერს გავაკეთებთ.

STUCKINMYBRAIN - .TAEKOOK. 🍂Where stories live. Discover now