14. სახლი.

1.5K 186 36
                                    




მონატრება - ვინმეს ან რაიმეს ნახვის, მასთან შეხვედრის ძლიერი სურვილი.


* * *

ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მატარებლიდან ფეხი ჩამოვდგი. მაშინვე შემოვიხვიე სხეულზე ხელი, როგორმე რომ გავმთბარიყავი, რადგან დეგუსთვის დამახასიათებელმა სიცივემ, მაშინვე გაატარა ტანსაცმელში და მეც იძულებული გამხადა, როგორმე თავი დამეცვა. ზურგჩანთა კიდევ ერთხელ გავისწორე და ნაცნობი სადგურის შენობისკენ ავიღე გეზი.

დიდხანს ვიფიქრე, ჩამოვსულიყავი თუ არა ისევ, თუმცა, როცა ბოლო დანარეკი გამახსენდა დედაჩემთან და ის, თუ როგორ უხეშად გამომივიდა მასთან ლაპარაკი, გადავწყვტე უბრალოდ ამეღო ჩანთა და რამდენიმე დღით აქ ჩამოვსულიყავი. ვაღიარებ, ძალიან მომენატრნენ ჩემი მშობლები, მინდა კიდეც ორივეს ნახვა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ იმ ფაქტს, რომ სახლში მისულს, ორივე ერთად არ დამხვდება.

უკვე შენობიდან გამოსულმა, ტაქსში არ ჩავჯექი, ნაცნობ ავტობუსს დაველოდე და მოსვლისას, უკანა ადგილი დავიკავე ფანჯარასთან. შეუძლებელი იყო გონებისთვის ამეკრძალა ფიქრი, ამიტომ იყო, ავტობუსის დაძვრისთანავე, მოგონებებმა რომ გადაირბინეს გონებაში კადრებივით. უამრავი რამ გამახსენდა, განსაკუთრებით კი სკოლის წლები, როცა ყოველ დღე ავტობუსით დავდიოდი, სწორედ იმ ადგილას ვიჯექი ხოლმე, სადაც ახლა ვზივარ და ფოტოებს ვიღებდი.

მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, თინეიჯერული პრობლემებითა და იმის შიშით, თუ როგორი იქნებოდა ჩემი მმავალი უნივერსიტეტში, როგორ შევძლებდი გაზრდასა და ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას. ახლა რომ ვუფიქრდები, მაშინდელი პრობემები, უმნიშვნელო იყო იმასთან, რაც ახლა მაქვს. მაშინ ფიქრიც კი სხვანაირი ვიცოდი.

ავტობუსიდან ჩამოსულმა, აჩქარებული გულისცემით გავუყევი ნაცნობ ქუჩას, ასევე ნაცნობი სახლის წინ დავდექი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. არ ვიცი, რატომ ვგრძნობდი თავს ისე, თითქოს პირველი შემთხვევა იყოს, როცა ამ სახლის წინ ვდგავარ, როცა უნდა შევაბიჯო მასში და ნაცნობ ადამიანსაც ძვლების დამტვრევამდე ჩავეხუტო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი განქორწინების ამბავი გავიგე, ამ სახლის წინ არ ვდგარვარ, დეგუს ჰაერი ასე მკაფიოდ არ ჩამისუნთქავს და მოგონებებისთვისაც უფლება არ მიმიცია, ჩემი გონება დაეპატრონებინათ.

STUCKINMYBRAIN - .TAEKOOK. 🍂Where stories live. Discover now