-როგორ ხარ, მსუნაგო? - ყურებდაცქვეტილ ძაღლს ხელი ჩავავლე და ჩანთა ლოგინზე მოვისროლე. - ხომ არ მოიწყინე?იონტანმა მხოლოდ კუდი გააქიცინა, თითქოს ნამდვილად მოიწყინა ჩემს გარეშე რამდენიმე საათი სახლში, თუმცა, საერთოდაც არ ეტყობოდა, რომ მოწყენილი იყო, თუ გავითვალისწინეთ, როგორ მდგომარეობაშია საწოლი, არეული ზეწრითა და ბალიშებით, რომელიც საკუთარ გასართობ ცენტრად მოუწყვია პატარა მსუნაგს.
-ისევ ლოგინზე დახტორი, არა? - ცხვირზე გავეთამაშე და მალევე დავსვი ძირს. არაფრის თავი არ მქონდა, არც კი ვიცოდი, ტანსაცმელი როგორ გამომეცვალა ან აჩქარებული გულისცემა, რომელიც უნივერსიტეტიდან მოყოლებული არ დამშვიდებულა, გამეჩერებინა.
ჯანდაბა, შარში ვარ, ძალიან დიდ შარში.
-არაფრის ახსნა არ არის საჭირო? სერიოზულად, ჯონ ჯონგუკ? სერიოზულად?
კარგი, მოდი მოვლენები ცოტათი უკან გადავახვიოთ და იქედან დავიწყოთ, როცა აუდიტორიაში ქოშინით შევვარდი და ერთ ადგილას გავიყინე, ჯონგუკი რომ დავინახე, ჩემივე კამერით ხელში.
-ჯონგუკ? - ნამდვილად მახსოვს, რომ ჩავიჩურჩულე, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ მომხდარა, რადგან ბიჭმა მაშინვე გამომხედა, როგორც კი ჩემი ხმა გაიგო.
რას ველოდი, როცა შემომხედავდა? გაბრაზებას, წუწუნს, რომ მანიაკი ვარ და აუცილებლად მიჩივლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში, რომ ჩემი თავი გააგდებინოს. კიდევ ცემასაც, ყველაზე ნაკლებად, მაგრამ მაინც ველოდი, რომ ერთხელ მაინც მითავაზებდა მუშტს სახეში, ამ საშინელი საქციელის გამო, მაგრამ ერთადერთი, რაც მისი გამოხედვიდან დავინახე, ეს სრული სიმშვიდე იყო, თითქოს არც კი დაუნახავს არაფერი ჩემს კამერაში და ამან ისე დამაბნია, გეფიცებით, არც კი ვიცოდი, რა შემეძლო გამეკეთებინა.
-შენია, არა? - ასეთივე მშვიდი ინტონაციით იკითხა დ ნაბიჯები ჩემსკენ გადმოდგა.
YOU ARE READING
STUCKINMYBRAIN - .TAEKOOK. 🍂
FanfictionHe fell in love with the pill that could take away all his pain, Then he fell in love with a whole new drug that could fill his veins, And then, he's high, He lives in the sky. ~19.12.2019 - 23.04.2020