22. "ის" სიტყვა.

1.7K 166 53
                                    

აუცილებელია მუსიკას (Boy Epic - Dirty Mind) მოუსმინოთ! ჩალინკულიც არის ზემოთ 👆 და Loop-ზე ჩართეთ. გამოირთვება თავიდან დაიწყება.

იცოდეთ, გაგლახავთ, მუსიკას თუ არ ჩართავთ!

* * *

წაგებულმა გუნდმა, დამატებითი სასმელი ნამდვილად დალიეს და ჯონგუკმაც ტანსაცმელები ისევ ჩაიცვა, მაგრამ ამით ჩემი აშლილი ჰორმონები თავის ადგილას ნამდვილად ვერ დაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მის ბაგეებს შევეხე, მაინც ვგრძნობდი მისი ტუჩების გემოს ჩემსაზე და მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი მეც ქონდა დანალევი, მაინც მის ბაგეებზე დარჩენილი სიმწარის გემო მქონდა ტუჩებზე. გაფანტული ვიჯექი მაგიდასთან, სასმელს მეც მათთან ერთად ვსვამდი და ჩემი თავის მიკვირდა, როგორ ვიტანდი ამდენს ერთად, თუმცა, როგორ მოვქცეულიყავი სხვაგვარად? ჭკუიდან გადავიდოდი, ყურადღება სხვა რამეზე რომ არ გადამეტანა.

-კარგია თქვენთან დალევა, - იუნგიმ ამოიღო ამჯერად ხმა და ყველას ყურადღება მიიქცია. - კარგადაც გაერთეთ, მაგრამ უკვე გვიანია, არამგონია რომელიმე თქვენგანს აქ ღამის გათენება გინდოდეთ.

-რომელზე უფრო ღელავ, იუნგი? - ჯინი ჩაება ამჯერად. - აქ რომ გაათენებ, თუ დესერტის გარეშე რომ დარჩები? - მაშინვე აგვიტყდა ყველას სიცილი.

-ვაღიარებ, ორივე, - სიცილი ვერც იუნგიმ შეიკავა. - მაგრამ იმან უფრო, რომ დესერტის გარეშე დავრჩები.

-ღმერთმანი, როგორი გარყვნიილი მყავხარ. - თვალები აატრიალა ჯიმინმა და იუნგისთან ერთად ფეხზე წამოდგა.

-მოიცა, მართლა ვიშლებით? - ნამჯუნი ახლა მოვიდა გონს.

-სახლშიც შეგიძლია კიბორჩხალები დაითვალო, ჯუნი, - ჯინიც ფეხზე წამოდგა, ნამჯუნის გაჯავრებით. - წავიდეთ ახლა, გვიანია.

STUCKINMYBRAIN - .TAEKOOK. 🍂Where stories live. Discover now