ის ნაცნობი გრძნობა,რაც პირველი შეხვედრისას.ამომიტივტივდა ყველა მოგონება,ემოცია.... ვერც გავიაზრე ცრემლი ისე ჩამომიგორდა,ვუყურებდი თვალებში და ვხედავდი,რომ მასაც სტკიოდა,ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა,მე კი უკან დავიხიე,არ მინდა კვლავ ის ტკივილი ვიგრძნო..
- რა მოხდა?-მკითხა ტოდმა.აცრემლიანებული თვალებით გავხედე,მან კი წარბი შეკრა.
-ბოდიში-ვთქვი და გასასვლელისაკენ გავიქეცი.
-ელლ!-გავიგე მონატრებული ხმა,გავჩერდი,ფეხებს ვერ ვამოძრავებდი.შევტრიალდი და დავინახე ჰარი,ისეთი ჰარი,რომელიც აქამდე არასდროს მენახა.თვალები ჩასწითლებოდა და ცრემლებს მისი სახე დაესველებინა.-გთხოვ!-მითხრა ჩუმად,გამახსენდა ის საღამო,როდესაც მასთან გახარებული მივქროდი ,რომ ლილიას შესახებ მეთქვა. ამ დროს დიდმა სიბრაზემ იფეთქა,ზურგი ვაქციე,ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუკარნახე.უკანასკნელად შევავლე თვალი ჰარის,რომელიც ჩემსკენ მორბოდა...ვის ვატყუებ? სიბრაზე?უბრალოდ სიცარიელე..ცრემლები თავისით მოდიოდა,ვერ ვჩერდებოდი.
-კარგად ხართ ,პატარა ქალბატონო?-მკითხა მძღოლმა.
-დიახ,მადლობა...-ვუპასუხე და ცრემლები შევიმშრალე.
-შეიძლება რაღაც გითხრათ?-მკითხა და სარკეში გამომხედა.
-დიახ..-ხმის კანკალით ვუთხარი.
-ის ყმაწვილი თქვენი შეყვარებული იყო და დაშორდით?-ცრემლები მახრჩობდა,ამიტომ თავი დავუქნიე-დავინახე,როგორ გიყურებდათ და დამიჯერეთ,ასეთი მამაკაცი ჯერ არ მინახავს,მის თვალებშივე იკითებოდა,რომ ძალიან ენატრებით და რაც არ უნდა ჩაედინა,ნანობს..
-მადლობთ,მაგრამ თქვენ არაფერი იცით,მან იმდენად დიდი ტკივილი მომაყენა,რომ კალიფორნიიდან ,მის დასავიწყებლად აქ ჩამოვედი,მივატოვე ყველა და ყველაფერი..-ამ კაცმა კვლავ სარკეში გამომხედა და სუსტად გაიღიმა..
YOU ARE READING
My love,My life (Sequel) (დასრულებული)
Romance1 წელი გავიდა,რაც ბეტიმ მიატოვა ყველა და ყველაფერი და გერმანიაში წავიდა... მიატოვა ოჯახი,მეგობ რები და ჰარი...ცხოვრება ახლიდან დაიწყო მის პატარასთან ერთად,რომელსაც ლილია დაარქვა...მაგრამ ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე?მაშინ როცა ჰარის ივიწყ...