Todd and Betty?

1.9K 121 14
                                    


გაინტერესებთ რა დავინახე? ხოდა გეტყვით.

   ტოდს და ლილიას თავზე გვირგვინები ედგათ,ლილია ტოდს ჩაის უსახამდა და ტოდი იცი როგორ სვამდა? როგორც ნამდვილი პრიინცესა,ორი თითით ფინჯანის ყური ეჭირა და დანარჩენი სამი გაფარჩხული ჰქონდა. როგორ შევიკავე სიცილი არ მახსოვს,მაგრამ ძალიან გამიჭრდა.ასეთ შანსს ხელიდან ხომ ვერ გავუშვებდი?ჩუმად მივეპარე ტოდს და ვითომ კაბა მეცვა,რევერანსი გავუკეთე.

-თქვენო აღმატებულებავ ტოდ,წასვლის დრო არ მოვიდა?-ტოდმა გაიცინა ,თავი დამიკრა და მითხრა

-უკვე დროა?პრინცესასთან თამაშში დრო მალე გავიდა.-ლილია გამოიქცა და მეც და ტოდსაც ჩაგვეხუტა.ტოდმა ხელში აიყვანა და ცალი ხელი მეც მომხვია.

-პრინცესავ,ჩვენი წასვლის დროა,მაგრამ გპირდები რომ ჩამოვალთ გასართობ პარკში წაგიყვანთ,ხო?-იკითხა და გამომხედა.

-აბარაა!!-მეც ხტუნვა დავიწყე.

-აი შენი დედიკოც ბავშვია,არაუშავს მასაც გავართობთ.-ტოდს ხელი გავკარი ,ამაზე გადაიხარხარ.კიბისაკენ გავიხედე და მედისონი გაღიმებული გვიყურებდა. ვანიშნე ,,შენ ცოტა ცუდად ხომ არ ხარ?" .ის ჩვენთან მოვიდა და ლილია წაიყვანა.

-დროზე წადით,თორე არ გაგიშვებთ-მე ბოლოჯერ ჩავკოცნე ლილია,ტოდმაც მთელი სახე დაუკოცნა,ჩემი ბარგი აიღო და გარეთ გავედით.ჩანთა საბარგულში მოამზადა და კარი გამიღო.

-რა სიჯენტლმენეა ნუუ!!-გავიცინე.

-რა ვარ ნუუუ!!!-გაიხუმრა ტოდმა.-აუ რამე სიმღერა ჩართე,ძაან სიჩუმეა.

უეზბე (თუ რაღაც)მომაწოდა,მეც ჩემს ტელეფონს შევუერთე და ვკითხე.

-რა ჟანრის სიმღერები მოგწონს?

-100%ით გენდობი,ვნახოთ როგორი გემოვნება გაქვს.-მეც ჩავრთე იცით რომელი სიმღერა ? სერიალ  მეგობრებში რომ არის I'll be there for you

-ეეეე ჩემი საყვარელი სიმღერაა!!-წამოიყვირა ტოდმა.

-მართლა? თუ ღადაობ?

My love,My life  (Sequel) (დასრულებული)Where stories live. Discover now