Will you..?

1.8K 97 18
                                    


 შევედი და ისეთი რაღაც დავინახე რამაც ძაალიან გამაკვირვა,აღმაფრთოვანა და გამახარა.დავინახე მოჩხუბარი ლიამი და ზეინი.

-არააა,ასე არაა!!!ჩემს კნუტს საერთოდ არ მოსწონს წითელი!!! მწვანე უყვარსს -ეჩხუბებოდა ლიამი და უთითებდა პლაკატებზე.

-ნუ მასწავლი რაა!!!როდის იყო მწვანე მოსწონდაა!!-ზეინმაც არ დააკლო.მე ცრემლები გადმომიცვივდა და პირზე ხელი ავიფარე.ეს ყველაფერი...უბრალოდ შეუდარებელია.უცებ ლიამმა მოიხედა და თვალები გაუბრწყინაჩემსკენ გამოიქცა და ჩამეეხუტა.ჰაერში ამიყვანა და დამატრიალა.

-ჩემი კნუტი ჩამოვიდაა!!!-დაიყვირა ბოლო ხმაზე-სიურპრიზი გვინდოდა,მაგრამ დებილმა ზეინმა წითელი პლაკატები მოიტანა!!-მერე ზეინი მომვარდა და მთელი სახე დამიკოცნა.ამ დროს სამზარეულოდან გამოვარდნენ ევა,რონი,დედა,მამა,ნაილი,ლუი,მედისონი,თვალები დავახამხამე,დავრწმუნდი,რომ სიზმარი არ იყო.ჰარი უკნიდან მომიახლოვდა მხრებზე ხელი დამალაგა და მითხრა

-ესეც სიურპრიზი.

-მოიცც შენ იცოდი??-თავი დამიქნია,მე კი პირი გავაღე-ამაზე მერე დაგიწყებ ჩხუბს,ახლა კიდე რას დგახართ დებილებივით,ჩამეხუტეთთ!!!-გამოიქცნენ და ჩამეხუტნენ,წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ძირს დავეცი.

-გოგო ნუ გამიჭყლიტეთთ-დაიყვირა ჰარიმ.ამაყენა და ზურგს უკან დამმალა,ამაზე ყველას გაეცინა.უცებ  ყველააზე მონატრებული ხმა გავიგე.

-დე!-გავიგე ლილიას ძახილი,მეც იქით გავიქეცი და დავინახე როგორ იჯდა მდივანზე,დამინახა თუ არა ხელები გამოიწვდინა ჩემსკენ,ცრემლები წამსკდა,მივვარდი და მაგრად ჩავეხუტე.ნაგროვი ცრემლები გადმოვყარე და მთელი ბოდე დავუსველე,მერე ჰარიც შემოვიდა და ის ორივეს ჩაგვეხუტა,ცრემლები ხელით მომაშორა და ტუჩებში მაკოცა.ლილიამ ამაზე ტაში შემოკრა,ჩვენ კი გაგვეცინა.კარისკენ მივტრიალდი,როდესაც თვალეცრემლიანი ხალხი დავინახე.გავიკვირვე და ვთქვი

My love,My life  (Sequel) (დასრულებული)Where stories live. Discover now