Pain

1.8K 113 11
                                    

    მე და ტოდი მთელი ფრენის განმავლობაში ვთამაშობდით და ერთმანეთზე ბევრი რამე გავიგეთ.რამდენჯერაც ჰარის გავხედე,იმდენჯერ მომუშტული ხელებით იჯდა და ჩენსკენ იყურებოდა.ჩამეცინ.ჰარიეტ!ახლა ნახე,მაიამი კარგ საშუალებას მაძლევს,რომ შენს ნერვებზე ვითამაშო.თქვენ ჯერ ნახეთ რეებს ვიზამ!ბოლო ორი საათი რომ იყო დარჩენილი სანამ თვითმფრინავი დაჯდებოდა,დავამთქნარე და ჩემს სავარძელში კომფორტულად მოვეწყვე.

-გეძინება?-მკითხა ტოდმა,ისიც დაღლილი ჩანდა,თან ძააან!

-რავი ხო,შენ არა?-ლაპარაკის თავის არ ჰქონდაუბრალოდ თავი დამიქნია.მოუხერხებლად ვიყავი,ხან როგორ დავჯექიი,ხან როგორ,ვერ მოვისვენ.

-რას ბორგავ?-მკითხა ტოდმა და თან იცინოდა.

-უფფ რა გაცინებსს?! ძაან მოუხერხებლად ვარ!!-კიდევ ერთხელ გადავტრიალდი.ტოდი უკვე ხმამაღლა სიცილზე გადავიდა.შევუბღვირე და ამაზე იცით რა ქნა?ვითომ პირი დაიკეტაო და ხელები მაღლა ასწია.ამაზე მეც გამეცინა.ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა,ჰარი წამოდგა,ხელი მომკიდა და უხეშად გამათრია საპირფარეშოსკენ.ტოდიც წ ამოდგა და ჰარისკენ გაიწია,მაგრამ ვანიშნე დამშვიდდი,არაფერია მეთქი,კიდევ დააპირა გამოწევა მაგრამ ხელზე შევეხე და ძალით დავსვი,არ მინდა ამ ყველაფერში ისიც ჩავითრიო,ამ მოკლე ხანში უბრალოდ უმნიშნელოვანესი ადამიანი გახდა ჩემთვის.ჰარიმ საპირფარეშოში შემათრია და ლამის ღრიალი დაიწყო,მაგრამ პირზე ხელები ავაფარე.

-სტაილს,თუ ვერ ხედავ გეტყვი,რომ თვითმფრინავში ვართ და შენს გარდა აქ კიდევ ბევრი ხალხია.

-არ მაინტერესებს ეს ხალხი,ახალვე გავაღებ კარებს და ყველას მიყოლებით გადავუშვებ თავით!!

-ჰაჰჰ!!წარმატებები.-ხელში ჩამავლო და მისკენ მიმატრიალა-მომისმინე სტაილსს!!! მე გეგმა ბ არ ვარ გაიგეე?? მიმტკიცებ მჭირდებიო და ყველა გამვლელს საწოლში ითრევ!!უბრალოდ გული მერევა შენზეე!! დამანებე თავი ,შემეშვი!! შენ გამო ბევრი ვიტირე და აღარ ვაპირებ!!-პირდაღებული და გაშეშებული მიყურებდა.ჩამეცინა-რაო არ მოელოდი?? რომ ვითომდა მორცხვი და სუსტი ელიზაბეტი ხმას ვერ ამოიღებდა??ვერ მოგართვი!!აღარ შემიძლია უკვე!!-ჰარიც ვატყობდი ბრაზდებოდა და ახლა ჯერი მასზე მიდგა

-აახლა  მომისმინე და დაიმახსოვრე!!არავის აქვს უფლება შეგეხოსს!!არ მაინტერესებს ვინ იქნება! ყველას სახეს გავუერთიანებ!!და..-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ დავასწარი

-საკმარისიაა!!-იმხელაზე დავუყვირე რომ მგონი ყველამ გაიგო-ვინც გინდა ის შეითრიე ლოგინში არ მაღელვებსს!! მე კი შემეშვი კაი??-თავი დახარა.

-არ შემიძლია...-მითხრა ხმადაბლა.-შენ და ლილია უბედნიერესად მაგრძნობინებთ თას..

-შენ კი ყველაზე უბედურად მაგრძნობინებ თავს!აღარ ვაპირებ შენს გამო ცრემლები ვღვარო..უჩემოდ არ შეგიძლია? მაშინ სად იყავი რომ ვმშობიარობდი და ლამის მოვკვდი,მაშნ სად იყავი,როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა..ყოველ დღე შენგან ზარს ველოდებოდი,მაგრამ მივხვდი,რომ კვლავ სხვასთანერთობოდი,მე კი ახალი ცხოვრება დავიწყე.ნაბიჭვარი ხარ სტაილს!!ნაბიჭვარი მექალთანე.-თავი მის გამო ცუდად ვიგრძენი,მართლა ცუდი სიტყვები ვუთხარი..ასე არ უნდა მეთვა,არც უნდა მეყვირა..გამოსვლა დავაპირე როცა ამოთქვა.

-მართლა დიდი ბოდიში,მართლა მაპატიე,გთხოვ..-მაინც გამოვედი და ცრემლებმა ამ დროს დენა დაიწყო.როცა ადგილს მივუახლოვდი ტოდი გაფართოებული თვალებით მიყურებდა.

-თუ რაიმე დაგიშავა ახლავე მივალ და არ ვაცოცხლებ-წამოდგომა სცადა,მაგრამ ხელი მოვკიდე და ცრემლიანი თვალებით შევხედე.

-გთხოვ-ისიც დაჯდა და ჩამეხუტა.ახლა ყველაზე  მეტად ეს მჭირდებოდა..მეც ჩავეხუტე,ის კი თავზე მეფერებოდა,პირველად 1წლის განმავლობაში თავი დაცულად ვიგრძენი..ჩემი ბრალიაა!!არ უნდა მოვქცეულიყავი ასე!!ამ ფიქრებმა უფრო ამატირა.ტოდის მკლავებში ერთი ამოვიქვითინე,მან კი ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია და დანებების საშუალება არ მომცა.. 

  რამოდენიმე საათში ჩავფრინდით .ჩაფრენისთანავე ტოდს და ჰარის ცალკცალკე მანქანები დახვდათ აეროპორტის გასავლელში.ჰარის ზუსტად ის მანქანა რომლითაც ლამის დამეჯახა,მოგონებებმა იფეთქა...მოგონებებმა,რომელიც თავს ცუდად მაგრძნობინებდა.ლამის ჩავიკეცე,ამიტომ ტოდს ხელები მოვხვიე ,მაგრამ გაუაზრებლად..მან გაიღიმა და ხელში ამიყვანა,ხვდებოდა რომ ცუდად ვიყავი..ამაზე ჰარიმ გამოიწია,მაგრამ მარიამ გააჩერა,მადლობა ძუკნას ამისთვის.ჰარის ძარღვები დაებერა,ესღა შევამჩნიე,როცა ტოდმა მანქანაში ჩამსვა...გადავეშვი სამყაროში,სადაც ყველაფერი კარგად იყო, სადაც არც ერთხელ მიტირია,სადაც ბედნიერი ვიყავი...

My love,My life  (Sequel) (დასრულებული)Where stories live. Discover now