5 თავი

2K 123 12
                                    

  ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რას ვგრძნობდი...მენატრება,წინ მიდგას და კვლავ მენატრება,მაგრამ მძულს,ცხოვრება დაგვინგრია მეც და ჩემს პატარასაც.კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ ვუთხარი

-გთხოვ,აღარ გააგრძელო..-ზურგი ვაქციე და მაგიდასთან დავჯექი,ცოტა ხანი მიყურებდა,შემდეგ კი კარი გააღო და გავიდა.თავი აღარ შევიკავე და თავი ხელებში ჩავრგე.ერთი ამოვიქვითინე..თუ ყოველდღე ასე წნეხის ქვეშ უნდა ვიმუშაო წავალ სამსახურიდან.ამ დროს ჯეფი და ამანდა შემოხტნენ კაბინეტში და ნამტირალევი რომ დამინახეს გამომეტყველება შეეცვალათ...

-პატარავ,რა მოხდა?-მკითხა ჯეფმა და მომეხვია.

-ის აქ არის-ამოვიქვითინე.ჯეფმა და ამანდამაც იცოდნენ ჰარიზე,მაგრამ მის გარეგნობაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ..ორივემ კითხვით სავსე მზერა მომაპყრეს..

-ეს ჰარი ისაა..-კიდევ ცრემლები წამომივიდა,ახლა ამანდაც მომეხვია.

-ჩემო ლამაზო,გთხოვ არ ინერვიულო...

-ამას როგორ მეუბნები!ჩემი პირველი სიყვარული,რომლისგანაც შვილი მყავს აქაა და მე მისი ასისტენტი ვარ,ახლაც წუთის წინ ვიჩხუბეთ,მითხრა სმა დავიწყე ,რადგან შენ და ჩენი პატარა არ მყავდითო..-თავი მაგიდაზე ჩამოვდე.

-ელიზაბეტ ჰერონ!!!-მითხრა ჯეფმა მკაცრად-მე არ ვიცნობ ასეთ დეპრესიულ ბეტისს!!მე ვიცნობ მამაც და უშიშარ ბეტის!!

-აუხოო რაა!-მხარი აუბა ამანდამ-ნუ იქცევი 13 წლის მუწუკიანი თინეიჯერივით!!! 

 მე გამეცინა,აი რა მიყვარს მათში,ვერ მოვითმინე და ორივეს გადავეხვიე.

-მადლობა,რომ ჩემთან ხართ!!-ამ დროს საბრინა შემოვიდა.

-ელიზაბეტ! სტაილსთან და შეფარდთან წადი,მარია იქაა,შეხვედრები უნდა დაგეგმოთ. -ცრემლები შევიმშრალე,ბლოკნოტი ავიღე და კაბინეტიდან გავედი.ჯეფს და ამანდას ვანიშნე აქ იყავით-მეთქი.

 ჰოლი გავიარე და ტოდის კაბინეტში შესვლამდე დავაკაკუნე.

-მოდი ბეტი!-გაისმა ტოდის ხმა,არ ვიცი რატომ,მაგრამ ბეტი რომ დამიძახა მესიამოვნა..კარი შევაღე და დავინახე სამივე საბუთებში როგორ ჩაფლულიყო.ტოდი და მარია გვერდიგვერდ ისხდნენ,მე ჰარის მივუჯექი და ვუთხარი

-თუ რაიმე დაგაინტერესებს მითხარი.-შემომხედა,ტუჩებზე მომაჩერდა და თავისი გაილოკა,მე გამეღიმა,ოღონდ ოდნავ და საბუთებს მივუბრუნდი.2 საათში ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა. აუ არ წარმომედგინა ასე თუ გავფართოვდებოდით!!ახლა კიდევ სხვა კოპანიასთან ვდებთ ხელშეკრულებას,ოღონდ იცით სად?? მაიამიში. ამიტომ 2 კვირაში მივდივართ მე,ტოდი,ჰარი და მარია.

-შეიძლება მე ვერ წამოვიდე.-ვთქვი სანამ დაგეგმას დავიწყებდით.

-რატომ?-მკითხა ტოდმა.

-ლილიას ვერ დავტოვებ.

-ლილია ვინაა?-კვლავ ტოდი.

-ჩემი პატარა გოგონა.-ამაზე მარიამაც და ტოდმაც თვალები ჭყიტეს,ჰარი კი..

-ვაუუ!! არ ვიცოდი გათხოვილი თუ იყავი.

-არც ვარ- გამეცინა.

-აბა?

-პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს,განსაკუთრებით სამსახურში უფროსთან.

-აააკაიი,მაგრამ დაგეხმარები და ძიძა ვიპოვოთ,შენნაირი ჟურნალისტი გვჭირდება მაიამიში.

-საჭ..-გამაწყვეტინა ჰარიმ.

-თუ საჭიროა მის ჰერონს მე დავეხმარები შეფარდ!-თქვა ჰარიმ მკაცრად და ტოდს თვალითვალში გაუყარა.ტოდმაც არ დააკლო.

-მოვრჩით ხო?-ვიკითე სიტუაციის განსამუხტად.

-კი.-თქვეს ჰარიმ და ტოდმა ისე,რომ თვალი არ მოუშორებიათ ერთმანეთისათვის.

  მე და მარია ავდექით ,გამოსვლას ვაპირებდით,მაგრამ ჰარის ხმამ გამაჩერა.

-მის ელიზაბეტ ,ჩემს კაბინეტში მიბრძანდით!

-იცით? ჩემი სამუშაო საათები დამ..

-არ მაინტერესებს!!ახლავე ჩემს კაბინეტში!-რამ გააბრაზაა?? მაგრამ უფრო არ მინდოდა სიტუაციის დაძაბვა,ამიტომ მისი კაბინეტისაკენ  წავედი.

My love,My life  (Sequel) (დასრულებული)Where stories live. Discover now