"ოჯახის" ახალი წევრები

86 8 0
                                    

*****
- მიინჰოოოო მიშველეეე მშობიარობა მეწყება. ახლახანს გამწარებულმა ქალმა შესძახა თავის ქმარს და შეატყობინა ის რომ მალე თავის ოჯახს ახალი წევრი შეემატებოდა. დაბნეული კაცი ყველაფერს მიმოედებოდა, ძალიან დაბნეული იყო არ იცოდა რა ექნა. მაგრამ მალევე გონს მოვიდა თავისი ცოლი მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოსკენ დაძრა მანქანა. კაცი რომელიც მალე მამა გახდებიდა შავი გედია დემონების სამყაროდან მაგრამ მას სხვებისგან განსხვავებით თბილი გული აქვს და კეთილია ეს ყველაფერი კი მისი ცოლის დამსახურებაა, რომელიც ანგელოზია და ძალიან კეთილია. მათი ბედი ყველასგან გამორჩეული იყო. პირველი შემთხვევა იყო რომ დემონს ანგელოზი შეუყვარდა და მათი ურთიერთობა დიდ და ძალიან ძლიერ სიყვარულში გადაიზარდა. 
კაცმა ცოლი საავადმყოფოში შეიყვანა. ეხლა კი ისღა დარჩენია რომ თავისი პატარა შივილი ჩაიკრას გულში. მაგრამ მისი მილოდინი არ ყოფილა ისეთი როგორიც მას წარმოედგინა. ექიმი სამშობიაროდან გამოვიდა და კაცთან მივიდა.
-ბატონო ვწუხვარ მაგრამ თქვენი ცოლი მშობიარობას გადაყვა....ის დაიღუპა, ნაცვლად კი ორი ტყუპი დაგიტოვათ გოგონა და ბიჭი.
კაცი ამის გაგონების თანავე ცუდად გახდა ცოლი მოუკვდა თან ორი შვილი შეეძინა. არ იციდა რა უნდა ექნა. გრძნობებს ვერ უყრიდა თავს არ იციდა გაჰხარებოდა თუ ცოლზე ენერვიულა. კაცს თვალებიდან ცრემლები გადმოვარდა და მას მეორე, მესამე და კიდევ მრავალი ცრემი მოყვა რომლებმაც მის ლოყებზე გაიკვლიეს გზა. კაცი პალატაში შევარდა სადაც ორი პატარა მომტირალი სხეული და ერთი უგონოდ მყოფი ქალი დახვდა. კაცი ცოლთან ჩაიმუხლა და ხელი ჩაჰკიდა. შემდეგ კი იგრძნო განცდა რომელსაც სხვა ყველა სულიერი იგრძნობდა საყვარელი ადამიანის დაკარგვისას.
-საყვარელო....გპირდები რომ ჩვენს შვილებს უდედობას არ ვაგრძნობინებ, ცივ ნიავს არ მივაკარებ ყველაფერს ისე ვიზამ როგორც შენ გეგმავდი....რატო მიმატოვე საყვარელო ასე ნაადრევად? ხომ უნდა გენახა ჩვენი შვილები, მათი პირველი წელი ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, ხომ უნდა გენახა მათი მომავალი რატო დაგვტოვე ესე ნაადრევად? კაცი ქალს მოშორდა და ბავშვებს დაუწყლ ყურება. ჯონგუკს და როსეს რომლებსაც ახლახანს შეურჩია სახელები. ქალის ოცნება იყო რომ ბავშვებისთვის ეს სახელები დაერქმიათ ამიტომ კაცს არ უნდოდა რო ქალისთვის გული ეტკინა და ამიტომ მისი არჩეული სახელები დაარქვა. კაცი მთელი საღამო პალატაში თავის შვილებთან ატარებდა დროს და მათდამი ყურადღებას არ ადუნებდა. მაგრამ უკვე 4:00 იყო რომ უძილობას ვერ გაუძლო და იქვე სავარძელში ჩაეძინა. დილით კი ბავშვის ტირილის ხმამ გააღვიძა. კაცს გამოეღვიძა, სიტუაცია გაანალიზა და ბავშვებთან მივიდა. უფროსწორედ ბავშვთან. საწოლში მარტო როსე იწვა ჯონგუკი კი თავის ადგილას არ იყო უბრალოდ გაქრა. როსეს გვერდით კი წერილი იდო. კაცმა ნაშინვე აიღო ფურცელი და წერილის კითხვა დაიწყო.
-ყველაფრისთვის გაზღვევინებ მინჰო, ის რაც ჩაიდინე ყველაფრისთვის დაისჯები.

Black SwanWhere stories live. Discover now