ClosSaTe Fashion

1.3K 28 7
                                    

                    ~3 თვის შემდეგ~
თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერება არის ძველ სახლში დაბრუნება ან წარმოიდგენთ არ ვიცი, მას შემდეგ რაც ჩამოვედით მე და თეჰიონი ძველ სახლში დავსახლდით,ჯიმინმა და ბემიმ სახლი იქირავეს,ნენსი ჩვენთან ცხოვრობს, იუნგი კი თავისთან, ერთად ცხოვრებისგან თავს იკავებენ ფიქრობენ რომ ჯერ ადრეა და ერთმანეთი ყელში ძალიან მალე ამოუვათ,უი ის გითხარით ბემი რომ ორსულადაა?! კი ჩამოსვიდან ორ კვირაში გვახარა ეს ამბავი და ჯიმინს დღემდე არ სჯერა და ჩახუტების დროს ვერ ზომავს ძალას რის გამოც ბემისგან საყვედურებს იღებს,ნეტავ ნახოთ როგორ გვატრიალებს თავისი თითის გარეემო ყველას "ის მინდა ეს მინდა ეს არ მომწონს"
წუწუნა!
მე და თეჰიონი?..სამი თვე საკმარისი იყო იმისთვის რომ თეჰიონს მამამისისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ბიზნესის წარმართვის სპეციფიკა გამოეყენა და არანაკლებ პოპულარული და განთქმული ტანისამოსის კომპანია შეექმნა,თეჰიონის გემოვნება და ჩემი ტვინი საკმარისი იყო "ClosSaTe fashion"ის დასაარსებლად,თავდაპირველად კომპანია არც თუ ისეთ დიდ შენობაში გვქონდა რათქმაუნდა ასე უცბად ვერაფერს გავხდებოდით თეჰიონის მამა დაგვეხმარა, კი შვილის წყენა დაივიწყა ვინაიდან როსეს მამის კომპანია ერთ თვეში გაბანკროტდა და დაიხურა,
დღეს კი დიდ შენობაში გადავდივართ.

-სანა რომელი ჰალსტუჰი ჯობია შავი თუ მუქი ლურჯი?
-შავი!
-კარგი,შენ მზად ხარ?
-კი თმას ვისწორებ და გამოვალ
-თეჰიონ...
-გისმენ ბემი
-უკანა გზაზე რომ წამოხვალთ მაკში შეიარეთ და 3 ბიგმაკ-მენიუ წამომიღეთ
-რამდენი?!
-რა მე კი არ მინდა აი სულ შენი ცოლის ძმისშვილის ბრალია მასუქებს და მასუქებს!
-მაიცა არ წამოხვალ? ბოლოს და ბოლოს შენც იღებდი დიზაინის შექმნაში მონაწილეობას თან ფურშეტი იქნება მერე კი რესტორანი
-არც კი ვიცი, სანამ კაბას შევარჩევ სანამ თმას გავიკეთებ მეზარება...
-კაბა ის ჩაიცვი სპეციალურად ორსულებისთვის რომ შექმენი,თმა კიდევ დაივარცხნი მოკლედ იქ რომ არ იყო ხომ იცი რომ სანას ეწყინება და არანაკლებ მეც...
-დილა მშვიდობის!
ძილისგუდა ჯიმინი შემოეჭრათ ლაპარაკში თავის უსაყვარლეს ცოლს მოეხვია მუცელი დაუკოცნა და სანას კარზე მიუკაკუნა
-დაო მალე იზავ
-კი ორი წუთიც
-ჯიმინ შენს ცოლა უთხარი რომ გახსნაზე უნდა იყოს
-ვიქნებით თე ნუ ნერვიულობ
-პირველზე ვიწყებთ,ახლა მხოლოდ ათი საათია ჩვენ ადრე წავალთ რომ ყველაფერი რიგზე იყოს.
-მზად ვარ!
-ვოუ ესეთი სექსუალური ცოლი თუ მყლია რა ვიცოდი
-იქნებ ჩემს დას ჩემს წინ მაინც არ უთხრა გარყვნილი კომპლიმენტები?
-მაგის დრო არ არის წავედით!
სანა და თეჰიონი თავიანთ შავ გერმანული მარკის კერძოთ კი BMWში ჩაჯდნენ და გზა კომპანიისაკენ გაიკვლიეს.
ცოლ ქმარი კი სახლში დარჩნენ
-ბემი ახლავე დაიწყე მომზადება თორემ დაგვაგვიანდება
-ამით რისი თქმა გინდა რომ დროულად ვერ ვემზადები?
-არა საყვარელო შემდეგ დრო რომ მოგვრჩეს._ტუჩი მოიკვნიტა
-ღმერთო ჯიმინ 6 თვე ვერ მოგითმენია ინტიმის გარეშე? ეს დედანატირები ორსულად ვარ!
-ხომ იცი რომ ვერ ვითმენ...
-ცოლ_ქმარნო შეგიძლიათ რომ თავი შეიკავოთ სახლში მარტოები არ ხართ_შემოეჭრათ ნენსი
-აიშ! ნენსი არ მეგონა ასე ადრე თუ ადგებოდი..
-ისე გადასვლას არ აპირებ?_თვალების ატრიალებით უთხრა ბემიმ
-მეც იგივე კითხვა მაქვს თქვენ სახლში არ აპირებთ წასვლას?_წაუკმინა მეორემ
-იცი რომ რემონტია,აქ თვითნებურად არ ვარ
-ხოდა თავი შევიკავოთ სამივე მხარემ,თქვენც,მეც და მეორე ცოლ_ქმარმაც!
საუზმის შემდეგ სამივენი ოთახებში დაიშალნენ და მათ ცხოვრებაში ერთ ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მომენტისთვის დაიწყეს მზადება,
ნენსიმ ფართე კლასიკური შარვალი და თეთრი ტოპი ჩაიცვა იუნგის მოეწონება,
ბემიმ თავის რიგში ფართე გრძელი ყვავილებიანი კაბა ჩაიცვა შარვლებს მას შემდეგ გადაეჩვია რაც მუცელი ოდნავ შეუმჩნევლად მაგრამ მაინც დაეტყო,
ჯიმინი კი კლასიკურად გამოიზმანა სმოკინგში,თმა ბალზამით უკან გადაუწევია,ძვირიანი საათიც მოურგია მაჯაზე,ყოველგვარი ზედმეტი სიყვების გარეშე იდეალურია.

The price of power ✅Where stories live. Discover now