Writers'pov
გოგოები ოთახში არიან გამოკეტილები, მას შემდეგ რაც ჩანიოლს არანაკლები ზიანი მიაყენეს მათ კართან არავინ არ მოსულა.
-მომშივდა_დაიწუწუნა სანამ
-გინდა რომ აქედან გახვიდე და რამე შეგემთხვას?
-მირჩევნია ვიშიმშილო
-საეჭვო სიჩუმეა!_ახსენეო,კარზე კაკუნია
-მის მე ვარ_კარს მიღმა აშკარად ქალი იყო
-ოლოვია?!_წამოდგა სანა
-დიახ საჭმელი მოვიტანე
-ღმერთო მადლობა!
-მოიცადე! რა დარწმუნებულები ვართ რომ ახლა მასთან ერთად რომელიმე არ დგას?
-დამიჯერეთ თქვენთვის ცუდი არ მინდა, ბატონ ჩანს მძიმე ტვინის შერყევაა აქვს ამიტომ სახლში არ არიან და არც მგონია რომ მოვიდნენ ახლო მომავალში იქნებ გამოხვიდეთ და რაიმე მიირთვათ...
-ვამაყობ შენით სანა!
-როდის იყო ასეთი რაღაცეები მეშლებოდა?
-არც არასდროს,კარგი გავიდეთ.
ძლივს ძლივობით გამოწიეს კომოდი და გარეთ გამოვიდნენ ოლივიამ სამზარეულომდე მიაცილა და მისი მომზადებული საჭმლით გაუპასპინძლდა.
-თავს უხერხულად ვგრძნობ ვწუხვარ რომ ვერაფრით გეხმარებით..
-სად ვართ ეგ შეგიძლია გვითხრათ?
-ვაშინგტონიდან ძალიან შორს ალაბთ ერთი_ორი დღეა საჭირო აქ მოსასვლელად
-ერთი-ორი დღე?!
-დიახ
ბემი:პერსონალს მობილურები არ გაქვთ აქედან გავლა საერთოდ შეიძლება?
-ვწუხვარ მაგრამ სავარაუდოდ არა გარეთ სპეცნაზე უყენიათ და არანაირი გამოსავალი არაა,მეც ვერ გავდივარ აქედან...
-ანუ აქ ვარ გამომწყვდეული ამ ორ შეშლილთან ერთად?
-ვწუხვარ...
-აიშ! ჭამის მადაც კი დავკარგე!
ოლივიამ სახლის დათვალიერება შესთავაზა რომ რამენაირად გოგოების დაძაბულობა ოდნავ მაინც ჩაეხშო.-ამდენი ავტოპორტრეტი რათ უნდა?
-ნარცისია,საკუთარი თავი ძალიან უყვარს.
-შეგიძლია მის ოჯახზე რამე გვიამბო
-დედისერთაა, მამამისი ტაილანდში მოღვაწეობს თავის ძმასთან ერთად,დედა კი წინა წელს დაეღუპა,ჩანიოლი მისი ბავშვობის მეგობარია ამიტომ ჯუნმიონს ყველაფერს უსრულებს თუნდაც ეს ადამიანის მოტაცება ან მოკვლა იყოს,ფსიქიკურად დიდი ხანია აშლილია მიზეზი მეც არ ვიცი მათ ოჯახში დიდი ხანია ვმუშაობ მაგრამ ნამდვილი მიზეზი დღემდე არ გამიგია,კორეიდან დაახლოებით 5 წლის წინ წამოვიდა და აქ მამის კვალს გაყვა მასაც აქვს ტაილანდსა და კორეაში დიდი ქარხნები.
სანა:საინტერესოა...
-აი ეს მისი დედაა ეს კი მამა
ოჯახურ ფოტოზე მიუთითა სადაც ბევრად ახალგაზრდა ჯუნმიონი დედას კალთაში ეჯდა უკან კი მისი მამა იდგა.
-არ ვიცი რამდენ ხანს გაჩერდებით აქ,ბიბლიოთეკა გვაქვს პირველ სართულზე ამიტომ შეგიძლიათ წიგნები აიტანოთ ოთახში თუ გნებავთ რათქმაუნდა.
-მადლობა
-ორსულად ბრძანდებით?_მორცხვად მიმართა ბემის.
-დიახ
-უკვე მოზრდილი მუცელი გაქვთ რამდენი თვის ხართ?
-შვიდი ან ექვსი
-ალბათ ძალიან გიხარიათ არა?
-რათქმაუნდა შვილზე უკეთესი არაფერია_ფართედ გაუღიმა
ასე ჩამოვიდნენ პირველ სართულამდე და მისაღებში ისხდნენ ახლად დაკრეფილ ხილს მიირთმევდნენ რომელიც ოლივია თქმით მათი ბაღიდანაა,სახლის დიდი ჭიშკარი გაიღო და გოგოების ადგილიდან წამოხტომა ერთი იყო მაგრამ კარში არც ჯუნმიონი და არც ჩანიოლი არ ყოფილა,მაღალი, სმოკინგში გამოწყობილი წითური ბიჭი რომელიც საბუთებში იყურებოდა...
-ჯუნმიონნ მოვედი!
-ბატონი სახლში არ არის
-არაუშავს დაველოდები_ხელით იპოვა მაგიდა თავის საბუთებიდან ამოწევას არ აპირებდა იმდენად გართული იყო რაღაცის კითხვაში
-სან?!_შეყვირა სანამ,ისევ ისეთია,წითური თმა რომელიც ასე ძალიან მოსწონდა სანას სკოლის პერიოდში ისევ ისე დაუტოვებია,ბევრად გასიმპატიურებულა და ეს მნიშვნელოვანი შეხედულობა ძალიან ამშვენებდა.
-ბატონო?_როგორც იქნა თავი წამოყო და თავისი თაფლისფერი თვალები სანას მიანათა ბემი ფიქრობდა საიდან შეიძლება იცნობდეს სანა ამ ადამიანს,სანა კი უბრალოდ თვალს არ უჯერებდა გაახსენდა როგორ გაცნო ის ნენსიმ"კლასის სხვისვ ვეძახით" გაუელვა თავში,ახლაც მოღრუბლულ ცაზე ის მზის სხივია რომელიც პირველი გამოანათებს წვიმის შემდეგ
-სანა?!
მოშორებით მოისროლა მისი აწ უკვე არც თუ ისე მნიშვნელოვანი საბუთი და სანა გულში ჩაიკრა,ვინ იფიქრებდა რომ წლების შემდეგ მის პირველ სიყვარულს მისი ბიძაშვილის სახლში ნახავდა თანაც ამხელა მსოფლიოში...
-როგორ მომენატრე!
-კჰმ კჰმ_ჩაახველა ბემიმ_ძალიან კი გული მიჩუყდება ამ თქვენ სიყვარულობანაზე მაგრამ საიდან და როგორ?
სანა:ჩემი კლასელი იყო და ტაილანდში გადაიკარგა ახლა კი ჩემს წინ დგას ღმერთო როგორ გასიმპატიურებულხარ!
-მაგაში არ შეგედავები აშკარად სიმპატიურია,მაგრამ შენ აქ რა გინდა?!
-აა ჯუნმიონი ჩემი ბიძაშვილია და შენ ალბათ ის ხარ ხომ ვისი ცოლად შერთვაც უნდა?_მიმართა ბემის
-საიდან მოთხარე?
-ორსულად არისო და...
-არა სან ის ვისი ცოლად მოყვანაც უნდა მე ვარ და მეც ვარ ორსულად
-აა ოუ_მცირედი შოკი განიცადა
-ნუთუ ბიძა ვხდები?
-საბედნიეროდ არა!_მოუჭრა ბემიმ და ყურძნის ჭამა განაგრძნო
-გამარკვიეთ!_სათვალე მოიხსნა და პიჯაკის ჯიბეში ჩააცურა
-დაჯექი.
სანამ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი რაც კი თავს გადახდა და ისიც თუ როგორ აღმოჩნდა ჯუნმიონის კლანჭებში, საღამომდე უყვებოდა წარმოგიდგენიათ როგორ ძგერს ახლა სანის გული? წინ ხომ პირველი სიყვარული უზის და იმას უყვება თუ როგორ ცხოვრობდა თეჰიონთან ერთად და როგორ ააგეს ოცნების კოშკები რომელიც ჯერ არ დანგრეულა წამით ისიც მოუნდა რომ დაანგრიოს მაგრამ საკმაოდ ძლიერად უყვარს ეს გოგო იმისთვის რომ ასე მოექცეს.
სანიც წავიდა ისევ ოთახში ატრიალდნენ მაგრმა ძილი არც ერთს არ ეკარებოდა
-სანა იცი რას ვერ ვხვდები?
-აბა
-ესეთი ბიჭი თუ გყავდა კანდიდატურაში თეჰიონი რა ჭირად გინდოდა_ალბათ ბემის ასეთი საუბარი ცოტა მიუღებელია მაგრამ ისიც ხო განიცდის ბრაზს,რადგან თეჰიონი ამ ბოლო დროს არავის არ მოსწონს,ნუთუ ძალაუფლებამ თავისი ქნა?
-სანი ჩემთვის უბრალოდ ძმასავითაა მასზე სხვანაირად ფიზიკურად ვერ ვფიქრობ...
-ნეტავ ბიჭები რა დღეში არიან...
-შენი აზრით?,ალბათ ადგილსაც ვერ პოულობენ და ცდილობენ გვიპოვონ!
-სერიოზულად უკვე მესამე დღეა აქ ვართ და კიდევ ვერ გიპოვეს კამერები ნახონ!
-დარწმუნებული ვარ რომ კამერებს გათიშავდნენ ასე ადვილად ხომ არ დაგვავლებდნენ ხელს...
-ისე აქ ყოფნის მთავარი მიზეზი უნდა განვიხილოთ
-ჯუნმიონი?
-არა ის მესიჯები
-აა...
-რას აპირებ?
-რა უნდა დავაპირო თვალები დავხუჭო?
-ნუ ბრაზდები უბრალოდ ვიკითხე
-იქნებ აქ დავრჩე?
-ბატონო?!
-ჰო რა შენ გაგიშვან მე კი აქ დავრჩები დარწმუნებული ვარ ჯუნმიონი ბევრად მეტ სითბოს და ყურადღებას მაჩუქებს ვიდრე თეჰიონი...
-მესმის ყურადღება გაკლია თან ორსულობის დროს ბევრად ემოციური ხდება ქალი,მაგრამ თეჰიონსაც გაუგე, მუდამ კომპანიაზე ფიქრობს ათას პრობლემას აწყდება ხომ იცი ძალაუფლება ბევრის ფასად უჯდება ზოგიერთს,თეჰიონს კი ალაბათ შენი თავი დაუჯდება ამად..
-სახლი მომენატრა..._ბემისკენ მიტრიალდა და მუცელს ნაზად გადაავლო ხელი.
-რა ცუდი მამიდა ვარ,რისი გადატანა გიწევს ჩემს გამო პატარავ,ჯერ დედაშენი ვანერვიულე,მერე ვარბენინე,ახლა ისევ ვანერვიულებ.
-ეგ შენი კი არა დედამისის გადაწყვეტილებაა ინევიულებს ირბენს თუ რას იზავს
-მადლობა...
-სულელო.. ჯანდაბა ქუსლი ჯუნმიონის ოთახშია! ხვალ შემახსენე რომ წამოვიღო!
ორივეს გაეცინა,ერთმანეთს ტკბილი ძილი უსურვეს,სანას მალევე ჩაეძინა, ბემის კი აქედან თავის დაღწევის იდეები მოსდიოდა თავში, ხვალ სახლში ბრუნდებიან სავარაუდოდ....