Speech

410 27 0
                                    

-პირველ რიგში მივესალმები დამსწრე საზოგადოებას,არც კი ვიცი საიდან დავიწყო,ის ფაქტი რომ კომპანია ასეთ გლობალურ ხასიათს მიიღებდა ფიქრებშიც კი არ მომდიოდა,დღეს კი მაღალშენის წინ ვდგავარ რომელიც მთლიანად კომპანიას კუთვნილებაშია.
ClosSaTe Fashion გახლავთ ტანისამოსის კომპანია რომელიც ზრუნავს სახელმწიფო პირების,მსახიობების და ზოგადად საზოგადოდ პოპულარული პირების ჩაცმულობაზე,დიდი იმედი მაქვს მეც და ჩემს გუნდსაც რომ ბევრად მაშტაბური გავხდებით და ჩვენი ტანისამოსის იმპორტი სხვა ქვეყნებშიც მალე მოხერხდება ახლა კი კითხვები.
-საიდან დაიწყო ყველაფერი?
-ღირს თუ არა მოყოლა ეგეც არ ვიცი_უხერხულად გაიცინა თეჰიონმა, მართალია კომპანიის ისტორია სასაცილო გახლდათ_ჩვეულებრივი საღამო იყო და იქედან გამომდინარე რომ საქმეც არაფერი იყო ჩემმა მეუღლემ ბიზნესის შექმნა შემოგვთავაზა რათქმაუნდა ხუბრობით,ეს უბრალოდ სასაუბრო თემად იყო წამოჭრილი,მაგრამ ახლა ხედავთ სადაც მივედით,ბევრი იდეა იყო მაგრამ ტანისამოსზე იუნგის კომპლიმენტის მერე შევჩერდით "თეჰიონს კაი გემოვნება აქვს დიზაინერად ხომ არ გავუშვათ სადმე?" აქ კი სანამ წამოიყვირა და თავისი ჩანაფიქრი წარმოთქვა ზუსტად ასეთი წარმოედგინა კომპანიის გახსნა, მართალია ბევრად ქვედა საფეხურიდან დავიწყეთ,თავიდან თანამშრომლობა არც არავის უნდოდა ახლა კი რიგი გვიდგას შემოთავაზებების,ასე და ამ ნაირად წარმოიქმნა აქაურობა.
-რას ნიშნავს კომპანიის სახელი?
-ველოდი ამ კითხვას,ClosSaTe ინიციალებია Clos შემოკლებული ფორმაა სიტყვა Cloth ვიცით რომ ბოლოში ესი არ უნდა იყოს ესეც ჩვენი ფიშკაა,Sa არის ჩემი მეუღლის სანას პირველი ორი ასო და Te ჩემი სახელის პირველი ორი ასო გახლავთ.
-იქნებ გუნდის წევრები გაგვაცნოთ!მომავალში მათ ხომ ბევრჯერ ვიხილავთ?
-კი რათქმაუნდა,ჩემი მეუღლე თქვენთვის უკვე ცნობილი პაკ სანა, მის გვერდით მისი ძმა პაკ ჯიმინი,მის გვერდით მისი მეუღლე ლი ბემი,ის პატარა გოგონა ჩემი და კიმ ნენსი,ხოლო მის გვერდით ამ კომპანიის დაცვის უფროსი მინ იუნგი ჩემი სიძე ასეც შეიძლება ითქვას
-კომპანიის მაშტაბურობა როდის დაიწყო?
-არც ისე მალე როგორც მოველოდით, პირველად ჩვენი ტანისამოსი რათქმაუნდა სანამ და ბემიმ მოირგეს ძირითადად მათი გემოვნებით ვკერავდით,ბემის აქ ბევრი მეგობარი ყავს მათ შორის პოპულარული ხალხიც, ინსტაგრამ ვარსკვლავი გახლავთ და მათგან ბევრმა აიტაცა და ბევრ შეკვეთას ვიღებდით მაგრამ ძირითადი პოპულარულობა მაშინ მოიპვა როცა მომღერალმა ჰოლზიმ მოირგო საგაზაფხულო კოლექციის კაბა.
-დიდი მადლობა
-კიდევ გაქვთ კითხვები? თუ არა მაშინ დიდი სიამოვნებით შეგიპატიჟებთ კომპანიაში მანამდე კი ფურშეტი თუ შეიძლება!
წახემსების შემდეგ,თეჰიონმა ოჯახს უხმო თავისკენ,დიდი ოქროსფერი მაკრატელი აიღეს და ყველამ ერთიანად მოაშორა დაბრკოლება და კომპანიაში შეაბიჯა. მთლიანად შუშაბანდები გახლდათ რაც ძალიან ლამაზი იყო,ბუნებრივი ყვავილებით მოერთოთ ყველაფერი სანას თხოვნით,აქა იქა მანიკენები იდგნენ რომელზეც ჯერ არ გამოსული ტანისამოსი იყო მორგებული, ნენსი კი თავის რიგში სარეგისტრაციო დახლთან იდგა და უკვე იწერდა შეკვეთებს,
ბედნიერება.
საღამოს რვა საათზე კომპანიაში მხოლოდ ექვსი კაცი ღა დარჩა,დღლილი ნენსი სავარძელში იყო ჩასვენებული, იუნგი მაინც დადიოდა და იკვლევდა რომელი კუთხიდან გამოჩნდებოდა უკეთ ყველაფერი კამერებისთვის რაღათქმაუნდა შიგადაშიგ თვალი საყავრელი ადამიანისკენ გაურბოდა,
ბემი...ჭამს... ჯიმინი მაინც გააგზავნა მაკში და საჭმელი მაინც მოატანინა, თვით ჯიმინი ქვევით ჩავიდა რომ იუნგის ხალხი ზემოთ ამოეყვანა,თეჰიონი და სანა სავარძელში იწვნენ ჩახუტებულები, ცოლი რომელიც თავისი ქმრით ამაყობს და ასევე ქმარი რომელიც მადლობას უხდის ღმერთსი იმისთვის რომ ახეთი ცოლი ყავს,იდილია.
-თეჰიონ შენს კაბინეტშიც გინდა კამერები? თუ შენ და შენი ცოლი ცელქობას აპირებთ და არ გვინდა?
-იუნ ხვალ მაგრად გცემ_მძინარედ წარმოთქვა სანამ ქმრის მკლავებში მალე ხვრინვას ამოუშვებდა
-ახლა რატომ არა?
-მეზარება_თეჰიონის მკერდს უფრო მაგრად აეკრო და საბოლოოდ გადაეშვა სიზმრებში.
-კარგი არ გვინდა თქვენთან
-აი ჩვენც მოვედით_ტაში შემოკრა ჯიმინმა და 10 კაცთან ერთად ამოვიდა ლიფტით,ორი ლიფტით.
-კარგით,ახლა მისმინეთ,ექვსი კაცი თვითონ შენობის გარშემო იტრიალება ორი კარებთან,ორი სმენის შესაცვლელად,ორიც კი შენობის გარშემო ივლის,დანარჩენი ოთხი კი პერიმეტრის კუთხეებში განლაგდით,თითოს თითო კედელის დაცვა გევალებათ დღეისთვის მხოლოდ ეს იყავით თავისუფლები შემდეგში მეწყვილეებს დაგიყენება ყურადღების მოდუნებაზე საუბარიც არ მინდა საქმეს შეუდექით!
-არის სერ!_ისევ ქვევით ჩავიდნენ, წასვლამდე იუნგიმ პირველი სართულის საიდუმლო ოთახის გასაღები მისცა სადაც საჭმელიც და წამოსაწოლიც უხვად იყო
-სახლში არ წავიდეთ?_დაამთქნარა ჯიმინმა
-კი ნივთები აიღეთ არაფერი დაგჩეთ
-კარგი ახლავე_ბემიმ მის მიერ მოგროვილი ნაგავი ცელოფანში მოათავსა,თეჰიონმა სანა ხელში აიტაცა და იუნგისთან ერტად რომელსაც ასევე ხელთ მძინარე ნენსი ეპყრო ქვევით ჩავიდა,ჯიმინმა და ბემიმ მეორე ლიფტით ისარგებლეს და ნულოვან სართულზე ჩავიდნენ
-თქვენთან ხო ყველა?_მიაძახა ჯიმინმა თეჰიონს
-სხვაგან წასასვლელი გაქვს?_სიცილით უთხრა თემ და მანქანის კარი მოიხურა მალევე დაქოქა და პარკინგი ორმა ძვირიანმა მანქანამ დატოვა.
-ხვალ ბევრი საქმე გექნება არა?
-რათქმაუნდა უკვე იმდენი შეკვეთაა ყველას ხვალევე მოუწევს სამსახურში გამოსვლა.
-ჰომ უფრო რომელი სართული გავაკონტროლო?
-მთლიანობაში შვიდი სართული გვაქვს მეშვიდეზე ჩემი და სანას კაბინეტია, ალბათ სამკერვალო სართული მეხუთე მეექვსე.
-დანარჩენებზე რეები გექნება?
-მეორეზე გალერეა და მოდელების ფოტოები,მესამეზე ახალი დიზაინის იდეები,ისიც გვინდა გავაკეთოთ რომ მომხმარებლებმა იდეები შემოგვთავაზონ, პირველზე რესეფციონია თანხას და ამ საქმეს
ნენსის ვანდობ შიგა და შიგ კი ბემი შეცვლის და მეოთხეზე სათათბირო დარბაზი
- ბემი? ის ხომ ორსულად არის.
-ხომ იცი რომ რამე საქმე რომ არ მივუვლინო გამიჭედავს.
-და ჯიმინს რა ესაქმება?
-არ ვიცი,არ მინდა დიდათ დავტვირთო სახლში რემოტი აქვს ორსული ცოლი.
-მართალია,მამაშენი რატომ არ ჩამოვიდა გახსნაზე?
-არ ვიცი სავარაუდოდ არ ეცალა.
გზის დარჩენილი ნაწილი სიჩუმეში გაიარეს და მისვლისას ყველამ თავისი ქალბატონი აიტაცა და საძინებელში შეიყვანა
-თეჰიონ
-არ გძინავს?
-ფურშეტისთვის პირი არ დაგიკარებია რამე ჭამე და ისე დაწექი.
-კარგი მაშინ შენც გამოიცვალე და რომ მოვალ გამთბარი ადგილი დამიხვედრე
-მიდი მიდი!
სანა საწოლიდან თეჰიონის გასვლის შემდეგ მხოლოდ ხუთ წუთში წამოდგა, კაბა გაიძრო და თეჰიონის მაისური რომელიც დიდი ხნის წინ წაართვა ზედ მოირგო სააბაზანოში გავიდა ვინაიდან მაკიაჟი ჰქონდა მოსაშორებელი მხოლოდ ტუში და ტუჩსაცხი,მეგვალი ფორმის ბამბები სითხით გაჟღინთა და თვალებზე დაიწყო მესამეთი კი ტუჩებს იზელდა,ესეც ასე თმა ჩამოივარცხა, ცოტათი დაემუხტდა მალევე ჩამოუსვა ხელი მჯხტია გასანეიტრალებლად.
თეჰიონს კარადიდად საღამური გადმოუღო და ბატარეაზე გადაუკიდა თბილად რომ ყოფილიყო და მის ადგილას დაწვა ეს უკვე ჩვევად ქონდა, თეჰიონს ადგილს უთბობდა და შემდეგ ცივზე თავად წვებოდა მაგრამ თეჰიონის ჩახუტება მალევე ათბობდა მის სხეულს.

სანა მართალი აღმოჩნდა თეჰიონს დილიდანა არაფერი უჭამია და კუჭიც ახსენებდა ამას  მაცივრიდან მდნარი ყველი კეჩუპი ძეხვი და მოკლედ ბუტერ-ბროტის მასალა გადმოიღო,ერთი ორი ცალი გააკეთა და ტოსტერში გაუშვა,
თითქოს ბემიმ იგრძნო სუნიო სამზარეულოში თავი შემოყო.
-თეჰიონ რას აკეთებ?
-არაფერს
-აშკარად გემრიელი სუნია!
-აი სად ჩამოსულხარ!_ჯიმინიც ესტუმრა სამზარეულოს და ზემოდან გადმოხედა ბემის
-შენს შვილს შია!
-ნუ აბრალებ ყველაფერს ამ ბავშვს დროზე ოთახში!
-ერთი ლუკმა პური და ვსიო!
-არა!_ზურგზე გადაიკიდა და ოთახში აარბენინა,თეჰიონს თბილად ჩაეცინა და ის ღა დარჩენოდა საჭმელი ეჭამა შემდეგ კი ცოლთან ასულიყო ასეც ქნა ოდნავ წვენი დააყოლა და ოთახში ავიდა.
-საღამური გამათბობელზეა
-მადლობა
პიჯაკი გაიძრო მას მიყვა დანარჩენი დღის ნაცვამი ტანისამოსი,სანას წინ დაკუნთული და იდეალური სხეული აიტუზა რომელიც ჩაცმას არ ჩქარობსა მაგრამ როგორც ჩანს ცოლი დაინდო და ამ შუა ღამეს ჰორმონები არ გაუღვიძა, თავისი კუთვნილი ადგილისაკენ დაიძრა და სანამაც მალევე გადაინაცვლა მოშორებით
-რთული დღე იყო.
-ჯერ სად ხარ თეჰიონ ეს იმის ნახევარია რისი გავლაც მოგვიწევს.
-რატომ?
-ყველაფერი მაშინ დაიწყება როცა ძალაუფლების ფას გაიგებ,ახლა კი დაიძინე დავიღალე.
-მიყვარხარ..
-მეც.
ზურგიდან მოეხვია გოგონას სხეულს და მის თმებში თავი ჩარგო ტკბილად დაიძინებენ ამის გარანტიას გაძლევთ.

_____________________________________
ანუ ფიკის წერას ვერ ვეშვები, მიუხედავად იმისა რომ ხვალ ონლაინ გაკვეთილი მაქ და ვეფხისტყაოსნის გარტყმაში არავარ,მაინც ვწევარ და ვწერ საკუთარ ვეფხისტყაოსანს,(შოთას როგორ ედრები შე ცოდვილო?) ნუ ეხლა მთლად რუსთაველიც არ გახლავართ მარა ვცდილობ.
იმედია მოგწონთ რადგან ფიკში ასეთი სიყვარული ჯერ არ ჩამიდია მიუხედავ იმისა რომ 4-5 ნაწარმოები მაქვს პირველ წიგნზეც კი არ მიშრომია ამდენი აუ რა ძაან ბევრს ვლაპარაკობ🥺💖

The price of power ✅Where stories live. Discover now