Jeon Jungkook

837 118 26
                                    

ღამის სამი საათი იყო, როცა იუნგის ტელეფონზე შეტყობინება მიუვიდა. ეს არ იყო ჯგუფური ჩათიდან მოსული შეტყობინება, როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე. კიმ სიკჯინი წერდა, ეღვიძა თუ არა.

<კი.>

<ჩემთან შემოდი.>

იუნგი მაინც ვერ იძინებდა. უფრო სწორად, მარტო ძილი არ შეეძლო. არ უნდოდა ვინმეს შეწუხება. უბრალოდ, არ იცოდა, როგორ ეთხოვა ვინმესთვის ერთად დაძინება. მსგავსი რაღაცები მის ძალებს აღემატებოდა. მეგობრობაში ურთიერთობის ეს ნიუანსები მისთვის ხშირად უცხო იყო, ამიტომ ჯინის თხოვნის შესრულება უყოყმანოდ გადაწყვიტა. ორი ვარიანტი იყო. ერთი ის, რომ ჯინმა რამე ახალი გაიგო და ამიტომ დაიბარა იუნგი თავისთან (ამაში მას ეჭვი ეპარებოდა), მეორე კი ის, რომ ჯინი მიხვდა, იუნგის არ ეძინებოდა. ორივე ვარიანტში იუნგი ბედნიერი იქნებოდა.

იუნგი დაუკაკუნებლად შევიდა ჯინის ოთახში. ჯინი საწოლს შლიდა, დასაძინებლად ემზადებოდა. იუნგის ღიმილით გახედა და ხელით ანიშნა, შესულიყო.

- ჩემთან დაიძინებ, იუნგი?

- რადგან მთხოვ, - ჩაცინებით უპასუხა იუნგიმ. ორივემ კარგად იცოდა ჯინის თხოვნის მიზეზი, - ნამჯუნთან იყავი?

- ხო, - ჯინმა კარადიდან იუნგის საყვარელი ორცხობილების პაკეტი აიღო და ბიჭს ესროლა. იუნგიმ სწრაფად დაიჭირა.

- იმედია იბანავე, თორემ სპერმიანს გვერდით არ მოგიწვები, - იუნგიმ პაკეტი კბილებით გახსნა და საწოლზე წამოგორდა.

- დამშვიდდი, ვიბანავე უკვე, - ჯინს გაეცინა და გვერდით მიუწვა.

- ჰეი, - ცოტახანში იუნგიმ თავი მისკენ მიატრიალა და დაფიქრებით შეხედა, - ნუ ხარ ჩემ გამო მოწყენილი. მე კარგად ვარ.

- მაგრამ მარტო მაინც ვერ იძინებ.

- მირჩევნია მარტო არ დავიძინო.

იუნგიმ წამებში მთელ ორცხობილას მოუღო ბოლო. ცარიელი პაკეტი კარადაზე გადადო და საბანში ჩაძვრა. ჯინმა შუქი ჩააქრო.

Minor uncertaintyDonde viven las historias. Descúbrelo ahora