Kim Namjoon

871 118 8
                                    

სააბაზანოდან გამოსულმა იუნგიმ დამამშვიდებლები დალია. სწორედ ისინი, რომლებსაც ადრე სვამდა ხოლმე. ეს არ იყო ძილის წამალი, ეს აბები უბრალოდ ფიქრის შეწყვეტაში ეხმარებოდა და ზომბის მდგომარეობაში გადაჰყავდა.

საწოლს თეთრეული გამოუცვალა და ჭუჭყიანები ნაგვის შავ, გაუმჭვირვალე პარკში ჩატენა. შემდეგ საწოლში შეძვრა და საბანი თავზე გადაიფარა.

არ იცოდა, რა დრო იყო გასული, როცა კარზე მიუკაკუნეს. იუნგიმ თვალები გაახილა და შეეცადა გონს მოსულიყო. გაახსენდა, რომ დღეს 12 საათზე რეპეტიცია ჰქონდათ.

- ნამჯუნი ვარ, გაიღვიძე, - მოესმა კარიდან ბოხი, ნამძინარევი ხმა, - შუგა, შემოვდივარ, - დაიძახა ცოტა ხანში, როცა იუნგიმ ხმა არ გასცა.

იუნგიმ ამოიოხრა და საბნიდან თავი ამოყო. ყელზე საბანი მიიფარა, დალურჯებულები რომ არ გამოსჩენოდა.

- გაიღვიძე, იუნგი. 11 საათი ხდება უკვე. რეპეტიციაზე უნდა წავიდეთ.

- მე არ მოვდივარ, - უთხრა იუნგიმ სუსტი ხმით და მოსალოდნელი რისხვისთვის მოემზადა. თუმცა, არ აინტერესებდა ახლა, როგორ გაბრაზდებოდა ლიდერი. არ მიდიოდა და მორჩა.

- რატომ? - მკაცრად ჰკითხა და მის საწოლს მიუახლოვდა.

იუნგიმ არაფერი უპასუხა. თვალეიბი დახუჭა და შეეცადა, ფიქრები მოეშორებინა თავიდან, მაგრამ თავში მხოლოდ ის აზრი უტრიალებდა, რომ შეიძლებოდა წუხელ ნამჯუნი ყოფილიყო. მაგრამ, როგორ ახერხებდა თავის ისე დაჭერას, თითქოს არაფერი ჩაუდენია? როგორ იქცეოდა ასე ბუნებრივად?

- იუნგი, ეს რა არის? - ნამჯუნის ხმაში პანიკის ნოტები გაისმა.

ჯანდაბა, წამლების შენახვა დავიწყებოდა.

- რა ხდება? - ლიდერი მის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა, - მითხარი, რა მოხდა?

- არაფერი, დაძინება მინდა უბრალოდ.

რა თქმა უნდა, მან არ დაუჯერა.

Minor uncertaintyWhere stories live. Discover now