Park Jimin

821 116 11
                                    

საღამოს, როდესაც ბიჭები დაბრუნდნენ, იუნგი კვლავ თავის ოთახში იყო. მათთან სავახშმოდ არ ჩასულა, კი იფიქრა, ვცდიო, მაგრამ ვერ შეძლო. ჯინმა ოთახში აუტანა ვახშამი.

- მე დავაკვირდები ყველას, იქნებ რამე უცნაური შევამჩნიო, - უთხრა ჯინმა.

- არ არის საჭირო. ვერაფერს გაიგებ.

- მე მაინც შევეცდები.

უცნაური იყო იუნგის გაუჩიარება. ბიჭებმა მაშინვე შეკითხვების დასმა დაიწყეს. ჯინი და ნამჯუნი ვერაფერს ამბობდნენ, ვერ ახერხებდნენ იუნგის კბილებით დაცვას, რადგან არ უნდოდათ დამნაშავეს გაეგო, რომ მათ სიმართლე იცოდნენ.

- ისევ სიმღერას წერს? - იკითხა შუბლშეკრულმა ჯიმინმა.

- კი, მუშაობდა, - უპასუხა ჯინმა.

- როგორც დილით?

ხანდახან ჯიმინი მიუხვედრელი ბავშვივით იქცეოდა. ჯინმა გაღიზიანებით აატრიალა თვალები.

- რა დილით? - იკითხა მან. ნამჯუნისგან იცოდა, ჯიმინი დილით იუნგის ოთახში რომ იყო შესული, მაგრამ ჯიმინს არ უნდა გაეგო, რომ ამაზე უკვე ინფორმირებული იყო.

- დილით ვიყავი მასთან, იწვა. თუ ცუდად არის, უნდა ვიცოდეთ, ჰიონ. არავის გვინდა ძველი იუნგის დაბრუნება.

- შუგამ მთხოვა, რომ დღეს დარჩენილიყო, რადგან სიმღერის ტექსტზე უნდოდა მუშაობა. ვერ გავიგე, რა პრობლემაა. რომელიმე თქვენგანისთვის ოდესმე მსგავს თხოვნაზე უარი მითქვამს? მას მთელი დღე თავისუფალი ჰქონდა და თუ უნდოდა, დაწვებოდა კიდევ და სასეირნოდაც წავიდოდა, თუ მოისურვებდა, - თქვა ნამჯუნმა და შუბლშეკრული მიუჯდა მანქანას. ჯინმა თვალები დაუბრიალა მას.

- საწყენად არ მითქვამს, - ჯიმინს ხმა აუკანკალდა, - მე მასზე ვღელავ.

პაკმა ჯონგუკის მზერა იგრძნო და უარესად აღელდა. მაკნე ყოველთვის ეჭვიანობდა იუნგიზე. ჯიმინი ვერაფრით ახერხებდა ხოლმე მის დაწყნარებას.

Minor uncertaintyWhere stories live. Discover now