Jung Hoseok

836 112 20
                                    

- იუნგი, გთხოვ, დაწყნარდი უკვე.

ჰოსოკმა აღარ იცოდა, რა მოეხერხებინა საბანში გახვეული, მობიზული იუნგისთვის. იუნგი მას შემდეგ ტიროდა, რაც ჯიმინმა ის თავის და ჰობის ოთახში შეიყვანა. იუნგი მაშინვე უღონოდ ჩაწვა საწოლში და თავზე საბანი წაიფარა. ემოციებმა სადღაც, შიგნიდან დაიწყეს ამოსვლა, ჯერ მუცელში, შემდეგ მკერდში, ყელში და ბოლოს ბიჭმა თავის შეკავება ვეღარ შეძლო. განსაკუთრებით იმანაც იმოქმედა, რომ გაოგნებული ჰოსოკი მოუთმენლად ეკითხებოდა, რა ხდებოდა, ჯიმინი კი ნამდვილად ვერ ახერხებდა ცრემლების შეკავებას. მის გვერდით ჩამომჯდარ ჰოსოკს მუხლებზე დაადო თავი და ხმამაღლა ატირდა. მისნაირად ასლუკუნებულმა ჯიმინმა ძლივს შეძლო ჰობისთვის იმის მოყოლა, რაც იცოდა. თავზარდაცემულმა ჰოსოკმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ იუნგისთვის მოეხვია ხელები და შეძლებისდაგვარად ენუგეშებინა.

- ყველაზე ვიფიქრე, - მოესმათ უცებ იუნგის დასუსტებული ხმა, რამაც ორივე გააშეშა. ჯიმინმა სრუტუნიც კი შეწყვიტა და ცრემლები მოიშორა, მისი ერთი სიტყვაც რომ არ გამორჩენოდა, - ისიც კი ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა შენ ყოფილიყავი, - იუნგიმ ხელით მიანიშნა ჰოსოკს, რომ ახლა არ სურდა მისი აღშფოთების მოსმენა, - მაგრამ თეჰიონი? თეჰიონი! ღმერთო, მასზე ვერასდროს ვიფიქრებდი. როგორ... რატომ... ახლა... ახლა როგორ მოვიქცე? - იუნგიმ უღონოდ ამოთქვა და აცრემლებული თვალებით გახედა ორივეს, თითქოს მათგან ელოდა პასუხს.

- აღარ უნდა იტირო, - უთხრა ჰობიმ, - აღარც შენ, ჯიმინ, - ჯონმა საწოლზე დაატყაპუნა ხელი, ისიც მათთან რომ ჩამომჯდარიყო.

- თეჰიონს უნდა დაელაპარაკო, იუნგი. იქნებ... იქნებ რამე გაუგებრობაა? - პაკი იუნგის ფეხებთან მოკალათდა და ტირილისთან ჩაწითლებული თვალები შეანათა მინს.

- ჯიმინ, კარგი რა, - ჰობიმ თავი გააქნია.

- დაძინება მინდა, - იუნგიმ ზურგი შეაქცია ორივეს და საბანი წაიფარა, - თეჰიონის ნახვა არ მინდა, - საბნიდან ყრუდ გაისმა მისი მოგუდული ხმა, - არაფერი გააკეთოთ არცერთმა, გაიგეთ?

Minor uncertaintyWhere stories live. Discover now