- კიმ სოკჯინ, ახლავე მომაშორე ხელები,- ჩაიბურტყუნა ძილში წასულმა შუგამ.
- ბოდიში, - ჯინმა მისი თავიდან ხელი ასწია და გვერდით გადაბრუნდა.
- რომ იცოდე, შენი საწოლიც გაქვს.
- ის საწოლი არ მომწონს,- ჯინს უკვე ეძინებოდა.
- მაგრამ შენ თვითონ აირჩიე. ნება იბოძე და გადადი.
იუნგი აღარ ხუმრობდა. ჯინმა ეს მის ინტონაციაში შეამჩნია და ფრთხილად გახედა თმააბურძგნულ, სახეშესიებულ კარამელისფერთმიანს.
- მართლა? - ჰკითხა იუნგის და თვალები კატასავით დაუმრგვალდა.
იუნგიმ ამოიოხრა. არ უნდოდა ჯინის განაწყენება, უბრალოდ, თავადაც შეწუხებული იყო.
- კარგი, დარჩი, ოღონდ ბევრს ნუ ტრიალებ.
- ხვალ გალბის მოგიმზადებ.
იუნგის გაეღიმა, მაგრამ სწრაფად დაასერიოზულა სახე და თვალები დახუჭა.
იუნგი გვერდით გადაბრუნდა. ფიქრებს ისევ ვერ იშორებდა თავიდან. უკვე პირველი საათი იყო. ბიჭები დიდიხნის წინ წავიდნენ. წასვლამდე ჯიმინმა შემოიჭყიტა, მაგრამ სახეზე თავზე საბანგადაფარებული ჰიონის დანახვაზე უკან გავიდა. იუნგიმ გაიგონა, როგორ ჰკითხა ვიღაცას:
- რა სჭირს? აბა, სიმღერას წერსო?
- დაწერს. წამოდი, არ შეაწუხო, - იუნგიმ ნამჯუნის ხმა იცნო.
შიოდა, მაგრამ საწოლიდან ადგომის ენერგია არ ჰქონდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უზარმაზარმა მანქანამ გადაუარა. მთელი სხეული სტკიოდა. ეს არ ყოფილა ნაბახუსევის ბრალი, უბრალოდ, წუხანდელი უშედეგო მცდელობების დროს, როგორმე აემოძრავებინა სხეული, ახლა მოდუნებული კუნთები აწუხებდა. ენერგია საერთოდ არ გააჩნდა. იმას არ განიცდიდა, რომ ბიჭმა გაათავებინა, არც იმას, თითები რომ შეუყვეს შიგნით, შეურაცხყოფილი იყო ასეთი ქურდული მოპარვის გამო და, რაც ყველაზე საშინელება იყო, მთელი პროცესის განმავლობაში ყველაფერს გრძნობდა, უმოძრაობის გამო კი ეს შეგრძნებები გაცილებით მძაფრი იყო, გაცილებით სასიამოვნო და... დამამცირებელი.

ESTÁS LEYENDO
Minor uncertainty
Fanfictionიუნგის თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. იმის გამო, რომ ამით სიამოვნება მიიღო, იმის გამო, რომ ასეთი გამოყენებული იყო, იმის გამო, რომ ეს მისმა რომელიღაც მეგობარმა გააკეთა...