კიმების სახლის აივანზე ვდგავარ და გზას გავცქერი,ველოდები როდის მოვა ჩემი საცოლე,თან მიდამოს ვათვალიერებ აქ მთელი ჩემი ოჯახი შეიკრიბა,ჩემი მტრის სახლში,რომელიც ადრე თუ გვიან მთელი მისი ქონებითა და გავლენებით ჩემი გახდება მთელი კიმების გვარი ჩემი იქნება,მერე სხვებსაც მივხედავ..ფიქრს ჩემი მომავალი მეუღლის ძმა მაწყვეტინებს..
-მშვენიერი ღამეა ბატონო ჩან...
-დიახ,ბატონო შიუმინ-შევხედე და ყალბად გავუღიმე დარწმუნებული ვარ მისი ღიმილიც,არანაკლებ ყალბი იყო ჩემსაზე,ჩვენ ორი ვეებერთელა კრიმინალური კლანის წარმომადგენლები ვართ და მტრობას,დავას,დაპირისპირებას ჩვენს შორის,მხოლოდ და მხოლოდ ქორწინება და ნათესავური კავშირი მოაგვარებს,ნუ მე სხვა გზებიც ვიცი,სისხლიანი გარჩევები,მაგრამ კლანის სიტყვას ვერ გადახვალ ეს ჯერ კიდევ ორი წლის წინ გადაწყდა თუმცა მაშინ ეს ქალბატონი ამერიკაში გაუშვეს ახლა კი დააბრუნეს რადგან შიშის სუნი ეცათ და ერთობ მახარებდა ის ფაქტი,რომ ამ შიშს ჩვენგან გრძნობდნენ,ასე დიდი პატივით და თხოვით მიგვიწვიეს თავისთან...
-დარწმუნებული ვარ ჩემი და მალე მოვა ..
-არ ინერვიულოთ დაველოდები-შიუმინმა კვლავ გამიღიმა და აივანზე მარტო დამტოვა,ერთი რამ ზუსტად ვიცოდი ამ ქორწინებიდან,ეს პატარა გოგო ჩემი იარაღი გახდებოდა თავისი მშობლების წინააღმდეგ,მისი წყალობით ყველაფერს ხელში ჩავიგდებ,მერე კი მასაც თავიდან მოვიშორებ..თვალი ჭისკრისკენ გავაპარე აი ისიც ჩემი სათამაშო მანქანიდან გადმოდის,ესე იგი ეს არის ლეა,გოგონა,რომელიც ორი წლის წინ უნდა გამხდარიყო ჩემი ცოლი,არა ნამდვილად ვერ დაიწუნებ ზუსტად ისეთივე სრულყოფილია,როგორც მისმა ძმამ აღწერა,იმედი მაქვს იცი პატარა,რომ გაგყიდეს ძალიან ძვირად გაგყიდეს,შენმა ოჯახმა ფარად შენ გამოგიყენა და ისეთ მხეც მიუგდო შენი თავი,როგორიც მე ვარ.დავინახე მის შესახვედრად სიბნელიდან ვიღაც გამოვიდა,საშუალო სიმაღლის სომოკინგში გამოწყობილი ბიჭი,ეს ხომ დიოა მათი დაცვის უფროსი....
YOU ARE READING
MONSTER BETWEEN US
Actionგამოასწორებს თუ არა,ორ მოსისხლე კლანს შორის ქორწინება საქმეს მაშინ,როცა ორივე მხარის მთავარი მიზეზი შურისძიებაა? და რა ხდება მაშინ,როცა ლეა იმ მონსტრის მოთვინიერებას ეცდება,რომელიც მასსა და სიყვარულს შორის დგება. ...