მოსიყვარულე წყვილები,თუ წარმოსახვა

157 12 12
                                    

დილა...11 საათი...
-ჩანიოლ,მითხარი რომ უკვე ჩაიცვი?-ყვირის ლეა სააბაზანოდან ჩანი საწოლზეა და იქ ელოდება ლეას გამოსვლას,რომელიც უკვე ერთი საათია ნებივრობს,არადა ჩანს აჩქარებდა,არ მიყვარს როცა ვაგვიანებო...

-მე მზად ვარ და შენ??

-ხო თითქმის-ლეა პირსახოცშემოფარებული შემოდის ოთახში,ნახევრად სველი თმებით,ფეხშიშველა დადის იქეთ-აქეთ და თან ტანსაცმელს არჩევს,თან წუწუნებს...ჩანი კი ჩუმად ზის და აკვირდება ამ სანახაობას,საწოლის თავს ეყრდნობა ხელს თავს უკან იდებს და მშვიდად უყურებს ოთახში მოტანტალე გოგონას,ხანდახან ჩაიღიმებს,თუმცა თვალს არ აცილებს,ლეა საოცრეაბაა მთელი მისი შრამებიანი სხეულით,საოცრებაა,რომელიც ჩანისთვის შექმნეს...

-ქალბატონო ვინ მოგცა უფლება ასე თავისუფლად, პირსახოცშემოხვეულს გევლოთ ოთახში??-წარბაწევით ეკითხება ჩანი და გოგოსკენ მიდი,რათა ხელებში მოიქციოს და ძლიერად მიიკრას სხეულზე

-ჩან..-წუწუნებს გოგო და ერთ ადგილზე ცქმუტავს,თავის დაღწევას ცდილობს ჩანის ძლიერი ხელებიდან-უნდა ჩავიცვა...

-კარგი რაა, ჩვენ ხომ მხოლოდ კაფეში მივდივართ..

-ხო და ვთქვით,რომ თორმეტზე,რადგან მერე არ გცალია...

-ხო მერე არ მცალია,საღამომდე-ეშმაკურად გაუღიმა ჩანმა. 

-ხოდა უნდა ჩავიცვა,ქვევით ჩადი და მეც ჩამოვალ...

-არ მინდა ჩასვლა,აქ ვიქნები და გიყურებ როგორ ჩაიცვამ-ეშმაკურად იღიმის ჩანი

-ვერ მოგართვით,ბატონო ჩან ჩადით ძირს-იღიმის ლეა და ბიჭს ხელს კრავს.

-მანქანაში დაგელოდები,მალე ჩამოდი....-გოგოს ჯერ ლავიწზე კოცნის,ცოტახანს თავლებში უყურებს, შემდგე კი ოთახიდან გადის...

ლეა ცოტახანს გაშეშებული დგას,ეს კოცნა,საუბარი,სიმშვიდე,ბედნიერების შეგრძნება,კაფეში წასვლა,მშვიდი ღამე და ალბათ მშვიდი დღეც,ეს ყველაფერი იმდენად უცნაურია,რომ ჰგონია მალე თვალებს გაახელს და მწარე რეალობაში დაბრუნდება,თუ ეს სიზმარია,რა მოხდება,რომ ცოტა ხანს კიდევ არ გაიღვიძოს,თითქოს ეს ის ცხოვრება,რომელიც უნდოდა,რომ ჰქონოდა,მაგრამ ასე მარტივად?ცოტათი წარმოუდგენელია.

MONSTER BETWEEN USWhere stories live. Discover now