ახალი სათამაშო ბექისთვის

188 17 1
                                    

თვალებს ვახელ,მაგრამ ჯერ კიდევ მეძინება,ირგვლივ ყველაფერი თეთრია,ხო სწორია მე საავადმყოფოში ვარ და ხანძრიდან მეორე დღეს მოვდივარ გონს..ამ თეთრი კედლების შემდეგ,რასაც ვხედავ ეს ჩანიოლია,რომელიც ჩემკენ მოიწევს,თმებზე მზრუნველად მისობს ხელს და ისე დამყურებს თითქოს,ჩემი სიცოცხლე მართლა რამეს ნიშნავდეს მისთვის....

-გაიღვიძე?ეს როგორ გააკეთე?როგორ შეხვედი ცეცხლში?ლეა?-ხმას არ ვიღებ,მასთან საუბარი კი არა,მისი ყურებაც კი არ შემიძლია,მინდა,რომ გავიდეს,მინდა რომ მარტო დამტოვოს,მაგრამ ეს უფრო ახლოს მოდის..რატომ არასდროს მტოვებს?!

-ლეა,ხმას რატომ არ მცემ?მართლა რომ მომკვდარიყავი?-გაშეშებული,ანერვიულებული თვალებით მიყურებდა,ისე თითქოს ის ცეცხლი თავად გავაჩინე და შიგნითაც დიდი სიამოვნებით შევედი..

-საქმეს გაგიმარტივებდი-ძლივს ამოვთქვი სიტყვები,თითქოს იმ კვამლმა ჩემს იოგებზეც იმოქმედა..

-რას გულისხმობ?-ვითომ ვერ ხვდება რას ვგულისხმობ?

-ჩემს ოჯახის წევრებს დახოცავდი და ყველაფერს დაისაკუთრებდი,მე შენ უბრალოდ საქმეს გიმარტივებდი...-ეს ვუთხარი და მას თვალი ავარიდე...

-ლეა..

-გეყოს ისე მოქცევა თითქოს ნერვიულობ ჩემზე,ან ჩემს გრძნობებზე,შენ ყველაზე მეტად არ გაინტერესებს რას ვგრძნობ მე და რას განვიცდი,ამიტომ უბრალოდ წადი და შენს საქმეებს მიხედე...
-ასე არ არის!-მკაცრად მითხრა ჩანმა
-მაშინ დიო მომიყვანე ან წადი აქედან...

-არსადაც არ წავალ და არავისაც არ მოგიყვან მე და შენ ხვალ ერთად დავბრუნდებით სახლში,ჩვენს სახლში-ბოლო სიტყვები ხმამაღლა და გამოთქმით მითხრა ჩანიოლმა..

-შენთან არ მინდა,შენთან ერთად არსად არ წამოვალ..-ლამის ისტერიკებში ჩავვარდი ,ლამის არა მთელ ხმაზე გავყვიროდი და თან ვტიროდი,რომ ჩანი იქიდან გაეყვანათ,რომ მისი ნახვა არ მინდოდა,რომ მკვლელი იყო და ჩემს მოკვლასაც აპირებდა. დიახ,სწორედ ასე მოვიქეცი,მაგრამ ყველაფერი ჩემს საპირისპიროდ დატრიალდა,როგორც ყოველთვის.
პალატაში ექიმი შემოვარდა და ექთანს ჩემთვის დამამშვიდებლის გაკეთება უბრძანა,თუმცა მინდა გითხრათ,რომ შეგრძნება,როცა ნელ-ნელა ითიშები და თვალებს ხუჭავ მეტად მესიამოვნა...

MONSTER BETWEEN USNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ