ქორწილი

208 12 0
                                    

ქორწილის დილა

სახლში ყველა ფუსფუსებს,ერთი ორომტრიალია,ვინ სად გარბის ან რა მოქავთ არავინ იცის,ზოგი ყვავილებს ალაგებს,ზოგიც ხალიჩებს არჩევს,ზოგიც ქაღალდის ხელსახოცის ფერებს ლეას დედასთან ათანხმებს და ასე დილიდან უკვე თორმეტ საათამდე.მხოლოდ ერთი ადამიანი,არ იძვრის ადგილიდან და თავის ანარეკლს შეჰყურებს სარკეში,ფიქრობს ყველაზე და ყველაფერზე და ამ წამს კი მის ცხოვრებაზე,რომელიც მისი არ არის და სავარაოდოდ არც იქნება,თუმცა ეს სხვამ არ უნდა გაიგოს,ეს მხოლოდ მან იცის,სხვას უდა ეგონოს,რომ ის კვლავ ძლიერი და დამოუკიდებელია,ისე როგორც ადრე.კიდევ დიდიხანს უყურებს საკუთრ ანარეკლს,შემდეგ ვიღაც ქალი ვარცხნილობას უკეთებს,ერთი საათი,მერე მაკიაჟი,რომელსაც მოჰყვება სიტყვები,"ძალიან ლამაზი ხარ"ლეაც თავს უქნევს და ვითომ ნამდვილ ღიმილს ესვრის.კაბის ჯერიც დგება,დროც გადის,ლეა ყველას გარეთ უშვებს,თავად მიდის კაბასთან,თეთრ ხალათს იხდის თავის შიშველ სხეულს უყურებს სარკეში,თვალში მომდგარ ცრემლს კვლავ უკან აბრუნებს და კაბას ზლაზვნით იცვამს,ამის შესახებ არავის ეუბნება,სუჰოს სურათს დაჰყურებს,კიდევ ერთხელ ფიქრობს,რომ სუჰო ყველაფერს შეცვლიდა აქ,რომ იყოსო და ფოტოს თავის ადგილზე აბრუნებს.ოთხი საათი ხდება ოთხში ერთ-ერთი დამხმარე ქალი შემოდის

-თქვენი ნივთები გადაიტანეს ბატონი ჩანიოლის სახლში..

-გამახარე...

-რა მითხარით?-კითხულოს დამხმარე

-არაფერი-ახლა უკვე გარკვევით ამბობს ლეა

-მალე ბატონი ჩანი მოვა ..

-ახლა ხომ საერთოდ-ისევ ჩუმად ჩაილაპარაკა

-რამე გნებავთ?

-კი დიოს დაუძახეთ სასწრაფოდ,იცოდეთ არ მალოდინოს

-დიახ ქალბატონო..-ქალი ოთახს ტოვებს,ლეა კიდევ გაშეშებული დაჰყურებს ძმის ფოტოს,იფიცებს,რომ შურს იძიებს,კვლავ კომოდზე აბრუნებს და ფანჯარასთან მიდის,ხალხი უკვე გროვდება,თუმცა ლეა მხოლოდ ხუთ პროცენტს იცნობს,ან ალბათ არც მაგათ,უცებ კარების ხმა ესმის,ლეა არ ბრუნდება და ისე ეკითხება ოთახში შემოსულს

MONSTER BETWEEN USTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon