ისე,როგორც ჩვენ გვსურს

245 9 7
                                    

სამი თვის შემდეგ

ბექის და სუზის სახლი

-ბექ ან ამ ნახატს გაიტან, ან მე გავალ აქიდან-გაღიზიანებული უყურებს სუზი ბიჭს

-ამ ნახატს რაღას უწუნებ?-ბექი საფეთქელს იზელს

-ნახატიც კი არაა შავი ლაქაა ამ სახლში...

-მე მომწონს,შენც მომწონხარ ამიტომ ორივე დარჩებით-ბექმა ხელებში მოიქცია სუზი...

-ბექ გთხოვ,ამ სახლს სევდას მატებს და მერე სულ მოწყენილი სახე მექნება,როცა აქ გადმოვალთ...-სუზიმ ლეკვის თვალებით შეხედა ბექს და შემდეგ ნახატზე მიუთითა,რომელიც მართლაც მხოლოდ შავი იყო და ერთ მხარეს ერთი თეთრი ლაქა ჰქონდა...

-მაკოცე...-ბექმა ლოყაზე მიუთითა,მერე ტუჩზე სუზიმაც სწრაფად შეასრულა მოთხოვნა და კვლავ ბექს შეხედა...

-ახლა...

-კარგი ჩამოვხსნი,ხო ხედავ ყველაფერს გისრულებ,საუკეთესო ქმარი ვარ...

-ყველაფერზე რაღაცას ითხოვ ეგრე არ ითვლება-წუწუნებს სუზი და თეთრი სავარძლის სახელურზეხე ჯდება...უყურებს როგორ ხსნის ბექი ნახატს და მერე საერთოდ გააქვს ოთახიდან...

-აბა,ასე უკეთესია?-კითხულობს და თან სუზის უახლოვდება

-კი ასე ჯობს,ისე ბექ რამდენი საქმე გვაქვს წარმოიდგინე ჯერ მხოლოდ საძინებელი და სამზარეულო დავასრულეთ...-ბექი სუზის გვერდით მოკალათდა

-ეს ორი ოთახი ერთობ მნიშვნელოვანია და მაგიტომ...

-სხვებიც მნიშვნელოვანია და მაინც ეგ ორი რატო მოაწესრიგე მაშინ,როცა მისაღები თავზე გვაყრია?!-თვალი დაუწვრილა სუზიმ

-იმიტომ რომ შენ ხშირად გშივდება ამიტომ სამზარეულო ეს უპირველესია და კიდევ საძინებელი რათა....

-რა ბექ,ერთი რას იტყვი საძინებელზე გელოდები-უბღვერს სუზი...

-რომ დავიძინოთ,რა გჭირს გიჟი ხარ?-ასერიოზულებს ბექი...

-მეც სწორედ ეგ ვიფიქრე ბატონო ბექ...-სუზიმ კმაყოფილმა ჩაიცინა...

To już koniec opublikowanych części.

⏰ Ostatnio Aktualizowane: Jul 21, 2020 ⏰

Dodaj to dzieło do Biblioteki, aby dostawać powiadomienia o nowych częściach!

MONSTER BETWEEN USOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz