იყო წვიმა
იყო თოვლი
იყო ქარი
იყო ცეცხლი
იყო გასროლა
შემდეგ კი სიჩუმემ დაისადგურა...
სამი წლის წინ კიმების სახლი..
-ქალბატონო გაღვიძებას არ აპირებ?-ოთახში შავებში გამოწყობილი სუჰო შემოვიდა და ჩაბნელებულ ოთახში ფარდის გადაწევით მზის შუქი შემოუშვა,თან ბედნიერ სახეს არ იშორებდა.
-სუჰო მოგკლავ თუ ფარდებს თავის ადგილას არ დააბრუნებ!-ლეამ თავზე ბალიში დაიფარა და ძმას შეუბღვირა.
-აი ახლა უკვე გეტყობა კრიმინალური კლანის წვერი რომ ხარ-ღიმილით უთხრა ძმამ,რაზეც ბალიში მიიღო სახეში.
-არ ვარ თქვენი წყეული კლანის წევრი-ჩაიბურდღუნა ლეამ.სუჰო მაშინ საწოლთან ჩამოჯდა და ლეას თავზე აკოცო..
-ჩემი პატარა,გინდა ცალკე კლანი გქონდეს?-გაიცინა სუჰომ
-ხო როგორ არა ჩემი ოცნებაა..მე უბრალოდ ყოველ დილით ნაყინის ჭამა მინდა და მაგაზე მეუბნები გაცივდებიო და კლანის შექმნა შეიძლება?-თვალები დაუწვრილა ლეამ
-ახლა ზამთარია რა ნაყინი გინდა,ღმერთო ჩემო,აი კლანის შექმნა კი ნებისმიერ დროს შეიძლება..
-არ ვაპირებ შენზე დაჯერებას,მაინც შევჭამ..
-თუ არ დამიჯერებ,რომელიმე კლანს უფროს მივათხოვებ შენს თავს-სუჰომ გადაიხარხარა,მაგრამ ლეამ სახე დაასერიოზულა..-ვიხუმრე პატარავ,შენს თავს არავის გავატან,მითუმეტეს ვიღაც კრიმინალს..-ეს თქვა და გოგო გულში ჩაიკრა..
-ასე არ იხუმრო გთხოვ..-სუჰო კარგად ხვდებოდა რამხელა სტრესი იყო ეს ყველაფერი ლეასთვის,მისი ასაკის მიუხედავად ბევრი ნახა გოგომ,ისიც იცოდა რით შოულობდნენ ფულს,რისი გაკეთება უწევდა სუჰოს,გოგოს არაფერს უმალავდა,მაგრამ ერთი რამ არ გაუმხილა მხოლოდ,თუმცა ეს ლეას არ გამოპარვია.

ESTÁS LEYENDO
MONSTER BETWEEN US
Acciónგამოასწორებს თუ არა,ორ მოსისხლე კლანს შორის ქორწინება საქმეს მაშინ,როცა ორივე მხარის მთავარი მიზეზი შურისძიებაა? და რა ხდება მაშინ,როცა ლეა იმ მონსტრის მოთვინიერებას ეცდება,რომელიც მასსა და სიყვარულს შორის დგება. ...