ლეა დაუკაკუნებლად შედის ჩანიოლის კაბინეტში,მიუხედავად იმისა,რომ დილის 10 საათია მათი საუბარი "დილა მშვიდობითათი" ნამდვილად არ იწყება,ლეას თითქმის გაგიჟებული სახე აქვს,ისეა თითქოს ჩანიოლს შუაზე გაგლეჯს...
-პაკ ჩანიოლ ახლავე მითხარი ვინ დაესხა ჩენის სახლს თავს და თუ ჩემს მეგობარს რამე მოუვიდა არ გაცოცხლებ...-გამოსცრა გოგომ და ჩანის პირისპირ დადგა
-ჯერ დილა მშვიდობისა პატარავ და მე რა გითხარი როგორ უნდა მომმართო?!-ეს თქვა და გოგოს შუბლზე აკოცა...მერე კი უკან დაიხია და სავარძელში მოკალათდა
-შენ ნორმალური ხარ მითხარი,რომ ისინი კარგად არიან იცოდე თუ რამე მოუვიდათ...
-ჯერ ის მითხარი შენ ეს ამბავი ვინ გახარა დილა ადრიან და ვინ გაუფუჭა ჩემს საყვარელ მეუღლეს ხასიათი,თან თუ გავიხსენებ წუხელ ჩემს გვერდით,როგორ მშიდად გეძინა კიდევ უფრო ვბრაზდები ახლა ასეთს,რომ გხედავ...
-ერთადერთი ვინც ჩემს ხასიათს აფუჭებს შენ ხარ...და შენი საქმე არ არის ეს ვინ მითხრა.
-დიომ გითხრა ხომ ასეა,არა ის ბიჭი უკვე ნერვებს მიშლის...
-დიო არაფერ შუაშია და შენ თუ არ მეუბნები მე თვითონ გავიგებ-ლეამ ეს თქვა და კარებისკენ წავიდა...
-ხომ იცი სახლს ვერ დატოვებ-ჩანიც უკან გაჰყვა
-წინაზეც წესით არ უნდა დამეტოვებინა,მაგრამ შენმა დაცვამ და ქვის ღობემ ვერ შემაჩერეს...-ლეა კარებთან გაჩერდა და ისე შეხედა ჩანს-და ვერც შენ, საყვარელო მეუღლევ.-მერე კარები გამოაღო,თუმცა ჩანმა შეაჩერა
-გაჩერდი-ჩან ვერ ვხვდები რა გინდა ან რის მიღწევას სცდილობ სანამდე გინდა,რომ შეტოპო?
-ლეა..
-უკვე გამანადგურე ჩან,უკვე აღარ ვარ ის ვინც ვიყავი,ნუთუ ამას ვერ ამჩნევ მითხარი რა გინდა რა გავაკეთო,რომ შეჩერდე-გოგომ ჩანს რამოდენიმეჯერ ჰკრა ხელი-ყველას ჩამოვშორდი,ხომ ხედავ და ვცხოვრობ ადამიანთან ერთად,ვისთან ერთადაც სუნთქვაც არ წარმომედგინა...
-შენ არაფერ შუაში არ ხარ,ეს სხვა საქმეა და ის,რომ შენ მათი მეგობარი ხარ საქმეს არ ცვლის...

ESTÁS LEYENDO
MONSTER BETWEEN US
Acciónგამოასწორებს თუ არა,ორ მოსისხლე კლანს შორის ქორწინება საქმეს მაშინ,როცა ორივე მხარის მთავარი მიზეზი შურისძიებაა? და რა ხდება მაშინ,როცა ლეა იმ მონსტრის მოთვინიერებას ეცდება,რომელიც მასსა და სიყვარულს შორის დგება. ...