ვფიქრობ,შემიყვარდი ოღონდ სამუდამოდ...

194 15 2
                                    

-შეგიძლიათ დღეს წაიყვანოთ ,მაგრამ ვფიქრობ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს,გირჩევთ ფსიქოლოგთან ჩაწეროთ,რომ სიტვაცია უფრო არ გაუარესდეს..-მიმართა ექიმმა ჩანიოლს

-თქვენ ფიქრობთ,ჩემი ცოლი გიჟია?

-მე ეს ნამდვილად არ მითქვამს,მაგრამ მას მე ვმუკრანალობდი წლების წინ და ვიცი,რაც გადაიტანა,ამას ამიტომ გეუბნებით,როგორც ასეთი ეს თქვენი გადასაწყვეტია მე მხოლოდ გირჩევთ..

-მეც ვიცი მან რა გამოიარა,ამიტომ მე მას სახლში წავიყვან-დარწმუნებული სახით თქვა ჩანმა..

-როგორც გითხარით თქვენი გადასაყვეტია,ახლა კი დაგტოვებთ..-ექიმმა ესღა თქვა და პალატიდან გავიდა..

-საყვარელო მე და შენ მალე სახლში წავალთ-ჩასჩურჩულა მძინარე გოგოს ბიჭმა.

-თავს რატომ არ მანებებ,ხომ თქვა ექიმმა,რომ გიჟი ვარ,უბრალოდ წადი..-თვალები ფრთხილად გაახილა ლეამ..

-ხომ იცი თავს ვერ დაგანებებ,შენს თავს ვერც ვერავის დავუთმობ...

-ძალიან გამახარე და იმ პრობლემას რა ეშველება,რომ შენი სახის დანახვა არ მინდა?-სერიოზული სახით ჰკითხა ლეამ,ბიჭმა კი უბრალოდ გაიღიმა და ლეას სახე ახლოს მიუტანა,რომ კარგად გაეგონა გოგოს,რასაც ეტყოდა.

-აბა ვისი სახის დანახვა გინდა დიოსი?გინდა მას უყურო მთელი ცხოვრება?არ მაფიქრებინო,რომ ეს მართლაც ასეა,თორემ მომიწევს ისიც გავაქრო ამ სამყაროდან-გოგოს გააჟრჟოლა,იმ წამს თვალები ცრემლით აევსო,დიოს გარეშე ცხოვრება ეს მართლა არ წარმოედგინა ლეას,ეს კი ნამდვილად სიკვდილი იქნებოდა...-გინდა,რომ ასე მოხდეს?მიპასუხე პატარავ,თორემ უკვე ბიჭებს ახალ დავალებას მივცემ..-სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა,ახლა უკვე გრძნობდა გოგოს გახშირებულ სუნთქვასა და გულის ცემას ერთი თვალის დახამხამება და ცრემლები მოსწყდებოდა მის მშვენიერ თვალებს-შენი ხმა არ მესმის...

MONSTER BETWEEN USWhere stories live. Discover now