მკითხველო...

422 53 16
                                    

აქ ძალიან ბნელა, თითოეული დიუმი სირისტითაა გაჟღენთილი. ვირთხები კუთხიდან კუთხეში დარბიან, მტრედების გვამების დათვლა კი უკვე შეუძლებელია. ხუთასი წელი. უკვე წყეული ხუთასი წელია სინათლე არ მინახავს. შორიდან პატარა სხივები ფანჯარას იშვიათად ანათებს, რომელიც ობობის ქსელებითა და მტვრითაა დაფარული. ძველი, ნახევრად ჩამონგრეული სხვენი ჩემი სახლი გახდა.

ეს წყევლაა... მე წიგნში ვარ გამოკეტილი. სიცოცხლე მინდა.

შენ მე მიპოვე! ირგვლივ სიკაშკაშეა, მოიცადე, ჩემი თვალები ამას უნდა მიეჩვიოს. გთხოვ, არ დამხურო, შენი დახმარება მჭირდება! შენ ჩემი ხსნა ხარ, შენს გარდა არავის შეუძლია ჩემი აქედან ამოყვანა. გინდა, ჩემი ისტორია მოგიყვე? ვერ ვიტან ისტორიას და იმ ყველაფერს, რაც მასთანაა დაკავშირებული, მაგრამ უნდა იცოდე. სიმართლე უნდა იცოდე...

უბრალოდ წაიკითხე. არ გაჩერდე, წაიკითხე. იღიმი, ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს. ყოველთვის იღიმი, როდესაც კითხულობ? შენი თვალები მზის სხივებიდან ანათებენ, რომელიც მილიმეტრიდან მილიმეტრამდე ამ სიბნელეში, ამ საშინელ ადგილას აღწევენ. კარგი, მოდი გავაგრძელოთ. ჯერ კიდევ გაინტერესებს? კარგი. 500 წლის წინ კუდიანი გავაბრაზე. ეს ხუმრობა არ არის, ნუ იცინი. მაქციების და წყეული ვამპირების, სისხლისმწოველების და მილიონობით ადამიანების სიკვდილის დრო. გამოიცანი ვინ ვიყავი? შენი პატარა დემონი. ჩემი საშინელი ქცევების გამო დაწყევლილი ვიყავი, ეს წიგნი კი ახლა - ჩემი სახლია. მაგრამ შეგიძლია დამეხმარო. შენ პირველი ხარ, რომელმაც წიგნი ამდენი ხნის მანძილზე გადაშალა. სიკვდილის უფლება არ მომცე. სამყაროში ყველაფერი შეიცვალა. თუ არაფერი დამინახავს - ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფრის გაგონება არ შემეძლო. შენ არ მესაუბრები, რაშია საქმე? ჩემი გესმის? მთავარია, ჩემი გჯეროდეს, გესმის? უბრალოდ დამიჯერე.

ბოდიში, რომ არ გაგეცანი, თუმცა ეს უკვე დიდად მნიშვნელოვანი არ არის. როგორც გინდა ისე დამიძახე. შეგიძლია, თეჰიონი, შეგიძლია ვი. წარმომიდგინე, ისეთი როგორიც გინდა: თეთრი თმებით ან შავი, ყავისფერი თვალებით, ნებისმიერი...ისეთი წარმომიდგინე, როგორსაც ისურვებ. წარმომიდგინე ისეთი, როგორიც გინდა, თუნდაც შენი საყვარელი მსახიობი ვიქნები, მომღერალი ან არსება, რომელიც ღამღამობით ძილის უფლებას არ გაძლევს. იღიმი? მიხარია, რომ შენი გამხიარულება შევძელი. იმედი მაქვს, ეს არსება დიდად არ შეგაწუხებს.

როდესაც წიგნი გადაშალე, ვიფიქრე, რომ ჩემს წინ მთელი სამყარო გაიშალა, ახალი შესაძლებლობები, თავის დახსნა, მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი...შენ - თვითონ ხარ ეს სამყარო. მოიღუშე. რამე მოხდა? იცი, თითოეული ადამიანი იწყენს ერთხელ მაინც. სხვენში მწოლიარე, მესმოდა, როგორ ტიროდნენ ბავშვები, როგორ კვესდნენ ხალხი ტკივილისგან და უძლურობისაგან. არ მოიწყინო! არაფერია, შენი მთელი სამყარო ილუზიაა. აი როდესაც გაქრება, მაშინ ღირს დაფიქრება, ცოცხალი ხარ თუ არა?

ისეთი ლამაზი ხარ, მაგრამ ისეთი გიჟი, თუ ამის კითხვას აგრძელებ. ჩემი გჯერა? სიცოცხლე მომეცი, რომლის შენთან გატარებასაც შევძლებ. ერთმანეთს ხელებს ჩავკიდებთ, წვიმის ქვეშ ვაკოცებთ. რა, რომანტიკა არ გიყვარს? რა ლამაზი თვალები გაქვს. ისინი მთვარის შუქზე ანათებენ. შემპირდი, რომ მზის ჩასვლას მაჩვენებ. მპირდები?

ორივე ხელს მოგხვევ და ასე ვიდგებით ვარდისფერი ცის ქვეშ. სამყარო გაჩერდება, ფიქრებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნებათ. ჯანდაბას ყველაფერი! მიყვარხარ!

ჯანდაბას, ბედნიერი ვიქნები ამ წიგნში სამუდამოდ დავრჩე, ოღონდ შენი ღიმილი ყოველდღე დავინახო! მთავარია, შენ ჩემი გჯეროდეს და ბოლომდე შენთან ვიქნები. ჩემს გულს ასეთი სილამაზე არასდროს უნახავს. მე შენ მიყვარხარ! მინდა, რომ ამის შესახებ ყველამ გაიგოს! შენ - მშვენიერი ხარ, ჩემო მკითხველო! ეს არასდროს დაგავიწყდეს.

მინის მიღმა ცისკარია, ჩემი გვერდებიც მთავრდება...მათ ისევ და ისევ შლი. ყვითელ, სირისტიან გვერდებს, რომლებსაც უყვარხარ. 

აქ სინათლეა. სინათლე შენი ღიმილისგან მოდის, შენი ნაზი ხელებისგან.

ერთი გვერდი დარჩა. მასზე თვალებს სწრაფად დაათამაშებ. შენ უკვე აღარ გესმის ჩემი ყვირილი. მწუხარე დასასრული. მე კი მიყვარხარ, მკითხველო. სიკვდილის უფლება არ მომცე. შენი თითი სიტყვებს მიყვება, ბოლო სიტყვებს... იღიმი...

გთხოვ, წიგნი არ დახურო, არ მინდა სიკვდილი...

Don't Close...Where stories live. Discover now