[♡] 1 [♡]

4.6K 146 21
                                    

თავი 1

" ქალბატონო ბლექვუდ!"
"აქეთ გამოიხედეთ!!"
"მშვენივრად გამოიყურებით."
პაპარაცები გარს შემომეხვივნენ როგორც კი მანქანაში ჩაჯდომა გადავწყვიტე. ვეუბნებოდი, რომ გაწეულიყვნენ და მანაქანამდე ეცადათ ჩემთვის მისვლა.

სამწუხაროდ, არავინ მისმენდა, მხოლოდ ფოტოებს იღებდნენ. ფოტო აპარატებიდან გამოსული ნათება თითქოს მაბრმავებდა. მათ ასეთ უზრდელურ ქცევაზე უკვე ნერვები მეშლებოდა. როგორც იქნა მანქანამდე მივედი და სასწრაფოდ შიგ ვისკუპე. ფანჯარა ჩამოვწიე და ვთქვი:

"უკაცრავად, შეგიძლიათ გამატაროთ? ჩემი მანქანისთვის ალყის შემორტყმა არც ისე კარგი საქციელია. ისიც ცუდია, რომ ფოტოებს მიღებთ, როდესაც ვცდილობ, რომ აქაურობა დავტოვო რაშიც ისევ თქვენ მიშლით ხელს. გმადლობთ." ფანჯარა ისევ ამოვწიე. ამჯერად როგორც იქნა მომისმინეს და გეზი იმწამსვე ჩემი სახლისკენ ავიღე.

[♡][♡][♡]

როგორც კი მივედი, სახლის ჭიშკარი გაიღო. შიგნით შევედი და მანქანა თავის ადგილას დავაყენე. სახლში შევედი და თავისუფალ დივანზე გავიშხლართე.

"ეს წყეული მაღალქუსლიანები მკლავს." წითელი მაღალქუსლიანი გავიხადე და სადღაც შორს გადავაგდე, მალე იგივე ბედი გაიზიარა მეორემაც.

რამოდენიმე წუთი უბრალოდ დივანზე ვიწექი. შემდეგ გადავწყვიტე ჩემს ოთახში ავსულიყავი და გამომეცვალა. მაკიაჟი მოვიშორე და და პიჟამოები ჩავიცვი. შემდეგ კი თმა უბრალოდ შევიკარი. გადავწვიტე დაძინებამდე ცოტა მემუშავა, ამიტომ ლეპტოპი ჩავრთე და შევამოწმე რა უნდა გამეკეთებინა. მომწყინდა და უბრალოდ ინტერნეტში უაზროდ ბოდიალი დავიწყე. უეცრად ერთ საინტერესო ვებსაიტს წავაწყდი სახელად: "ნუნა". ძალიან დამაინტერესა რადგან ჩემი უცნაური სიამოვნებაა, როდესაც ვინმე ნუნას მეძახის. უბრალოდ ძალიან აღმაგზნებს ხოლმე. ამ ვებსაიტიდან ბიჭის ყიდვის, (რომელიც მასიამოვნებს) საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ფულიც ბლომად მაქვს. შეიძლება ცუდად ჟღერდეს, რომ ჩემზე ახალგაზრდა მინდა, თუმცა მე ეგეთი მოხუციც არ ვარ. ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ და არა ვიღაც მოხუცი ქალი. პროფილის ფოტოების დათვალიერება დავიწყე. ერთ-ერთმა კი ჩემი ყურადღება მიიქცია. მას ეწერა "გუკი" და ფოტოზე ყველაზე საყვარელი ბიჭი იყო გამოსახული. უსაყვარლესი ბაჭიის ღიმილი და ლამაზი თვალები ჰქონდა, თუმცა კარგად ჩანდა მისი კუნთებიც. მისმა წვრილმა წელმა კი უბრალოდ გამაგიჟა. ის მინდა. გადავწყვიტე მე გუკი მინდა. მის პროფილზე შევედი და მივწერე თუ რა თანხა იყო იმისთვის საჭირო, რომ ჩემი გამხდარიყო.

"სალამი, გუკი! მინდა შენი ნუნა ვიყო. მითხარი რა რაოდენობის თანხა გინდა."

"გააჩნია როგორ მომექცევი. ნუნა, მინდა რომ კარგად მომექცე. ფულზე მერე შევთანხმდეთ. ახლა კი ის მაინტერესებს როგორ გამოიყურები."

"ეს ერთადერთი ფოტო მაქვს ჩემი თავის ტელეფონში

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

"ეს ერთადერთი ფოტო მაქვს ჩემი თავის ტელეფონში. იმედია შენს მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ."

"ნუნა, ძალიან ლამაზი ხარ. მეგონა, რომ მოხუცი იქნებოდი. ბევრი ნუნა აქ მოხუცია. ვიქნები შენი. ნუნა, უბრალოდ მითხარი როდის."

"როდესაც შეგეძლება გუკ. რაც დაგჭირდება ყველაფერი სახლში მექნება ;)"

"მაშინ დილას გნახავ, გაწყობს ნუნა? მისამართი გამომიგზავნე და მოვალ. ერთი სული მაქვს როდის შეგხვდები. ულამაზესი ხარ ნუნა!"

"მეც ვერ ვითმენ ისე მინდა შენი ნახვა გუკი. უსაყვარლესი ხარ. იმაზეც არ ვიტყოდი უარს, რომ ჩემთან ცხოვრობდე. ღამე მშვიდობის საყვარელო, ნუნა ხვალ გნახავს."

ეს ბიჭი ახლახანს ვნახე, თუმცა ჩემი გული მისი ფოტოს დანახვაზე ცუდად ხდებოდა. მასზე არაფერი ვიცოდი, თუმცა ეს რომ სახალისო იქნებოდა ორი აზრი არაა. გუკი შესაძლოა ჩემი მოსაწყენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილიც კი გახდეს. ხვალიდან ოფიციალურად მეყოლება პატარა საყვარელი ბიჭი, ვისზეც უნდა ვიზრუნო. იმის ფიქრი, რომ მასზე ვიბატონებ და დომინანტი ვიქნები, ჭკუიდან მშლის.

/_/_/_/_
პირველი ფიკი ჯონგუკზე.
სამიდან სამივე თეჰიონზე მიწერია და ვიფიქრე სხვა წევრის ფიკსაც დავდებთქო😊😊

თასუ [♡]

ნუნა | ჯონ ჯონგუკიWhere stories live. Discover now