[♡] 2 [♡]

2.3K 113 19
                                    

თავი 2

მას შემდეგ რაც გუკთან ჩათს მოვრჩი, ლეპტოპი დავხურე, სინათლეები ჩავაქრე და დავიძინე.

[♡][♡][♡]

დილას ადრე გავიღვიძე. ისეთი ნივთები ვიყიდე, რაც გუკის დასჭირდება. გაკვირვებული ვარ, რომ ჩემი შემოთავაზება ასე მალე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღო. იმედი მაქვს ისეთია, როგორიც მე წარმომიდგენია რომ არის. უსაყვარლესია. მხოლოდ მისი ფოტოს დანახვაც კი საკმარისია, რომ ლოყები ამიწითლდეს.

[♡][♡][♡]

გუკისთვის ჰიგიენური ნივთები, გადასაფარებლები და ლოგინის ზეწრები ვიყიდე. ასევე ვიყიდე ტკბილეულობებიც სპეციალურად მისთვის, რადგან მე ძირითადად მომწარო და ჯანსაღ საჭმელებს ვჭამ. ტკბილებს არა.

უკვე ყველა ტანსაცმელი მქონდა წარმოდგენილი, რასაც მას ჩავაცვამდი. ამაზე ფიქრმა აღმაგზნო. ასეთი ფიქრების დაიგნორება ვცადე და შხაპი მივიღე. ჩვეულებრივი მარტივი ტანსაცმელი ჩავიცვი. გამიკვირდა, რომ რაც ახლა მაცვია ის ჩემს კარადაში ვიპოვე, რადგან იქ უმეტესად მხოლოდ შავი და თეთრი ტანსაცმელებია. არასდროს ჩამიცვამს ვარდისფერი ან ყვითელი ფერის რაიმე. სიცოცხლით სავსე ფერები საჩემი არ არის. პატარაობაშიც კი მუქი ფერის ტანსაცმელებს ვიცვამდი. ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი, იქ კი სულ თეთრ ან შავ ტანსაცმელებს გვაძლევდნენ.

[♡][♡][♡]

ბუნებრივი მაკიაჟი გავიკეთე და თმა დავისწორე. გუკის მოსვლამდე ცოტა დრო რჩებოდა. სახლიც ცოტათი მოვაწესრიგე. მალევე ზარის ხმა გავიგე. სასწრაფოდ კარისკენ გავიქეცი, გავაღე და იქ უსაყვარლესი ბაჭიის მსგავსი ბიჭი დავინახე. გუკი იყო. რეალურ ცხოვრებაში კიდევ უფრო საყვარელია.

"გამარჯობა ნუნა~"
"გა-გამარჯობა გ-გუკ, შემოდი." მორცხვად გავუღიმე. ენა არასდროს არავისთან დამბმია, თუმცა ახლა სწორედ ეგ მოხდა. სახლში შემოვიდა და ეგრევე გარშემო მიმოიხედა.

ნუნა | ჯონ ჯონგუკიWhere stories live. Discover now