თავი 18
რომ გავიღვიძე საწოლში სრულიად მარტო ვიწექი. ვერც გუკის სხეულის სითბოს ვგრძნობდი და ვერც მის არომატს, სამაგიეროდ სახლში გემრიელი საჭმლის სუნი იდგა.
კიბეებზე ჩავედი და სამზარეულოში მოფუსფუსე ჯონგუკი დავინახე, რომელიც საუზმეს ამზადებდა.
"დილა მშვიდობისა, პატარავ."
"გამარჯობა,ჯონგუკ." ლოყაზე ვაკოცე.
"შენი ნათქვამი ჩემი სახელი სასიამოვნოდ ჟღერს." ჯონგუკი.
თავი დავხარე. იმდენი ბილწი რაღაც წარმოვიდგინე მის სიტყვებზე, რომ შემრცხვა.
"რა იყო პატარავ? ენა გადაყლაპე?"
მას შევხედე და ნერწყვი გადავყლაპე.
"უბრალოდ გაწვალებ. მოდი ჭამე."
მაგიდასთან სკამზე დამაჯინა და წინ თეფში დამიდო. მასზე ომლეტი და სოსისი იდო.
როგორც წესი, ასეთ საჭმელებს არ ვჭამ, თუმცა კარგად გამოიყურება და ვცდი. თან ჯონგუკმა გამიკეთა.
"გმადლობ, გუკ." ვთქვი ბედნიერი ხმით.
თეფშის გვერდით ცივი ყავაც დამიდო.
"შენ საყვარელ სასმელს ვერ დავივიწყებდი." გამიცინა და მის ლოყებზე ჩაღრმავებები დავინახე.
ასე არავინ არასდროს მომქცევია. ასე კეთილად და მზრუნველად.
ჭამის დროს გვერდით მომიჯდა და უბრალოდ მიყურებდა, თან იღიმოდა.
მალე დავამთავრე. თეფში გასარეცხში ჩავდე და კიბეებზე ავირბინე. კბილები გამოვიხეხე. მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩამოვედი.
ჯონგუკი დივანზე იწვა და რაღაც ფილმს უყურებდა. მივუახლოვდი. რომ დამინახა, ზემოდან მომაქცია და მკლავები მომხვია.
"შეგიძლია მაკოცო? გთხოვ." ვკითხე.
ეს ნამდვილი ბოთომის ქცევა იყო, რომელიც ჩემში ფესვებს იდგამდა და მომწონდა კიდეც.
ჩაიცინა და ბაგეებზე მეამბორა.
თავი გულ-მკერდზე დავადე და რამოდენიმე წუთში მის მკლავებში ჩამეძინა.
[♡][♡][♡]
ჯონგუკის თვალთახედვით:ივს ჩაეძინა. ზემოდან მეწვა და ხელები ჩემზე ჰქონდა შემოხვეული.
მე ისევ ტელევიზორს ვუყურებდი.
უსაყვარლესია. ყველანაირად. მისი ბოთომი მხარე კიდევ უფრო მომწონს.
ცუდად არ გამიგოთ, მისი დომინანტი მხარეც მომწონს, მაგრამ მისი ასეთი ქცევები.... ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი, როდესაც პირველად გავიცანი.
ხელი თმაში შევუცურე და ნაზად მოვეფერე, ოღონდ ფრთხილად. არ მინდა გავაღვიძო. ლოყა ისე ედო ჩემზე, რომ ტუჩები გამოეწა.
უსაყვარლეს პოზაში იყო და ვეღარ მოვითმინე - ფოტო გადავუღე. ტელეფონო შევინახე და მის ნაკვთებს დავაკვირდი.
მალე მეც ჩამეძინა.
/_/_/_/_
ეს ფიკი ერთ თავში დასრულდება.ამიტომ, გადავწყვიტე ახალის დადებაც ბარემ დავიწყო. თეგუკზეა. შესავალი ნაწილი მიდევს მხოლოდ. იმაზეა, თუ რას შეიცავს წიგნი. ნახეთ, თუ მოგეწონათ მითხარით და გავაგრძელებ.
დაახლოებით ამის მსგავსი ფიქციაა და მგონია, რომ მოგეწონებათ.
"1 მილიონი ნახვა | თეგუკი"
ასე ქვია. ჩემს პროფილზე ნახავთ.
თასუ [♡]
YOU ARE READING
ნუნა | ჯონ ჯონგუკი
Narrativa generaleაღწერა: ყველაფერი ამ წინადადებით დაიწყო: "ნუნა, გთხოვ შემეხე." მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: "ჯონგუკ, შემეხე. გთხოვ..." ** ნუნა - ასე მიმართავენ ბიჭები მათზე ასაკით უფროს გოგონებს კორეაში. შენიშვნა : ეს ფიკი შეიცავს 18+ სცენებს და ვისაც ეს არ მოგ...