თავი 5
გადავწყვიტე, იმის გამო რაც გუკმა რამოდენიმე წუთის წინ გააკეთა შური უნდა ვიძიო. ამიტომ, დღეს ცოტათი თამამად და გამომწვევად ჩავიცვამ.
"პატარავ, ამისთვის მზად არ იქნები." დავიჩურჩულე.
კარადაში რაღაცის ძებნა დავიწყე. გულმოდგინედ ვჩხრეკდი და როგორც იქნა ვიპოვე შავი, კაშკაშა კაბა. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გამომწვევი ტანსაცმელი. ვინამაც ამ კაბაში მნახა ყველას ძალიან მოეწონა და პირი დარჩათ ღია. მათ თვალებში ვხედავდი ყველაფერს, რისი გაკეთებაც ჩემთვის უნდოდათ სავარაუდოდ მთელი ღამით. სიმართლე ვთქვა, ესეთი ყურადღება მსიამოვნებს კიდეც. გადავწყვიტე, გადაღებებისთვის ეს კაბა ჩამეცვა (საბედნიეროდ, დღევანდელზე მე შემიძლია იმის არჩევა თუ რა მინდა მეცვას). წვრილი მაღალქუსლიანი ჩავიცვი და მბრწყინავი, ძვირიანი სამკაულები გავიკეთე. თმა გავისწორე და სექსუალური მაკიაჟი გავიკეთე. ყველაფერს მოვრჩი. ჩემს გასაკვირვად, გუკი ვერსად დავინახე. არც კი დაუძახებია ან რამე. ჩანთას ხელი დავავლე, რომელშიც საჭირო ნივთები მქონდა და ქვემოთ ჩავედი. მისთვის იმის თქმას ვაპირებდი, რომ რამოდენიმე საათით გასული ვიქნებოდი. როგორც კი სამზარეულოს მივაღწიე გუკი დავინახე. იჯდა და ჩემს გამზადებულ საჭმელს მიირთმევდა. მან მაღალქუსლიანების ხმაზე გამოიხედა. როგორც კი დამინახა თვალები გაუფართოვდა. ჯერ თვალეში ჩამხედა, შემდეგ კი ამათვალიერ- ჩამათვალიერა.
"პატარვ" ვთავი უდანაშაულოდ და გულუბრყვილოდ.
"დღეს გადაღებები მაქვს... რამოდენიმე საათში დავბრუნდები." ვუთხარი. მივუახლოვდი, დავიხარე და ყელში პატარა ზასოსი გავუკეთე. მალევე დავტოვე და გარაჟისკენ წავედი. მისთვის აღარც კი შემიხედავს. ისე გაოგნებული იყო, რეაქციაც კი არ ჰქონია.
ესეც ტკბილი შურისძიება.
/_/_/_/_
ხო ვიცი, პატარაათასუ [♡]
YOU ARE READING
ნუნა | ჯონ ჯონგუკი
General Fictionაღწერა: ყველაფერი ამ წინადადებით დაიწყო: "ნუნა, გთხოვ შემეხე." მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: "ჯონგუკ, შემეხე. გთხოვ..." ** ნუნა - ასე მიმართავენ ბიჭები მათზე ასაკით უფროს გოგონებს კორეაში. შენიშვნა : ეს ფიკი შეიცავს 18+ სცენებს და ვისაც ეს არ მოგ...