[♡] 6 [♡]

2.3K 104 27
                                    

თავი 6

*გადაღებების სცენებს გადავახტებით. უნდა ჩავთვალოთ, რომ საინტერესო არაფერი მომხდარა*

[გაფრთხილება : ცოტა ისეთი სცენები]

გადაღებებმა ძალიან დამღალა. უბრალოდ მინდა სახლში დავბრუნდე, შხაპი მივიღო, ლოგინში დავწვე და გუკს ჩავეხუტო. სანამ სახლამდე მივიდოდი, ბევრ ისეთ რამეზე ვიფიქრე, რითაც შემიძლია გუკის გაწვალება. მინდა, რომ მთლიანად ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს. ჩემს გარყვნილ ფიქრებზე ტუჩის კუთხეები ამეპრიხა.

უკვე სახლს მივუახლოვდი. ჭიშკარი აუტომატურად გაიღო. მანქანა გარაჟში დავაყენე. საჭირო ნივთები ავიღე და სახლში შევედი. ჩანთა იატაკზე დავაგდე და სახლის მთავარი კარი ჩავკეტე.

"გუკ, სახლში ვარ, სიყვარულო!"

პასუხი არ მიმიღია.

პირველ სართულზე ვერსად ვნახე, ამიტომ კიბეებზე ავედი და მის ოთახში შევიხედე. სიბნელეა და არავინ არ არის. ჩემს ოთახში შევედი თუ არა, მძინარე გუკი დავინახე. მინდოდა მივსულიყავი სა ჩავხუტებოდი, თუმცა ჯერ შხაპი უნდა მივიღო და გამოვიცვალო.

მაღალქუსლიანები გავიხადე, რადგან არ მინდა გუკი გავაღვიძო და სააბაზანოში შევედი. კარი ჩუმად დავკეტე და ტანსაცმელი გავიხადე. წყალი მოვუშვი და გაცხელებას დაველოდე.

ხელი წყალს შევუდე, რადგან ტემპერატურა მენახა. მშვენიერია.

როგორც კი წყლის წვეთები სხეულზე მომხვდა ჩუმად ამოვიკვნესე. თმაზე ჯერ შამპუნი წავისვი, შემდეგ ბალზამი. თმის დაბანის შემდეგ ტანის დაბანაზე გადავედი. კიდევ ამოვიკვნესე. წყალში კიდევ რამოდენიმე წუთი ვიყავი, შემდეგ ონკანი მოვკეტე და პირსახოცი სხეულზე მოვიფარე.

"ეს ყველაზე სექსუალური რამ იყო, რაც კი ოდესმე მინახავს."

მიმოვიხედე, რომ ის დამენახა ვინც ეს სიტყვები თქვა. სააბაზანოში გუკი იყო და ვნებამორეული, ცოდვილი თვალებით მიყურებდა.

ნუნა | ჯონ ჯონგუკიWhere stories live. Discover now