თავი 4
თავს სხვანაირად ვგრძნობ. გარშემო სითბო და სიმყუდროვეა. თვალი გავახილე და გვერდით გუკი დავინახე, რომელსაც ამ ჯერად მხოლოდ შორტები ეცვა. ჩემი ხელები მის განიერ მხრებზეა და მშვენივრად ვგრძნობ კუნთებს. მისი კანი რბილი და სასიამოვნოა. თითებით წრეების დახაზვა დავიწყე და თავი მხარზე ჩამოვადე. ის ისეთი თბილია...
სასიამოვნოა, როდესაც გვერდით გყავს ვინმე ვისაც ჩაეხუტები და გაგათბობს. არც კი მახსოვს ასე ბოლოს როდის ვიყავი. არ მინდა ადგომა. გუკს ეძინა. მის კისერს შევხედე და ინსტიქტურად მივიწიე. ტუჩები კანზე დავადე და ვაკოცე. რამოდენიმეჯერ ვაკოცე.
შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი სწრაფად ხდებოდა და თან იქნებ გუკს არ სურს რომ ამას ვაკეთებდე, თანაც უნებართვოდ. ამიტომ, შევეშვი და თავი საწოლზე დავდე.
"ნუნა... კიდევ მაკოცე..."
თვალები გამიფართოვდა, როდესაც გუკის ნაზი ხმა გავიგე. მთელი ეს დრო ეღვიძა?
"პატარავ, მართლა გინდა?"
"კი ნუნა~" თქვა თუ არა ძლიერად ჩამეხუტა. მე კი კოცნა დავუწყე. ძალიან ბევრჯერ ვეამბორე ყელზე, ლავიწის ძვლებსა და ყბაზე. გუკს აშკარად სიამოვნებდა. ცოტა ხანში თვალები დამეხუჭა და ისევ სიზმრების სამყაროში გადავედი.
[♡][♡][♡]
მეორედ რომ გავიღვიძე, გარშემო ისევ სითბო იგრძნობოდა. საათს გავხედე. უკვე შუადღე იყო. 1 საათი. ასე გვიანობამდე არასდროს მძინავს ხოლმე. გუკს ჯერ კიდევ ეძინა. ჩუმად წამოვდექი და სამზარეულოსკენ გავეშურე. მწარე ყავა გავიკეთე.
მალე დავლიე და ისევ ჩემი ოთახისკენ წავედი. ძალიან ჩუმად ვმოძრაობდი, რადგან არ მინდა ჩემი პატარა გავაღვიძო.
ლეპტოპი ავიღე და ისევ პირველ სართულზე დავბრუნდი. საიტებზე შევედი და ახალი ამბები გავიგე. შემდეგ ჩემი დღის განრიგი ვნახე. დღეს გადაღება მაქვს.
საუზმედ გუკის კვერცი და ბეკონი შევუწვი. ისევ ჩემს ოთახში ავედი. ისევ მძინარე ბიჭი დავინახე. ჩუმად წავედი კარადის ოთახისკენ და ტანსაცმელები გავიხადე. უნდა გამოვიცვალო.
"ნუნა, ეგ ტანგა ძალიან გიხდება, თუმცა კიდევ უფრო მოგიხდებოდა ეგ რომ ამ სიტუაციაში ძირს ეგდოს." მომესმა ბოხი ხმა. სწრაფად მოვტრიალდი და გუკი დავინახე, რომელიც კედელს იყო მიყრდნობილი და შემაცდუნებლად იღიმოდა. სასწრაფოდ ხალათი მოვიცვი და ისეთი რამეები დავმალე, რაც ჩემს წინ მდგომს არ უნდა ენახა.
"ამ... მე- მეგონა გეძინა..."
"ნუნა ჩემთან მორცხვი არ უნდა იყო. მალე მაგ ტანგას მე გაგხდი და ყველაფერს დავინახავ." თქვა და ასე უბრალოდ დამტოვა. ნაბიჯების ხმით მივხვდი, რომ ქვემოთ ჩავიდა. შოკში ვიყავი. მხოლოდ ერთი დღეა, რაც აქ არის, თუმცა ძალიან გაბედულია. არც კი ვიცი რა ვიფიქრო ამ სიტუაციაზე. არ მივცემ უფლებას ჩემზე კონტროლი აიღოს და იყოს დომინანტი. გუკს აშკარად უყვარს ჩემი წვალება, ამიტომ ვფიქრობ მეც იგივეს გავუკეთებ მას.
/_/_/_/_
ოჰ ოჰ ოჰ.... დაიძაბა სიტუაცია🙃
გათამამდა გუკი 🙃😉თასუ [♡]

YOU ARE READING
ნუნა | ჯონ ჯონგუკი
Fiksi Umumაღწერა: ყველაფერი ამ წინადადებით დაიწყო: "ნუნა, გთხოვ შემეხე." მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: "ჯონგუკ, შემეხე. გთხოვ..." ** ნუნა - ასე მიმართავენ ბიჭები მათზე ასაკით უფროს გოგონებს კორეაში. შენიშვნა : ეს ფიკი შეიცავს 18+ სცენებს და ვისაც ეს არ მოგ...