[♡] 15 [♡]

1.8K 94 10
                                    

თავი 15

არც კი ვიცი გავიდე და შევამოწმო თუ არა. მაგრამ, მე მისი 'პატრონი' ვარ და ეგ ჩემი მოვალეობაა, თან მინდა კიდეც.

ხალათი მოვიცვი და გუკის ოთახისკენ წავედი. ის საწოლზე იჯდა, შიშველი.

როდესაც, ჩემი იქ ყოფნა იგრძნო გამომხედა.

"გუკ, ძალიან უხეში ვიყავი? ბოდიში..."

გვერდით მივუჯექი.

"ნუნა, არ მინდა საუბარი." მან სხვა მხარეს გაიხედა.

"მე მართლა ძალიან ვწუხვარ. არ მეგონა, ასე თუ გეწყინებოდა. მეგონა, რომ სასჯელი გჭირდებოდა, კლუბის საქციელის გამო. არ მეგონა ასე თუ მიიღებდი." ჩავეხუტე.

შუბლზე კოცნა დავუტოვე.

"ამ შეცდომას ყველანაირად გამოვასწორებ. ოღონდ, დომინანტი მე ვარ და შენ ვერ იქნები. ვერ დაგითმობ დომინანტობას."

"ნუნა, ასე ძალიან რატომ მოგწონს დომინანტობა? რატომ არ მომცემ ნებას, რომ სიტუაცია მევაკონტროლო?"

"რადგან, არ ვიცი როგორ ვიყო ბოთომი. არც არასდროს ვყოფილვარ და სიმართლე გითხრა, მეშინია. არ ვიცი კლუბში რა მომივიდა ასე მარტივად რომ დავთმე ყველაფერი..."

"ნუნა, ცადე. გაჩვენებ, როგორ იყო ბოთომი და არ მოგიწევს ყველაფრის შენით გაკეთება. შეგვიძლია ადგილები ვცვალოთ. უბრალოდ ერთი კვირით მე ვიქნები დომინანტი, შენ კი ბოთომი კარგი? გეფიცები, ძალიან მოგეწონება."

[ბოთომის ქართული შესიტყვება ზუსტი არ მახსოვს. თუ ვინმემ იცით კომენტარებში დამიწერეთ. ბოთომში იგულისხმება დომინანტი არა და მეორე. ახსნაში მაგარი ვარ კი😂😂 მორჩილის დაწერა მინდოდა, მაგრამ სისულელედ მიმაჩნია. ადგილები ვცვალოთ ანუ switch მაგრამ მაგასაც ვერ მოვუძებნე შესატყვისი. ეგ ნიშნავს ურთიერთობაში დომინანტი და ბოთომია ორივე. გააჩნია ხასიათებს, ადგილებს და ა.შ.
იმედი მაქვს ვინც არ იცოდით მიხვდით]

"მმ... არ ვიცი გუკ. არც კი ვიცი როგორ ან რა-"

"ნუნა, მენდობი?"

იგივე კითხვა, რაც ცოტა ხნის წინ მე დავუსვი.

"კი, გუკ, გენდობი."

"მესმის, რომ ყოყმანობ და ამის მიზეზიც ნამდვილად გაქვს, დამიჯერე შენზე მე ვიზრუნებ. ვიცი რაც უნდა გაგიკეთო. მეც მინდა შენზე ვიზრუნო. სულ შენ ზრუნავ ჩემზე."

"კარგი გუკი... ოღონდ მხოლოდ ერთი კვირით."

"ხო ნუნა, ერთი კვირით მარტო."

"ახლა დავიბანოთ რა. ოფლიანები ვართ."

"ნუნა, რადგან ახლა დილის პირველი საათია, ტექნიკურად, ახალი კვირა უკვე დაიწყო. დღეიდან მომავალ კვირა დღემდე შენზე მე ვიზრუნებ, შენ კი ბოთომი იქნები.კარგი?"

"კარგი გუკ."

"არა, არა. დღეიდან აღარანაირი გუკი. ჯონგუკი უნდა დამიძახო ან თუ ცოტა გარყვნილება გინდა ჩვენს ურთიერთობაში მამიკოც შეიძლება."

მან თავმომწონედ გაიღიმა.

"კიდევ, აღარანაირი ნუნას დაძახება. ან შენი ნამდვილი სახელით დაგიძახებ ან კიდევ, ზედმეტსახელით. რადგან ასარჩევია ზედმეტსახელი უფრო მომწონს. ახლა კი წამოდი დავიბანოთ." თქვა და ჯერ ჩემ ოთახში, მერე კი აბაზანაში წამიყვანა.

მან წყალი მოუშვა. ჩემკენ მოტრიალდა და თვალი თვალში გამიყარა. ხალათი ნელა შემიხსნა, რომელიც იატაკზე დაეცა.

"მზად ხარ, პატარავ?" თქვა გუკმა.


   /_/_/_/_
4 თავიც და დასრულდება.

   თასუ [♡]

ნუნა | ჯონ ჯონგუკიWhere stories live. Discover now