[♡] 19 [♡]

2.8K 113 71
                                    

თავი 19

ივის თვალთახედვით:

საღამოსკენ გავიღვიძე. საათი შვიდს უჩვენებდა. სიბნელე იყო და მხოლოდ სანთლები ანათებდა.

ძირს დავიხედე. იატაკზე სანთლებით გზა იყო 'გაყვანილი'. ამ 'სავალ ბილიკს' კი წითელი ხასხასა ვარდის ფურცლები მიუყვებოდა.

'ბილიკს' გავყევი, რამაც ჩემს ოთახამდე მიმიყვანა.

ოთახიც ბნელი და ბუნდოვანი იყო. გუკი ვერსად დავინახე.

მხოლოდ შავ,ლამაზ და მბრწყინავ ყუთს მოვკარი თვალი. მთელი ჩემი ყურადღება მასზე გადავიტანე.

მისკენ წავედი და გავაღე. შიგნით ულამაზესი ქალის თეთრეული იდო (ბიუსჰალტერი და საცვალი) და წყვილი ნათელი და კაშკაშა მაღალ ქუსლიანები.

ასეთი ფერის ბიუსჰალტერი და საცვალი არასდროს მქონია. თეთრი იყო, მე კი სულ შავ ან მუქ ფერებს ვყიდულობდი.

იქვე პატარა ფურცელიც შევნიშნე. მასზე რაღაც ეწერა:

'ჩემს ულამაზეს ანგელოზს ♡ '

გულის ცემა ამიჩქარდა. მუცელში პეპლები ვიგრძენი. გამეღიმა და 'ორმოები' გამომიჩნდა ლოყებზე.

რაც მეცვა ყველაფერი გავიხადე. მხოლოდ გუკის ნაჩუქარი წყვილი ფეხსაცმელები, საცვალი და ბიუსჰალტერი ჩავიცვი.

სარკეში ჩავიხედე და ნეტავ იცოდეთ როგორ მომწონს. ლამაზი და კარგი რომაა ეს ერთი, თან ჯონგუკმა მაჩუქა.

როდესაც სარკეში ვიყურებოდი და ძალიან გართული ვიყავი ბრჭყვიალა მაღალ ქუსლიანებით, ვერც შევამჩნიე ოთახში არსებული მეორე ადამიანი.

"ჩემი საჩუქარი მოგეწონა, საყვარელო?"

ხმის მიმართულებით შევტრიალდი და ჯონგუკი დავინახე, რომელიც იქვე სკამზე იჯდა.

მისი თვალები ჩემი სხეულის ყველა ნაწილს აკვირდებოდა.

"კი მამიკო..."

ნუნა | ჯონ ჯონგუკიWhere stories live. Discover now