— თვითმფრინავი მალე დაეშვება... გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები...
ისმის სტიუარდესას გამაყრუებელი ჭყიპინა ხმა... ისე მიშლის ნერვებს რამისაა მივიდე და ის მიკროფონი გადავაყლაპო...
მალე თვითმფრინავიც დაეშვა... როგორც კი მიწაზე ფეხი დავდგი მაშინვე შვება ვიგრძენი... ისეთი შეგრძნება მქონდა... თითქოს მთელი ცხოვრება ჰაერში ვიყავი...
ბარგთან მივედი გადმოვიღე... გასასვლელისკენ წავედი... ტაქსი გავაჩერე და ჩემი ძმის მოცემული მისამართისკენ დავიძარი...
შუგას pov:
— ბიჭებო... რაღაც მინდა გთხოვოთ...არემი— ვაა თვით შუგას აქვს ჩვენთან სათხოვარი?...
— გეყოს ახლა და მომისმინეთ... ესეიგი... როგორც იცით მე და მყავს...
ჯკ— ხო მერე...
— მაცადე... ესეიგი... დღეს ის ამერიკიდან ჩამოვა... და თუ ნებას მომცემთ მინდა რომ დაახლოებით 1 კვირა ჩვენთან დარჩეს... მისი სახლი სანამ რემონტს მორჩება... სასტუმროშიც ვერ დავტოვებ რადგან რაღაც გარკვეული მიზეზების გამო იქ დარჩენა ეშინია...— იმედიანი სახით შევხედე ბიჭებს... იმის მოლოდინში რომ დამთანხმდებოდნენ...
ჯინი— თუ საჭმლის კეთება იცის მე წინააღმდეგი არ ვარ...
ჯიმინი— თუ ლამაზია არც მე...
ვი— თუ ვიდეო თამაშებს თამაშობს არც მე...
არემი— თუ წიგნების კითხვა უყვარს არც მე...
ჰოპი— თუ პოზიტიურია არც მე...
— ანუ თანახმა ხართ?... კაი მაშინ მალე ჩამოფრინდება და მოვა...
ჯკ—მოიცა ესე მალე მიწერე?...
— ხო გუშინ მივწერე😁 ვიცოდი რო დამთანხმდებოდით და ეგრევე ვუთხარი... — ოთახიდან გამოვედი... ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე წამოვწექი...
დაახლოებით ნახევარ საათში ოთახში ჯიმინი შემოვიდა... არა კიარ შემოვიდა შემოაგდეს...